Nana Natroshvili's Law Page

Nana Natroshvili's Law Page Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Nana Natroshvili's Law Page, Lawyer & Law Firm, Tbilisi.

27/11/2020

❌ახალი შეზღუდვები❌

16/08/2020

✅ 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია მიმდინარეობს სპეციალურ პორტალზე http://daxmareba.moh.gov.ge/

🔵 დახმარება გაიცემა, ბავშვის ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულ პორტალზე განაცხადის შევსების საფუძველზე.

🔵 რეგისტრაცია პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.

დახმარების გაცემა დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.

► იმ შემთხვევაში, თუ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს:
🔹 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს;
🔹 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს;
🔹 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობებს;
🔹 „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.

✅ ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:
🔹 ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;

🔹 მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

🔹 მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);

🔹 მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.

► იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისას საჭირო გახდება ბავშვის დაბადების მოწმობის ატვირთვა.

► იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისას საჭირო გახდება მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილების ატვირთვა.

✅ ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

✅ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505.

🔵 17 წლის ასაკის ჩათვლით თითოეულ ბავშვზე 200-ლარიანი დახმარების გაცემა StopCov ფონდში საქართველოს მოქალაქეებთან, ბიძინა ივანიშვილთან და ბიზნესთან ერთად ფინანსების მობილიზების შედეგად გახდა შესაძლებელი.

🔵 პროგრამა მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათი სოციალური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის III ეტაპის ფარგლებში ხორციელდება.

📌 2020 წლის 1 ივლისიდან ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით, გარდა ღია სივრცე...
23/06/2020

📌 2020 წლის 1 ივლისიდან ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით, გარდა ღია სივრცეში ჩასატარებელი ტრენინგებისა და სემინარებისა
აღნიშნული ცვლილება იხილეთ ბმულზე 👇

„3. ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით, გარდა ღია სივრცეში ჩასატარებ...

10/06/2020

🚄სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა დასაშვები ხდება 2020 წლის 15 ივნისიდან 🚆

საქართველოს მთავრობის დადგენილებით ცვილება შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში. ცვლილების თანახმად, დადგენილებიდან ამოღებულია დანაწესი, რომლის მიხედვითაც შეჩერდა სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა. ცვლილება ამოქმედდება 2020 წლის 15 ივნისიდან და შევძლებთ სარკინიგზო ტრანსპორტით თავისუფლად გადაადგილებას🚆🚆🚆

02/06/2020

✅ 2020 წლის 8 ივნისიდან დაშვებული იქნება ყველა ეკონომიკური საქმიანობა, ❌ გარდა:

🤸‍♀️⛹️‍♂️სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისა/ჩატარებისა;

🏊‍♂️🏊‍♀️ სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურისა/აქტივობებისა;

29/05/2020

🆘 დამტკიცდა სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციები:
✅ზოგადი სახის 💬
✅სამშენებლო სექტორისთვის 🧱🧱🧱
✅მომსახურების/საოფისე საქმიანობისთვის 👨‍🌾👩‍💻👨‍💻
✅სამთო-მოპოვებითი სექტორისთვის, წარმოებისა და დამამუშავებელი მრეწველობისთვის ⚒👷‍♀️👷‍♂️
✅ელექტროენერგიის მიწოდების, წყლის დაგროვება/დამუშავება/განაწილებისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით 💡
✅სოფლის მეურნეობისათვის 🌿🐓
✅მიტანის მომსახურების (ე.წ. „დელივერი სერვისი“/„საკურიერო სერვისი“) საქმიანობებისთვის 🛵
✅სილამზის სალონებისა და ესთეთიკური მედიცინის ცენტრებისთვის 💅💇‍♀️💇‍♂️
✅უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლაბორატორიებისა და საგამოცდო ცენტრებისთვის 👩‍🔬👨‍🏫
✅საცალო და საბითუმო ვაჭრობისათვის 🛒
✅ავტოტექმომსახურებისათვის 🚗🚘
✅პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის 🤼‍♂️🤸‍♀️
✅პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის 👨‍🍳👩‍🔧
✅ტურ-ოპერატორების და გიდებისთვის 🌅🕌
✅სასტუმროებისთვის და ღია/დახურული ტიპის აუზებისთვის 🏊‍♂️
✅საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის 🍟🍕🍽
✅სავაჭრო მოლებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის;
ბაზრობებისთვის 🛍🛒
✅მუნიციპალური ტრანსპორტისთვის 🚌 🚌

