შპს "აუთსორს ჯგუფი" • LTD „Outsource Group”

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • შპს "აუთსორს ჯგუფი" • LTD „Outsource Group”

შპს "აუთსორს ჯგუფი"  • LTD „Outsource Group” იურიდიული მომსახურება

27/06/2024

🔊 მოგვწერეთ თქვენი პრობლემის შესახებ და მიიღეთ უფასო იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ საკითხზე 👇🏻

⚖️სისხლის სამართალი.
⚖️სამოქალაქო სამართალი.
⚖️ადმინისტრაციული სამართალი.
⚖️კორპორატიული მომსახურება
იურიდიული პირებისთვის.

ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს ✅

☎️ 577963090 WhatsApp/Viber
Email: [email protected]

11/12/2023

🔉დამსაქმებლების მხრიდან ხშირად აქვს ადგილი დასაქმებულების უსაფუძვლოდ გათავისუფლებას დაკავებული თანამდებობიდან, რითაც აშკარად არღვევენ დასაქმებულთა უფლებებს.

👉იმისათვის, რომ გაარკვიოთ კანონის ფარგლებში განხორციელდა თუ არა თქვენი გათავისუფლება სამსახურიდან, ჩვენ გთავაზობთ:👇

⚖ უფასო იურიდიულ კონსულტაციას შრომის სამართალში.
⚖ თქვენი დარღვეული უფლებების დაცვას სასამართლოში.

დაიცავით თქვენი უფლებები შპს "აუთსორს ჯგუფი" • LTD „Outsource Group”-თან ერთად!

☎️ 599945030 WhatsApp/Viber
Email: [email protected]

22/11/2023

🏠 უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია 👇

👉 უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში✅

👉 საკუთრების უფლება წარმოშობილად ითვლება საჯარო რეესტრის მიერ ამ უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემის მომენტიდან (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან)✅

👉 უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან, მესაკუთრე უფლებამოსილია უძრავი ნივთი განკარგოს მისი შეხედულებისამებრ (გაასხვისოს, იპოთეკით დატვირთოს და ა.შ.)✅

საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფასური: 👇

👉 საკუთრების უფლების რეგისტრაცია - 4 სამუშაო დღეში - 50 ლარი;✅
👉 საკუთრების უფლების რეგისტრაცია - 1 სამუშაო დღეში - 150 ლარი;✅
👉 საკუთრების უფლების რეგისტრაცია - იმავე დღეს - 200 ლარი;✅

☎️ 599945030 WhatsApp/Viber
Email: [email protected]

22/11/2023

🔉გაინტერესებს როგორ ნაწილდება მემკვიდრეობით მისაღები ქონება, ვინ არიან პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეები? 📚

🔉ანდერძის შემთხვევაში როგორ ნაწილდება ქონება და რა წესები მოქმედებს ქონების ჩუქების შემთხვევაში? 📚

👉 შპს "აუთსორს ჯგუფი" • LTD „Outsource Group”-ი გთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაცია👌

დაგვიკავშირდით 24/7 🕰️

☎️ 599945030 WhatsApp/Viber
Email: [email protected]

26/10/2023

⚖️სისხლის სამართალი

📚შპს "აუთსორს ჯგუფი" • LTD „Outsource Group” კლიენტებს ემსახურება საერთო სპეციალიზაციის, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატების მეშვეობით, რაც განაპირობებს კლიენტისთვის ნებისმიერი კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაულზე კვალიფიციური იურიდიული მომსახურების გაწევას.

