CLC

CLC იურიდიული კომპანია

08/12/2020

დღეს, როდესაც ერთმანეთის დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სქროლის გუნდსაც გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში.

დეკემბერის თვეში, თბილისში, ბათუმსა და რუსთავში, ჩვენი საოპერაციო გუნდის მძღოლები თავიანთი მანქანებით ყველა იმ ადამიანს დაეხმარებიან ტვირთის გადატანაში, ვინც საქველმოქმედო აქტივობებს აორგანიზებს იმ ოჯახებისთვის და ადამიანებისთვის ვისაც დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

თუ ფიქრობ, რომ ჩვენ დღეს შენი დახმარება შეგვიძლია, გაგვაგებინე ერთი დღით ადრე, შეავსე ეს მარტივი ფორმა ან გაუზიარე მას ვისაც ეს ჭირდება: https://bit.ly/Scrolltohelp

27/11/2020

დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებული შესაძლო კითხვები

▶ გადაადგილება

🔴 1. იზღუდება თუ არა საქალაქთაშორისო მიმოსვლა?

დიახ, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე, იზღუდება მგზავრთა რეგულარული გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით), ასევე რკინიგზით.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით.

🔴 2. შესაძლებელია თუ არა კერძო კომპანიამ თანამშრომელთა საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება პერიოდულად განახორციელოს?

დიახ, შესაძლებელია.

🔴 3. შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება?

დიახ, მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსებით გადაადგილება დაშვებულია 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე, სპეციალური ნებართვების გარეშე.

🔴 4. შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო გადაადგილება?

დიახ, მსუბუქი ავტომობილით ან ტაქსით საქალაქთაშორისო გადაადგილება დასაშვებია სპეციალური ნებართვის გარეშე.

🔴 5. ჩერდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტი?

ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ზუგდიდის, ქ. ფოთის, ქ. თელავის საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა სრულად შეჩერებულია 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 16 იანვრამდე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს შაბათს და კვირას, 16 იანვრიდან-31 იანვრის ჩათვლით.

🔴 6. იკრძალება თუ არა ტაქსით გადაადგილება დღის საათებში?

ტაქსით გადაადგილება 05:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე დაშვებულია.

🔴 7. ძალაშია თუ არა აკრძალვა ღამის საათებში გადაადგილების შესახებ?

დიახ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის 21:00-დან, 1 იანვრის 05:00 საათამდე და შობის ღამე - 6 იანვრის 21:00 საათიდან, 7 იანვრის 05:00 საათამდე, რა დროსაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.

🔴 8. იზღუდება თუ არა სათხილამურო კურორტებზე (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება?

დიახ, იზღუდება.

🔴 9. დიდ ქალაქებში დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება თუ არა სოფლებზე და მომიჯნავე დაბა/დასახლებებზე?

მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, კვების ობიექტების, ფიტნესკლუბების და აუზების საქმიანობის შეზღუდვა.

დიდ ქალაქებში დაწესებული სხვა შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული ქალაქების საზღვრებში.

🔴 10. შესაძლებელია თუ არა 28 ნოემბრამდე მიღებული საშვის საფუძველზე გადაადგილება?

დიახ, 9 ნოემბრიდან გაცემული ნებართვები კვლავ ძალაშია.

🔴 11. აკრძალულია თუ არა 70 წელს გადაცილებულ პირთა გადაადგილება?

აკრძალული არ არის. რეკომენდებულია 70 წელს გადაცილებულმა პირებმა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

▶ ეკონომიკური საქმიანობა

🔴12. რა რეგულაციებია რესტორნებსა და კვების ობიექტებთან დაკავშირებით?

რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის/გატანის სერვისზე. დასაშვებია:

🔹 პროდუქტის გატანა - ე.წ. takeaway

🔹 მიტანის სერვისი - ე.წ. „დელივერი“

🔹 ავტომობილით გატანა - ე.წ. „დრაივი“

🔴13. რომელ სავაჭრო ობიექტებს ეხება შეზღუდვა?

ყველა სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს მხოლოდ დისტანციურად - ადგილზე მიტანის/ადგილიდან გატანის სერვისით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე.

ეს შეზღუდვა არ ეხება:

🔹 სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას;

🔹 ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;

🔹 სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;

🔹 პრესის ჯიხურებს.

🔴 14. იზღუდება თუ არა სავაჭრო ობიექტების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით?

არა. იზღუდება მხოლოდ ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში.

🔴 15. იხურება თუ არა ბაზრები და ბაზრობები?

ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში ყველა ტიპის ღია და დახურული ბაზრები/ბაზრობები გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

აგრარული ბაზრები/ბაზრობები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.

🔴 16. ეხება თუ არა აკრძალვა ფიტნესდარბაზებსა და საცურაო აუზებს?

ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება ჩერდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

🔴 17. აგრძელებენ თუ არა ფუნქციონირებას სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები?

სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.

🔴 18. დასაშვებია თუ არა საკურიერო მომსახურება, ე.წ „დელივერი სერვისი“?

ე.წ. „დელივერი სერვისი“ დასაშვებია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

🔴 19. არის თუ არა შესაძლებელი საკურიერო მომსახურების განხორციელება 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე პერიოდში?

საკურიერო მომსახურების განსახორციელებლად გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაში.

🔴 20. აგრძელებენ თუ არა მუშაობას ბანკები/სავალუტო ჯიხურები/მიკროსაფინანსო ორგანიზაციები?

ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სავალუტო ჯიხურების ფუნქციონირება არ იზღუდება.

🔴 21. შესაძლებელია თუ არა კვების ობიექტებზე ადგილზე მისვლა და საკვების გატანა?

დაშვებულია კვების ობიექტებიდან პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway. კერძოდ, მომხმარებლის კვების ობიექტის შენობაში შესვლა და პროდუქტის გატანა.

