ვახტანგიშვილი-მაქაცარია საადვოკატო ოფისი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ვახტანგიშვილი-მაქაცარია საადვოკატო ოფისი

ვახტანგიშვილი-მაქაცარია საადვოკატო ოფისი კვალიფიკაციური საადვოკატო მომსახურება სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში

გაგიწევთ იურიდიულ კონსულტაციასა და მომსახურებას სამოქალაქო,ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.კონფიდენციალურობა გარანტირებულია.გისურვებთ წარმატებებს.

კიდევ ერთი გამარჯვება ვახტანგიშვილი-მაქაცარიას საადვოკატო ოფისისგან!მცხეთის რაიონულ სასამართლოში წარმატებით დასრულდა 3-წ...
13/08/2026

კიდევ ერთი გამარჯვება ვახტანგიშვილი-მაქაცარიას საადვოკატო ოფისისგან!

მცხეთის რაიონულ სასამართლოში წარმატებით დასრულდა 3-წლიანი სასამართლო დავა, მოსარჩელე ლ.გ.-ს სასარგებლოდ.

სწორად შემუშავებული და თანმიმდევრულად განხორციელებული სამართლებრივი სტრატეგიის ფარგლებში ჩატარდა 10-მდე სასამართლო პროცესი. ასევე, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დროულად და სწორად აღძრული სისხლის სამართლის საქმე და გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, რომელთა ურთიერთშეჯერებამ და სასამართლოში სათანადო წარდგენამ საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები დაადასტურა.

დავის შედეგად სასამართლომ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და ლ.გ.-ს დაუბრუნდა მისი კუთვნილი უძრავი ქონება.

საქმის ფარგლებში დადგინდა, რომ აღნიშნული ქონება, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული, თავდაპირველად დაფარული გარიგების საფუძველზე გაფორმებული ნასყიდობისა და გამოსყიდვის ხელშეკრულებით გადაეცა ფიზიკურ პირს ლ.ა.-ს. შემდგომში ქონება აუქციონზე იქნა რეალიზებული, რომლის შედეგებიც გაბათილდა.

ამის შემდეგ ქონება გასხვისდა არაკეთილსინდისიერ შემძენ კ.ბ.-ზე, რომელიც, თავის მხრივ, ლ.გ.-სა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლებას ან 120 000 ლარს ითხოვდა ქონების სანაცვლოდ.

საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი როგორც ნასყიდობისა და გამოსყიდვის ხელშეკრულება, ასევე ქონების შემდგომ არაკეთილსინდისიერ შემძენზე გასხვისების გარიგება.

უძრავი ქონება დაუბრუნდა მის პირვანდელ მესაკუთრეს.

ეს საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორად დაგეგმილი სამართლებრივი სტრატეგია, საქმის დეტალური შესწავლა და მტკიცებულებების სათანადოდ გამოყენება სამართლებრივი შედეგის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია.

კიდევ ერთი წარმატებული საქმე  ვახტანგიშვილი & მაქაცარიას საადვოკატო ოფისისგანქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაც...
21/05/2026

კიდევ ერთი წარმატებული საქმე ვახტანგიშვილი & მაქაცარიას საადვოკატო ოფისისგან

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივარი, რომელიც 70 000 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უსაფუძვლობას შეეხებოდა.

სასამართლომ სრულად გაიზიარა სააპელაციო საჩივარი და ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა სამართალდარღვევის არ არსებობის გამო.

აღნიშნულ საქმეში აპელანტის ინტერესებს იცავდა ვახტანგიშვილი & მაქაცარიას საადვოკატო ოფისის იურისტი შოთა მაქაცარია.

#იურისტი #ადმინისტრაციულისამართალი #სააპელაციოსასამართლო

22/03/2026

👨👧👦 როდის არის საჭირო მამობის დადგენა სასამართლოს გზით?

ჩვენს პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც ბიოლოგიური მამა ვერ ახერხებს სამართლებრივად აღიაროს თავისი, როგორც მამის, სტატუსი — სწორედ ასეთ შემთხვევაში ხდება საჭირო სასამართლოს ჩართვა.

⚖️ მამობის დადგენის საქმე განიხილება, როცა:

– ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემები საერთოდ არ არის მითითებული;

– დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებულია არაბიოლოგიური მამა;

– ბიოლოგიური მამა ითხოვს მამობის სამართლებრივ დადგენას, მაგრამ მეორე მხარე უარს აცხადებს;

– საჭიროა ჩანაწერის გასწორება და ბავშვის იურიდიული სტატუსის მოწესრიგება.

მამობის დადგენა მნიშვნელოვანია ბავშვის იდენტობის, გვარის, მემკვიდრეობის, მოქალაქეობის,
ალიმენტის და სხვა ძირითადი უფლებების უზრუნველსაყოფად.

📩 დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებაში
☎️ +995 571 77 51 13

09/03/2026

რა არის ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით და რა რისკები ახლავს მას?!

ნასყიდობას გამოსყიდვის უფლებით წარმოადგენს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც პირი ყიდის ქონებას, მაგრამ მას რჩება უფლება შეთანხმებულ ვადაში გადახდილი თანხის უკან დაბრუნების სანაცვლოდ დაიბრუნოს გაყიდული უძრავი ქონება.

ხშირ შემთხვევაში ასეთი ხელშეკრულება გამოიყენება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესანიღბად და წარმოადგენს დაფარულ გარიგებას.

⚖️ მთავარი რისკი მდგომარეობს იმაში, რომ თუ დათქმულ ვადაში თანხას ვერ დააბრუნებთ, მეორე მხარეს შეუძლია საჯარო რეესტრში გააუქმოს თქვენი საკუთრების უფლება და თავად გახდეს ქონების მესაკუთრე.

⚖️ თითოეული საქმე ინდივიდუალურ სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს.

📩 დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებაში
☎️ +995 571 77 51

#იურისტი #ადვოკატი #სამოქალაქოსამართალი #ადმინისტრაციულისამართალი #სესხი #იპოთეკა

24/02/2026

როგორ ხდება განქორწინება საქართველოში?

განქორწინება შესაძლებელია როგორც მხარეთა შეთანხმებით, ისე სასამართლოს გზით — თუ არსებობს დავა ქონებაზე, ალიმენტზე ან ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებზე.

⚖️ თითოეული საქმე ინდივიდუალურ სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს.

📩 დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებაში
☎️ +995 571 77 51 13

Address

აღმაშენებლის ხეივანი 66ბ
Tbilisi
0159

Telephone

+995571775113

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ვახტანგიშვილი-მაქაცარია საადვოკატო ოფისი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ვახტანგიშვილი-მაქაცარია საადვოკატო ოფისი:

Shortcuts

Share