VisaAxis Consulting

Directions

VisaAxis Consulting Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from VisaAxis Consulting, Passport and visa service, Tbilisi.

📑 გამოცდილებაზე დაფუძნებული მომსახურება,
კონსულტაცია და მხარდაჭერა თქვენი ამერიკული ოცნების გზაზე.
🇺🇸 ამერიკის საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო ვიზები!
დავიწყოთ თქვენი ვიზის პროცესი დღესვე!
📩 დეტალებისთვის მოგვწერეთ პირადში!

👇🏻
04/08/2026

👇🏻

სავიზო დეპოზიტის პროგრამა მუდმივი გახდა ყველა ქვეყანაში, სადაც მოქმედებდა, მათ შორის საქართველოშიც. საქართველოს მოქალაქე ყველა აპლიკანტმა, რომელსაც B1/B2 ვიზა დაუმტკიცდება, უნდა გადაიხადოს $10,000, $15,000 ან $20,000 ოდენობის დეპოზიტი. არ გადაიხადოთ დეპოზიტი წინასწარ. გასაუბრების დროს, საკონსულო ოფიცერი მოგცემთ ინსტრუქციას დეპოზიტის გადახდასთან დაკავშირებით.

გთხოვთ, გახსოვდეთ: სავიზო აპლიკაციების შესახებ ოფიციალური წყარო არის აშშ-ის მთავრობა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ ვრცელდება აშშ-ის მთავრობის წყაროდან, საჭიროებს გადამოწმებას.

მეტი ინფორმაციისთვის და ხშირად დასულ კითხვებზე პასუხებისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://ge.usembassy.gov/visas/

✨
31/07/2026

✨

⭐ 1788 წლის 26 ივლისს ნიუ იორკი ამერიკის მეთერთმეტე შტატი გახდა. აქ მდებარეობს ყველასათვის საყვარელი მეგაპოლისი ნიუ იორკი, რომელსაც მსოფლიოს დედაქალაქსაც უწოდებენ.

ნიუ იორკის შტატში მდებარეობს ნიაგარას ულამაზესი ჩანჩქერი, ელისის ისტორიული კუნძული და ამერიკის ეროვნული საგანძური, თავისუფლების, შთაგონებისა და იმედის სიმბოლო - თავისუფლების ქანდაკება.

უამრავ ცნობილ ნიუ იორკელს შორის ამერიკის რამდენიმე პრეზიდენტია, მათ შორის: დონალდ ტრამპი, თეოდორ რუზველტი და ფრანკლინ დელანო რუზველტი.

✨ ამერიკაში დაბადებული ბავშვი ავტომატურად იღებს ამერიკის მოქალაქეობას! 🇺🇸
01/07/2026

✨ ამერიკაში დაბადებული ბავშვი ავტომატურად იღებს ამერიკის მოქალაქეობას! 🇺🇸

02/06/2026

გამოცხადდა ჰიუბერტ ჰამფრის სახელობის პროფესიული პროგრამა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 12 ივლისი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ge.usembassy.gov/humphrey/

ინტერვიუზე თან უნდა გქონდეთ დაბეჭდილი ფოტო სურათი!
26/05/2026

ინტერვიუზე თან უნდა გქონდეთ დაბეჭდილი ფოტო სურათი!

🚨 მნიშვნელოვანი ცვლილება აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკაში!აშშ-ის მოქალაქეობისა და საიმიგრაციო სამსახურმა ახალი რეგულაცია გა...
25/05/2026

🚨 მნიშვნელოვანი ცვლილება აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკაში!
აშშ-ის მოქალაქეობისა და საიმიგრაციო სამსახურმა ახალი რეგულაცია გამოაქვეყნა, რომელიც მკვეთრად ცვლის ქვეყნის შიგნით სტატუსის შეცვლის წესებს.
📌 რა იცვლება?
ამიერიდან, აშშ-ში დროებითი სტატუსით (ტურისტული, სტუდენტური, სამუშაო და სხვა არასაიმიგრაციო ვიზებით) მყოფი პირები, რომლებსაც მწვანე ბარათის მიღება სურთ, ვალდებულები იქნებიან პროცესი საკუთარ ქვეყანაში, აშშ-ის საკონსულოს მეშვეობით გაიარონ.
💡 გამონაკლისი შემთხვევები:
ქვეყნის შიგნით სტატუსის შეცვლა (ეგრეთ წოდებული „Adjustment of Status“) მხოლოდ განსაკუთრებულ და გამონაკლის გარემოებებში იქნება შესაძლებელი. საიმიგრაციო ოფიცრები თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად და უმკაცრესად შეაფასებენ.
🎯 რა არის ცვლილების მიზანი?
უწყების განცხადებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს კანონის პირვანდელი არსის აღდგენას, საიმიგრაციო სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და რესურსების გამოთავისუფლებას ისეთი პრიორიტეტებისთვის, როგორიცაა ნატურალიზაცია და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა.
თუ გეგმავთ საიმიგრაციო პროცესების დაწყებას, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ახალი მიდგომა!