👉ნებისმიერი ბრალდებული უფლებამოსილია, ჰყავდეს ადვოკატი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასა და სასამართლო განხილვის ეტაპზე, რაშიც ჩვენი კომპანია გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:

- საგამოძიებო მოქმედების ჩატარება;✅

- ადვოკატის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა;✅

- ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, ასევე მსჯავრდებულის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში - სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში ადვოკატთან პაემანი შეუზღუდავი დროით;✅

- საგამოძიებო ორგანოებიდან მტკიცებულებების გამოთხოვა;✅

- მოწმეების მოძიება და მათი გამოკითხვა;✅

- სასამართლო პროცესებზე კლიენტის ინტერესების დაცვა;✅

- საჭიროების შემთხვევაში, კლიენტის უზრუნველყოფა თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე;✅

- მტკიცებულებების მოპოვება და საგამოძიებო ორგანოსთვის ან სასამართლოში წარდგენა;✅

- ბრალდებულთან, მსჯავრდებულთან და მათ ოჯახის წევრებთან აქტიური კომუნიკაცია საქმის მიმდინარეობის შესახებ;✅

- სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა და მათი ასლების მოპოვება;✅

- შესავალი და დასკვნითი სიტყვის მომზადება;✅

- კლიენტის ინტერესების/უფლებების დაცვა სამივე ინსტანციის სასამართლოში;✅

- უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა და სასამართლოში საქმის წარმოება;✅

- უშუალოდ კლიენტის მონაწილეობა ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;✅

- გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრება კანონით დადგენილი წესით;✅

- და კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;✅

👉 შპს "აუთსორს ჯგუფი" • LTD „Outsource Group”-ი გთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას👌

👉საჭიროების შემთხვევაში კი დავიცავთ თქვენს უფლებებს✅

დაგვიკავშირდით 24/7 🕰️

☎️ 577963090 WhatsApp/Viber
Email: [email protected]

27/07/2023

სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება‼️

📚რა სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება შეგიძლიათ, თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაგათავისუფლეს⁉️

➡️დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე;✅

➡️დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი;✅

➡️დასაქმებულს უფლება აქვს, დამსაქმებლის წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;✅

➡️სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით;✅

➡️დასაქმებულს უფლება აქვს, პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც; ✅

🔉ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დავიცვათ თქვენი დარღვეული უფლებები‼️

👉 დაგვიკავშირდით 24/7❗️

☎️ 577963090 WhatsApp/Viber
Email: [email protected]

16/06/2023

ოჯახში ძალადობა❗️

🔉ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლებების დარღვევას უგულვებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

➡️ქართული კანონმდებლობა ოჯახის წევრის საკმოდ ვრცელ ჩამონათვალს გვთავაზობს, კერძოდ, ოჯახის წევრად ოჯახში ძალადობის დროს ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ასევე, პირი, რომელთანაც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს არასრულწლოვანი, რომელზე ზრუნვისა და რომლის კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულებაც დაეკისრა აღნიშნულ პირს იმავე სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების საფუძველზე.

🔉არსებობს ძალადობის შემდეგი ფორმები:

➡️ფიზიკური ძალადობა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;

➡️ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივის და ღირსების შელახვას;

➡️სექსუალური ძალადობა - სექსუალური კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;

➡️ეკონომიკური ძალადობა - ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებლით და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრების და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

➡️იძულება - ადამინის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

➡️უგულვებელყოფა - მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს ან/და კანონიერ წარმომადგენელს აქვს სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე;

👉 ოჯახში ძალადობის დროს მოძალადე არის პირი, რომელიც ახორციელებს ძალადობას, ხოლო მსხვერპლი არის პირი, ვის მიმართაც ხორციელდება ძალადობა;

🔉მოქმედი კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის გამოვლენის და აღკვეთის მიზნით ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ, სამოქალაქო სამართლებრივ და ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მექანიზმებს.

📚სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოძალადის მიმართ ძალადობის სავადაუდო ფაქტზე, რასაც შედეგად შესაძლოა მოჰყვეს პატიმრობა.

📚სამოქალაქო სამართლებრივი მექანიზმები გულისხმობს მსხვერპლის უფლებას მოითხოვოს ძალადობის შედეგად მოძალადის მიერ მისთვის მიყენებული მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურება.

📚ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მექანიზმები ითვალისწინებს მოძალადისათვის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვას ან აკრძალვას, რაც ხორციელდება შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემით.

