26/12/2023
იმ ადამიანების საყურადღებოდ ვისაც სესხებზე პრობლემა აქვს!!
მეგობრებო აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ბანკები ხშირად მოვალეებს უჩივიან ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ და მეორე მხარის მიერ სარჩელის არ ჩაბარების ან პროცესზე გამოუცხადებლობის გამო მოსამართლე იღებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ არადა ამ დროს შესაძლებელია მოვალის სესხი ხანდაზმულია (ანუ სესხის დარღვევის დღიდან გასულია 3 წელი) და სასამართლო მოვალემ მოიგოს.
ამიტომ ვისაც გგონიათ, რომ თუ სასამართლოში არ გამოცხადდებით ან სარჩელს არ ჩაიბარებთ ეს თქვენთვის კარგი იქნება, თქვენ ცდებით.