ადვოკატი ჭარბაძე-ჯანაძე Lawyer Tcharbadze-Janadze

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • ადვოკატი ჭარბაძე-ჯანაძე Lawyer Tcharbadze-Janadze

ადვოკატი ჭარბაძე-ჯანაძე  Lawyer Tcharbadze-Janadze ⚖️ სანდოობა | პროფესიონალიზმი | შედეგზე ორიენტირება

06/04/2026

📌 გჭირდებათ სასამართლოს გზით იურიდიული ფაქტის დადგენა?
თუ თქვენი უფლების რეალიზებისთვის აუცილებელია კონკრეტული ფაქტის სამართლებრივად დადასტურება, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია სასამართლოსთვის მიმართვა ⚖️
მე გთავაზობთ დახმარებას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის საქმეებზე 👩🏻‍⚖️📄
✅ რა ტიპის საქმეებზე შეგიძლიათ მომართვა:
🔹 ნათესაური კავშირის დადგენა;
🔹 კმაყოფაზე ყოფნის ფაქტის დადგენა;
🔹 მამობის დადგენა;
🔹 ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ფაქტის დადგენა;
🔹 შვილად აყვანის ფაქტის დადგენა;
🔹 დოკუმენტის კონკრეტული პირისადმი კუთვნილების დადგენა;
🔹 მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენა;
🔹 მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენა;
📍თუ დოკუმენტი დაკარგულია, ჩანაწერი არ არსებობს, მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთს ან თქვენი უფლების დასადასტურებლად სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო , მნიშვნელოვანია საქმე სწორად და პროფესიულად მომზადდეს.

💼 გთავაზობთ:
✔️ საქმის სამართლებრივ შეფასებას
✔️ განცხადების მომზადებას
✔️ საქმისთვის საჭირო მტკიცებულებების შეგროვებასა და სათანადოდ წარდგენას
✔️ სასამართლოში წარმომადგენლობას

📩 თუ გაქვთ მსგავსი საკითხი, მომწერეთ პირად შეტყობინებაში.
თქვენი ინტერესების დაცვა საჭიროებს სიზუსტეს, გამოცდილებას და სწორ სამართლებრივ მხარდაჭერას 🤝

🔍 გიფიქრია, რომ ვიდეოკამერამ შეიძლება შენი ბიზნესი დააზარალოს — და არა დაიცვას?📹💬 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა...
24/07/2025

🔍 გიფიქრია, რომ ვიდეოკამერამ შეიძლება შენი ბიზნესი დააზარალოს — და არა დაიცვას?
📹💬 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა არაერთი დარღვევა გამოავლინა ერთ-ერთ სილამაზის სალონში, სადაც კამერები არა მხოლოდ იღებდნენ, არამედ ისმენდნენ მომხმარებელს და თანამშრომლებს — თანაც ინფორმირების გარეშე.

⚠️ შედეგი? სერიოზული სამართლებრივი რისკი და შელახული რეპუტაცია.

📌 და ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმ მრავალი ბიზნესიდან, სადაც უსაფრთხოების მიზანი უხეშად ეჯახება მომხმარებლის პირად სივრცეს.

✅ რას გთავაზობთ მე, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი:
🔐 თქვენი ბიზნესის საქმიანობის სამართლებრივ გადახედვას
📄 პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკის შექმნას
📷 ვიდეომონიტორინგის კანონიერად გამართვას
🗣️ თანამშრომლების ინფორმირებისა და თანხმობის ფორმების მომზადებას
✅ და რაც მთავარია — გიცავთ დაჯარიმებისა და დავებისგან

👉 თუ გსურს, შენი ბიზნესი არ აღმოჩნდეს მსგავს პოსტებში,
📬 მომწერე და დავიწყოთ პერსონალური კონსულტაციით.

💼 Mariami Tcharbadze Legal Services – იურიდიული სერვისი, რომელიც რეალურად გიცავს.

#პერსონალურიმონაცემები #იურიდიულიკონსულტაცია #მონაცემთადაცვა #ვიდეომონიტორინგი

#სამსახურისგადაწყვეტილება

💇‍♀️💅პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა წარმოდგენილი შეტყობინებების საფუძველზე ერთ-ერთ სილამაზის სალონში განთავსებული ვიდეოკამერების მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება შეისწავლა.