დამტკიცებული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ კომენტარებში მითითებულ ლინკზე

29/05/2020

📌 2020 წლის 1 ივნისიდან

✅დაშვებული იქნება ყველა ეკონომიკური საქმიანობა, ❌ გარდა:

➡️ რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვებით მომსახურებისა, რომელიც ხორციელდება დახურულ სივრცეში;

➡️ სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისა/ჩატარებისა;

➡️ სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურისა/აქტივობებისა;

➡️ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობისა;

24/05/2020

კომპენსაცია თვითდასაქმებულებისათვის (ნაწილი 3)

❗️❗️❗️იმ თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში,
ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე, არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა.

ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
➡️ სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
➡️ საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო
ტელეფონი);
➡️ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
➡️ ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში მისი შემოსავლის წყაროს შესახებ;
➡️ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმეტი;

📝 უწყებათაშორისი კომისია იღებს გადაწყვეტილებას კომპენსაციის გაცემა/არ გაცემისსაკითხზე.

🔵დადებითი პასუხის შემთხვევაში - კომისიის გადაწყვეტილებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საგენტო უზრუნველყოფს განმცხადებლისათვის კომპენსაციის თანხის ჩარიცხვას განცხადებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

🔵უარყოფითი პასუხის შემთხვევაში - სააგენტო გადაწყვეტილების მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აწვდის ინფორმაციას
კომპენსაციის გაცემაზე უარის შესახებ.

📎ელექტრონული განაცხადის შესავსები ფორმა იხილეთ ბმულზე: https://compensation.moh.gov.ge

24/05/2020

📌კომპენსაცია თვითდასაქმებულებისათვის (ნაწილი 2)

📝 შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულებისათვის კომპენსაციის
მიღება იქნება უფრო გამარტივებული

✅შემოსავლების სამსახური იდენტიფიცირებას გაუკეთებს შესაბამის
➡️მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს
➡️მეწარმე ფიზიკურ პირებს
➡️პირებს, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას
➡️ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებს
➡️ინდივიდუალური მეწარმეებს

❗️აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის გახსნილია ელექტრონული განაცხადის ფორმა, სადაც კომპენსაციის
მიღების მიზნით ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:
🔵 სასახელი, გვარი და პირადი ნომერი
🔵 საკონტაქტო მონაცემები
🔵 საბანკო რეკვიზიტები

📍 პირის მიერ ელექტრონული განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში
სააგენტო საკომპენსაციო თანხას რიცხავს პირის მიერ მითითებულ მის საბანკო ანგარიშზე.

📎ელექტრონული განაცხადის შესავსები ფორმა იხილეთ ბმულზე: https://compensation.moh.gov.ge

24/05/2020

კომპენსაცია თვითდასაქმებულებისათვის (ნაწილი 1)

📍 თვითდასაქმებულად ითვლება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებით დასაქმებულისა.

💲 თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მოცულობა განსაზღვრულია ერთჯერადად 300 ლარის
ოდენობით.

📎კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია დასტურდებოდეს, რომ ეს პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი.

თვითდასაქმებული პირები იყოფიან 2 კატეგორიად:
🔴 ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში;
🔴 ფიზიკური პირები, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში.

📌 თვითდასაქმებულთა კატეგორიების მიხედვით, დაფინანსების მიღება სხვადასხვანაირად მიიღწევა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას წარმოგიდგენთ მომდევნო პოსტებში

23/05/2020

🆘 2020 წლის 23 მაისიდან ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე საშეღავათო პერიოდი გაუქმდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N181 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, რომლის მიხედვითაც, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, შეჩერდა
➡️გარკვეული ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (მათ შორის და არა მხოლოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში) ჩადენისათვის დაკისრებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმის ან/და საურავის გადახდის ვადები.

📌იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის 23 მაისს გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა განახლდა ჯარიმის ან/და საურავის გადახდის ვადები.
ჯარიმის გადახდის ვადა 30 კალენდარული დღეა

P.S. დღეიდან აითვლება ჯარიმის/საურავის გასაჩივრების 10 დღიანი ვადა, რაც აჩერებს ჯარიმის/საურავის გადახდის ვადას

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Nana Natroshvili's Law Page posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share