➡️შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. შემაკავებელი ორდერი მოქმედებს გამოცემიდან 1 თვემდე ვადით.

➡️დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. სასამართლოსთვის დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე მიმართვის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. დამცავი ორდერი მოქმედებს გამოცემიდან 6 თვემდე ვადით.

🔉ნუ იქნები ოჯახში ძალადობის მსხვერპლი‼️

👉 დაგვიკავშირდით 24/7❗️

☎️ 577963090 WhatsApp/Viber
Email: [email protected]

16/06/2023

პრობლემური სესხები

🔉შპს "აუთსორს ჯგუფი"  • LTD „Outsource Group”-ი გთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას საოჯახო სამართალში, კერძოდ: 👇👉 გან...
08/06/2023

🔉შპს "აუთსორს ჯგუფი" • LTD „Outsource Group”-ი გთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას საოჯახო სამართალში, კერძოდ: 👇

👉 განქორწინება;✅
👉 ქორწინების ბათილად ცნობა;✅
👉 მეუღლეთა ქონების/თანასაკუთრების გაყოფა;✅
👉 ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება;✅
👉 მეუღლეთა ურთიერთრჩენის ვალდებულება;✅
👉 ბავშვის მამობის დადგენა;✅
👉 მარტოხელა მშობლის სტატუსი;✅
👉 მშობლების უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ;✅
👉 სხვა საკითხები, რომელბიც უკავშირდება ოჯახს;✅

📚საჭიროების შემთხვევაში ჩავერთვებით და დავიცავთ თქვენს უფლებებსა და ინტერესებს სასამართლოში; ⚖️

☎️ 599945030 WhatsApp/Viber
Email: [email protected]

🔉შპს "აუთსორს ჯგუფი" • LTD „Outsource Group”-ი გთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას საოჯახო სამართალში, კერძოდ: 👇

👉 განქორწინება;✅
👉 ქორწინების ბათილად ცნობა;✅
👉 მეუღლეთა ქონების/თანასაკუთრების გაყოფა;✅
👉 ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება;✅
👉 მეუღლეთა ურთიერთრჩენის ვალდებულება;✅
👉 ბავშვის მამობის დადგენა;✅
👉 მარტოხელა მშობლის სტატუსი;✅
👉 მშობლების უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ;✅
👉 სხვა საკითხები, რომელბიც უკავშირდება ოჯახს;✅

📚საჭიროების შემთხვევაში ჩავერთვებით და დავიცავთ თქვენს უფლებებსა და ინტერესებს სასამართლოში; ⚖️

☎️ 577963090 WhatsApp/Viber
Email: [email protected]

🔊 მოგვწერეთ თქვენი პრობლემის შესახებ და მიიღეთ უფასო იურიდიული  კონსულტაცია ნებისმიერ საკითხზე 👇🏻⚖️სისხლის სამართალი. ⚖️...
30/03/2022

🔊 მოგვწერეთ თქვენი პრობლემის შესახებ და მიიღეთ უფასო იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ საკითხზე 👇🏻
⚖️სისხლის სამართალი.
⚖️სამოქალაქო სამართალი.
⚖️ადმინისტრაციული სამართალი.
⚖️კორპორატიული მომსახურება
იურიდიული პირებისთვის.
ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს ✅
☎️ 577963090 WhatsApp/Viber
Email: [email protected]

🔊 მოგვწერეთ თქვენი პრობლემის შესახებ და მიიღეთ უფასო იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ საკითხზე 👇🏻

⚖️სისხლის სამართალი.
⚖️სამოქალაქო სამართალი.
⚖️ადმინისტრაციული სამართალი.
⚖️კორპორატიული მომსახურება
იურიდიული პირებისთვის.

ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს ✅

☎️ 577963090 WhatsApp/Viber
Email: [email protected]

31/01/2022

ხვალიდან, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედდება.

Address

Tbilisi

Telephone

+995599945030

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შპს "აუთსორს ჯგუფი" • LTD „Outsource Group” posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to შპს "აუთსორს ჯგუფი" • LTD „Outsource Group”:

Share

Category