19/06/2022
🟠 კომპანია ‘’ჯი-ქეი პარტნიორ ჯგუფის” საუკეთესო შემოთავაზება.🔊
🏘 🔑 ჩვენ თქვენი სამშენებლო პროექტების განხორციელებას მთლიანად უზრუნველვყოფთ.
🔸თუ თქვენ აშენებთ სააგარაკე თუ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს, საოჯახო ტიპის სასტუმროს, სასტუმროს ან სხვა კომერციული დანიშნულების ობიექტს, შეგიძლიათ პროექტი დროის და ფინანსური რესურსის მინიმალური დანახარჯით განახორციელოთ.
📚ჩვენ გვაქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას გავხდეთ თქვენი, როგორც მშენებლობის ნებართვის მაძიებელი პირის წარმომადგენელი და თქვენი ინტერესების შესაბამისად უზრუნველვყოთ, მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების, პირობების, ეტაპების გავლა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ვადების დარღვევის რისკის მინიმუმამდე შემცირება.
🏗🔎 ამასთანავე, შეგვიძლია უზრუნველვყოთ მშენებლობის მთელი პროცესის მონიტორინგი და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. რაც, თავის მხრივ, აგარიდებთ საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი” გათვალისწინებულ ფინანსურ ჯარიმებს.
👉 შემოთავაზებული მომსახურება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
✅ საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლება;
✅ მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადება ზუსტი საკადასტრო საზღვრების დასადგენად და შემდგომში ზუსტი სამეზობლო მიჯნის ზონების დასაცავად;
✅ მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისად;
✅ მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მომზადება;
✅ შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტის მომზადება;
✅ შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული პროექტის და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
✅ შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების პროექტი და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მომზადება (საჭიროების შემთხვევაში);
✅ მიწის ნაკვეთის ფუნქციური დანიშნულების ცვლილება (მიწის ნაკვეთის გადაყვანა სასოფლოდან, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად), საჭიროების შემთხვევაში;
✅ შენობა-ნაგებობის მდგრადობის შესახებ დასკვნის მომზადება (საჭიროების შემთხვევაში);
✅ მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის სამ სტადიანი ეტაპის გავლა მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოსთან, კერძოდ:
1) მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება;
2) არქიტექტურული პროექტის შეთანხმება;
3) მშენებლობის ნებართვის გაცემა;
✅ შეთანხმებული ნებართვის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადაში მთლიანი მშენებლობის პროცესზე ზედამხედველობა, მშენებლობის სანებართვო და საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
✅ საბოლოოდ დასრულებული შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების მიზნით ექსპლუატაციაში მიღება.
✅ ადმინისტრაციული დავის საქმის წარმოება მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოებში.
🔛 გარდა ამისა, ჩვენ გთავაზობთ წამომადგენლობას ნებისმიერ კერძო თუ საჯარო დაწესებულებებთან, თქვენთვის საჭირო დოკუმენტების სამართლებრივად მოწესრიგებისთვის (მაგ: უძრავი ქონების გაფორმება, მემკვიდრეობის მიღება, და ა.შ.), რომელიც თქვენთვის ბევრი დროის და რესურსის ხარჯვასთან არის დაკავშირებული.
დაგვიკავშირდით: 📞555 945 894
📞591 99 22 75