▶ სასწავლო პროცესი

🔴 22. რა სახის რეგულაცია ვრცელდება სკოლებზე, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებზე?

ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (სამედიცინო პროგრამების გარდა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

🔴 23. შესაძლებელია თუ არა ტრენინგების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება მონაწილეთა ფიზიკური დასწრებით?

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

🔴 24. დასაშვებია თუ არა კულტურულ/სპორტული ღონისძიებები?

კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. გასართობი ღონისძიებების ჩატარება იზღუდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

🔴 25. ვრცელდება თუ არა აკრძალვები სახელოვნებო და სპორტულ წრეებზე?

დიახ, სახელოვნებო, სპორტული წრეები და სტუდიები აჩერებენ მუშაობას ქვეყნის მასშტაბით.

🔴 26. აგრძელებენ თუ არა მუშაობას საბავშვო ბაღები?

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

▶ სამთო სათხილამურო კურორტები

🔴 27. იზღუდება თუ არა გადაადგილება სამთო კურორტებზე?

ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში იკრძალება 21:00 სთ -დან 05:00 სთ-მდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

🔴 28. დამატებით რა შეზღუდვები წესდება ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში?

აღნიშნულ კურორტებზე სასტუმროები ფუნქციონირებენ მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობისთვის.

იზღუდება სათხილამურო ტრასების და საბაგიროების ფუნქციონირება. არ ფუნქციონირებენ კვების ობიექტები.

▶ სხვა კითხვები

🔴 29. რა სანქციაა გათვალისწინებული დაწესებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში?

დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 10 000 ლარით.

🔴 30. როდის შედის ძალაში დაწესებული შეზღუდვები?

შეზღუდვები ამოქმედდება 2020 წლის 28 ნოემბრიდან.

13/06/2020

პირბადის ტარების წესის დარღვევა

1. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის

დარღვევა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.

2. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება −

გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.

3. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა −

გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

4. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა −

გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ პირბადის ტარების წესს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.“.

Scroll უკვე ბათუმშია!🛴👏
10/06/2020

Scroll უკვე ბათუმშია!🛴👏

დადგა ეს ბედნიერი დღე და სქროლი ბათუმშია! 🌴
Batumi, we are so excited to finally meet you! ☀️

იურიდიული კომპანია CLC გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🎉🎉🎊🎊
26/05/2020

იურიდიული კომპანია CLC გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🎉🎉🎊🎊

24/05/2020

🔴🔵 რომელი შეზღუდვები მოიხსნება და რომელი დარჩება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ

მოიხსნა შემდეგი შეზღუდვები:

🔵 მოიხსნა ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა, გარდა ტაქსით გადაადგილებისა.

🔵 მოიხსნა ე.წ. კომენდანტის საათი.

🔵 დაშვებული გახდა ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

✖️ რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურებისა;

✖️ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობისა (დასაშვებია „ონლაინ“);

✖️ სავაჭრო ცენტრებისა (ე. წ. მოლები) და ბაზრობების ფუნქციონირებისა (გარდა ღია ტიპის აგრარული ბაზრობებისა);

✖️ სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარებისა;

✖️ სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობებისა;

✖️ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობისა.

🔵 დასაშვები გახდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეკრება და მანიფესტაცია.

🔵 დასაშვები გახდა უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად (ფიზიკურად), ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

🔵 გადაადგილების ასაკობრივი შეზღუდვა 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის გახდა სარეკომენდაციო ხასიათის.

🔵 მოიხსნა სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა.

დარჩენილი შეზღუდვები:

🔴 შეზღუდული რჩება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა (ჩარტერული რეისები ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით).

🔴 შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა.

🔴 შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით.

ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და დასაშვებია მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა, რომლებიც უნდა ისხდნენ მძღოლის უკან.

🔴 ძალაში რჩება სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების ვალდებულება.

🔴 სკოლებმა და უნივერსიტეტებმა სასწავლო პროცესი უნდა განაგრძონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.

🔴 ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით.

🔴 კულტურული ღონისძიების ჩატარება დაშვებულია მხოლოდ დისტანციური ფორმით.

🔴 შეზღუდული რჩება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა.

🔴 იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.).

🔴 დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე.

🔴 შეზღუდული დარჩა შემდეგი ეკონომიკური საქმიანობები:

✖️ რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;

✖️ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა (დასაშვებია „ონლაინ“);

✖️ სავაჭრო ცენტრები (ე. წ. მოლები) და ბაზრობები (გარდა ღია აგრარული ბაზრობებისა);

✖️ სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება;

✖️ სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობები;

✖️ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა.

🔴 ეკონომიკური საქმიანობები, გარდა გამონაკლისებისა, უნდა განხორციელდეს დისტანციურად, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან, თუმცა ოფისში არაუმეტეს 10 პირის დაშვებით.

🔴 სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

🔴 ყველა ეკონომიკური საქმიანობა უნდა განხორციელდეს, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

🔴 საკარანტინო ზონებად რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, ასევე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

სასიამოვნოა, როდესაც ეკო-მეგობრული ელექტრო სკუტერების გაზიარების კომპანია Scroll შენთან თანამშრომლობას ირჩევს. 🛴🛴🛴
18/05/2020

სასიამოვნოა, როდესაც ეკო-მეგობრული ელექტრო სკუტერების გაზიარების კომპანია Scroll შენთან თანამშრომლობას ირჩევს. 🛴🛴🛴

ელექტრო სკუტერების ყველაზე მასშტაბური გაზიარების სერვისი საქართველოში ჩვენ ვართ ქართული სტარტაპი, რომელმაც დ.....

Address

ს. ცინცაძე ქ
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 20:00
Sunday 10:00 - 20:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when CLC posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share