🇺🇸1. ვიზის ტიპის განსაზღვრაპირველ რიგში, უნდა დაადგინოთ, რომელი კატეგორიის ვიზა გჭირდებათ. ყველაზე გავრცელებულია B1/B2 (...
14/05/2026

🇺🇸1. ვიზის ტიპის განსაზღვრა
პირველ რიგში, უნდა დაადგინოთ, რომელი კატეგორიის ვიზა გჭირდებათ. ყველაზე გავრცელებულია B1/B2 (ტურისტული და ბიზნეს ვიზა).
2. ფორმა DS-160-ის შევსება
ეს არის ელექტრონული განაცხადი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
• ფორმის შევსება ხდება ოფიციალურ საიტზე.
• დაგჭირდებათ ფოტოსურათის ატვირთვა, რომელიც უნდა აკმაყოფილებს სპეციალურ მოთხოვნებს (5x5 სმ-ზე).
• მნიშვნელოვანია: შეინახეთ თქვენი განაცხადის ნომერი (Application ID), რათა მოგვიანებით შეძლოთ აპლიკაციის გაგრძელება.
3. სავიზო მოსაკრებლის გადახდა.
გასაუბრების დასანიშნად აუცილებელია მომსახურების საფასურის გადახდა.
• გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ (ბარათით), ისე ბანკის მეშვეობით.
4. გასაუბრების დანიშვნა
გადახდის შემდეგ უნდა დარეგისტრირდეთ შესაბამის პორტალზე, რომელსაც კონკრეტული საელჩო იყენებს და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი თავისუფალი დრო.

კონსუკტაციისთვის დაგვიკავშირდით 596693366.

🇺🇸ამერიკის საელჩოში ინტერვიუზე გასვლა ბევრისთვის დიდ სტრესთან ასოცირდება. ხშირად მიზეზი არა დოკუმენტების ნაკლებობა, არამ...
06/05/2026

🇺🇸ამერიკის საელჩოში ინტერვიუზე გასვლა ბევრისთვის დიდ სტრესთან ასოცირდება. ხშირად მიზეზი არა დოკუმენტების ნაკლებობა, არამედ მცირე, მაგრამ გადამწყვეტი შეცდომებია.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:
1. ზედმეტი ინფორმაციის მიწოდება
ოფიცერი გეკითხებათ: „რა მიზნით მიდიხართ?“
• შეცდომა: ვრცელი ისტორია ბებიის ნათესავებზე და მთელ ტურისტულ მარშრუტზე.
• სწორია: „მივდივარ ნიუ-იორკში 10 დღით, ტურისტული მიზნით.“ იყავით კონკრეტული.
2. დაზეპირებული პასუხები
ისაუბრეთ ისე, როგორც მეგობარს ესაუბრებოდით, თავისუფლად და ბუნებრივად.
3. “ცარიელი” პასპორტი
თუ ეს თქვენი პირველი მოგზაურობაა საზღვარგარეთ და მაშინვე აშშ-ის ვიზას ითხოვთ, ეს კითხვებს აჩენს. სხვა ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიაზრდის ვიზის მიღების შანს!
4. დაბნეულობა ფინანსებთან დაკავშირებით
თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ, ვინ იხდის მოგზაურობის ხარჯებს. თუ თქვენი ხელფასი დაბალია, მაგრამ ამბობთ, რომ ძვირადღირებულ ტურს გეგმავთ, მოემზადეთ დამატებითი კითხვებისთვის.
5. ნერვიულობა და თვალებით კონტაქტის არქონა
თვალებში ყურება ნდობის ნიშანია. ნერვიულობა ბუნებრივია, მაგრამ ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. გახსოვდეთ, ოფიცრის მიზანი თქვენი განზრახვის სისწორეში დარწმუნებაა.
💡 პატარა რჩევა: ვიზის მიღება იწყება იმ წამს, როცა აპლიკაციის შევსებას აჭერთ ხელს. თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის ყველაზე რთული ვიზის მიღების პროცესში? დაწერეთ კომენტარებში.
მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 596693366

✨🇺🇸
04/05/2026

✨🇺🇸

შეგახსენებთ! სავიზო დეპოზიტის პროგრამა არ ვრცელდება სტუდენტებზე, რომლებიც შეერთებულ შტატებში F ან M ვიზებით მიემგზავრებიან. დეპოზიტის გადახდა სავალდებულოა მხოლოდ საქმიანი/ტურისტული (B1/B2) ვიზის აპლიკანტებისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://ge.usembassy.gov/visas/

საიმიგრაციო ვიზის განხილვა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ვიზის კატეგორიაზე. საშუალოდ, პროცესი შეიძლება გაგრძელდეს 12-დ...
02/05/2026

საიმიგრაციო ვიზის განხილვა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ვიზის კატეგორიაზე. საშუალოდ, პროცესი შეიძლება გაგრძელდეს 12-დან 24 თვემდე. მნიშვნელოვანია საბუთების დროული და სწორი წარდგენა, რათა თავიდან აიცილოთ დამატებითი შეფერხებები.
📜 ნასამართლეობა და წარსული
ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სუფთა წარსულია. ნასამართლეობამ ან სამართლებრივმა დარღვევებმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეაფერხოს პროცესი ან გახდეს ვიზაზე უარის თქმის მიზეზი. აუცილებელია ამ დოკუმენტაციის წინასწარ მოწესრიგება.
💰 ფინანსური მხარდაჭერა (სპონსორი)
საიმიგრაციო პროცესში მნიშვნელოვანია სპონსორის როლი. ის უნდა იყოს გადასახადების გადამხდელი, რომელსაც აქვს საკმარისი შემოსავალი თქვენი მხარდაჭერისთვის. სპონსორის ფინანსური გამჭვირვალობა და დეკლარირებული შემოსავლები პირდაპირ აისახება თქვენი საქმის წარმატებაზე.

თუ გაინტერესებთ საიმიგრაციო ვიზები კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით!

Address

Tbilisi
0179

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when VisaAxis Consulting posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share