04/12/2023
🆘🆘🆘რა უნდა იცოდეთ,თუ თქვენი ახლო ნათესავი ბრალდებული/მსჯავრდებული პირია?
☑️ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს თავის ახლო ნათესავებთან ხანმოკლე პაემნის უფლება.
☑️პირები, რომლებთანაც შეუძლია ბრალდებულს\მსჯავრდებულს მოკლე პაემნით სარგებლობა ⬇️
•შვილი •მეუღლე •პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს •მშობელი •მშვილებელი •დედინაცვალი, •მამინაცვალი •მეუღლის მშობელი •გერი, •ნაშვილები და მისი შთამომავალი, •შვილიშვილი •და •ძმა •დისწული •ძმისწული და მათი შვილები •ბებია •პაპა •ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან) •ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), •დეიდა •მამიდა •ბიძაშვილი •დეიდაშვილი, მამიდაშვილი •აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში.
🔈აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.
🔊🔊🔊პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, წახალისების ფორმით ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც წინამდებარე ჩამონათვალით გათვალისწინებული არ არის.
კონსულტაციისათვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით
📞574 398 118