GeoLegal

GeoLegal საადვოკატო საქმიანობა, იურიდიული მომსახურება, იურიდიული კონსულტაცია.

Слава Україні! ✊
24/02/2022

Слава Україні! ✊

18/12/2021

ძალიან მოკლედ, კომპანიების სამართლებრივი უზრუნველყოფის ე.წ. აუთსორსინგისა და მისი უპირატესობების შესახებ👇

აუთსორსინგი გულისხმობს იურიდიული დახმარების გაწევას ისეთი კომპანიებისთვის, რომლებსაც შტატში არ ჰყავთ იურისტი/იურიდიული დანაყოფი, თუმცა საჭიროებენ ასეთ მომსახურებას.

კომპანიები ხშირად მიმართავენ აუთსორსინგს, ვინაიდან ამ სერვისით სარგებლობისას ისინი ზოგავენ:

🔴 ადმინისტრაციულ ხარჯებს - პერსონალის ხელფასები/ბონუსები, მათი სამუშაო სივრცის, ტექნიკისა და სხვა საოფისე ხარჯები;

🔴 გაუთვალისწინებელ ხარჯებს - პროფესიონალი გუნდის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურება ამცირებს დავის წარმოშობის, ხოლო ასეთი დავის არსებობის შემთხვევაში - მისი წაგების რისკებს;

🔴 დროს - კომპანია არ ხარჯავს დროს იურიდიული დანაყოფის მენეჯმენტზე, კადრების შერჩევაზე, მათ განვითარებაზე. შესაბამისად, მას რჩება მეტი დრო კონცენტრირდეს კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებაზე.

📌და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ,,ჯეოლეგალთან“ თანამშრომლობით თქვენ სარგებლობთ არა მხოლოდ ერთ იურისტის, არამედ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდის მომსახურებით.

ჯეოლეგალის სერვისების შესახებ ინფორმაცია იხილეთ 👉 https://www.facebook.com/102958855448965/posts/137173295360854/?d=n

09/12/2021

📣 იურიდიული კომპანია ჯეოლეგალის (GL) საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა კერძო ფირმების სამართლებრივი უზრუნველყოფა ე.წ. ,,აუთსორსინგი“.

✅ იმის გათვალისწინებით, რომ კერძო კომპანიების საქმიანობა და მათი საჭიროებები განსხვავებულია, გთავაზობთ სხვადასხვა სერვისს:

📌 სამართლებრივი კონსულტაცია - კონკრეტული სამართლებრივი საკითხის ანალიზი, გამოვლენილი სამართლებრივი პრობლემის ან/და შესაძლო დავის არსებობის შემთხვევაში, სამართლებრივი გზით საკითხის მოგვარების ალტერნატივებისა და მოსალოდნელი პროცედურების განხილვა/განმარტება;

📌 სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება - კომპანიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული შიდა სამართლებრივი დოკუმენტების - შინაგანაწესის, შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების, წერილების, შეტყობინებების პროექტების - მომზადება;

📌 ხელშეკრულებების მომზადება - ხელშეკრულებების პროექტების მომზადება ან/და რევიზია, კომპანიის მიზნებთან მათი შესაბამისობის შემოწმება და შესაძლო სამომავლო რისკების იდენტიფიცირება;

📌 სამართლებრივი ანალიზი და რისკების შეფასება - კომპანიის შიდა სამართლებრივი დოკუმენტების აუდიტი, დოკუმენტებში სამართლებრივი რისკებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება, რეკომენდაციების შემუშავება მათი დახვეწისა და შეფასებით გამოვლენილი რისკების პრევენციის მიზნით;

📌 საქმიან მოლაპარაკებებში მონაწილეობა - კომპანიის საქმიანი ურთიერთობის პროცესში (მათ შორის, შეხვედრებში) მონაწილეობა სამართლებრივი მხარდაჭერის, მიღწეული შეთანხმების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამომავლო სამართლებრივი რისკების პრევენციის მიზნით;

📌 სამართლებრივი დავებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება/შედგენა - სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე საჭირო სამართლებრივი დოკუმენტების - სარჩელის, საჩივრის, შუამდგომლობის, განცხადების პროექტების - მომზადება;

📌 წარმომადგენლობა - სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე ყველა ინსტანციის სასამართლოში, არბიტრაჟში, სამართალდამცავ ორგანოებში, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში, იუსტიციის სახლში, დავების განხილვის საბჭოში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში.

‼️ თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი მომსახურების პაკეტი.

13/10/2021

მოგესალმებით 🙋‍♂️ 🙋‍♀️

📣 გვსურს, გაცნობოთ სიახლის შესახებ

🎓დავაფუძნეთ იურიდიული კომპანია ,,ჯეოლეგალი" (GeoLegal).

‼️ ჩვენი კომპანია გთავაზობთ სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებებით ფიზიკური/იურიდიული პირების საადვოკატო მომსახურებას, მათ წარმომადგენლობას სხვადასხვა ორგანოებში და სასამართლოში, იურიდიულ კონსულტაციას, ასევე, კერძო კომპანიების იურიდიულ ე.წ. ,,აუთსორსინგს" (ორგანიზაციების სამართლებრივ უზრუნველყოფას)

📑 გუნდის წევრების ბიოგრაფიებსა და მათ პროფესიონალიზმზე საუბრით არ გადაგღლით. მათ ყველა კარგად იცნობთ,
ვისაც სამართლის სფეროსთან გაქვთ შეხება.

🗃 გუნდის თითოეულ წევრს აქვს სამართლის სხვადასხვა დარგში, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებში, მნიშვნელოვან პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

🤝ასევე, კომპანიასთან თანამშრომლობს ჩვენი ბევრი მეგობარი და სამართლის სხვადასხვა სფეროს გამოცდილი სპეციალისტი.

✊ გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენ ცოდნას და მრავალწლიან გამოცდილებას სრულად გამოვიყენებთ სამართლიანობის ჯიუტი სასწორის ⚖ თქვენკენ გადმოსახრელად!

თანამშრომლობისა და დახმარებისთვის ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა! 🙌

მაშ ასე, რით შეგვიძლია, დაგეხმაროთ❓

Address

Tbilisi
0108

Telephone

+995577288164

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GeoLegal posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to GeoLegal:

Share

Category