🔸შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ სილამაზის სალონის შიდა სივრცეში განთავსებული კამერების მეშვეობით, ვიდეომონიტორინგი ხორციელდებოდა. სალონი ვიდეომონიტორინგის მიზნად თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოებასა და საკუთრების დაცვას ასახელებდა. ამასთან, ერთ-ერთი ვიდეოკამერის მეშვეობით, ვიდეომონიტორინგთან ერთად, დამატებით, აუდიომონიტორინგიც მიმდინარეობდა.

🔸სამსახურმა დაადგინა, რომ სილამაზის სალონის შიდა პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ხედვის არეალებში ექცეოდა თმის მოვლისა და ფრჩხილის ჰიგიენისთვის განკუთვნილი სივრცეები და თმის მოვლისთვის განკუთვნილი, იზოლირებულად განთავსებული ოთახების შესასვლელი სივრცეები. აღნიშნული ოთახების შიდა პერიმეტრის ნაწილი, კარის არარსებობის პირობებში, ვიდეოკამერების ხედვის არელში ექცეოდა.

🔸აღსანიშნავია, რომ სილამაზის სალონის შიდა სივრცე, სადაც ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობდა, ამავდროულად, დასაქმებული პირების სამუშაო ადგილს წარმოადგენს. სილამაზის სალონის თანამშრომლები სამუშაო სივრცეში ვიდეომონიტორინგის განხორციელების თაობაზე წერილობით არ იყვნენ ინფორმირებულნი.

❓ რა გადაწყვეტილება მიიღო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ნახეთ ვრცლად 👉 https://pdps.ge/ka/content/980/8263/gadawyvetileba-erT-erTi-silamazis-salonis-mier-videokamerebis-meSveobiT-personaluri-monacemebis-damuSavebis-kanonierebis-Seswavlis-Sesaxeb

23/07/2025

✅ პერსონალურ მონაცემთა დაცვის დოკუმენტური პაკეტი კომპანიებისთვის !
🔐 იცავს თუ არა თქვენი კომპანია პერსონალურ მონაცემებს კანონის შესაბამისად?
თუ ამ კითხვაზე პასუხი არ არის ერთმნიშვნელოვნად „დიახ“, მაშინ დროა, მოირგოთ სამართლებრივად გამართული დოკუმენტაცია!

💼 გთავაზობთ სრულ სამართლებრივ პაკეტს, რომელიც მოიცავს:
🔹პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
– დოკუმენტი, რომელიც განმარტავს რა მონაცემებს აგროვებს კომპანია, რა მიზნით, რამდენ ხანს და როგორ იცავს მათ.

🔹თანხმობის ფორმები მონაცემთა დამუშავებაზე
– სტანდარტული შაბლონები თანამშრომლების, მომხმარებლების ან პარტნიორებისათვის.

🔹თანამშრომელთა ინფორმირების ფორმები
– შეტყობინებები და შინაარსი იმისათვის, რომ თანამშრომლებმა იცოდნენ, როგორ და რატომ მუშავდება მათი მონაცემები.

🔹მონაცემთა დამუშავების რეესტრი (რეგისტრი)
– კომპანიის მიერ დასამუშავებელი მონაცემების ჩამონათვალი, მათი მიზნები, ვადები, საფუძველი და დამმუშავებელი პირები.

🔹პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) დანიშვნის ბრძანება (თუ კომპანია ვალდებულია)

🔹მესამე პირებთან (მაგ. IT კომპანია, სერვერული კომპანია) დადებული მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულებების შაბლონი

🔹მონაცემთა დარღვევის საპასუხო გეგმა (Data Breach Policy)
– რა უნდა გააკეთოს კომპანიამ, თუ მონაცემები გახდება ხელმისაწვდომი უნებართვოდ.

🔹თანამშრომელთა ტრენინგის პროგრამა და ინფორმაციული გაიდლაინები
– ცნობიერების ამაღლება და რეგულარული ინსტრუქციები პერსონალისთვის.

🔹წარმოსადგენი დოკუმენტები პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორისთვის
– რა უნდა წარადგინოთ კონტროლის შემთხვევაში (მზადდება წინასწარ).

🎯 ვის შეეხება?

ყველა ბიზნესს თუ საჯარო დაწესებულებას ვინც ინახავს ან ამუშავებს მომხმარებლის ან/და თანამშრომლის პირად ინფორმაციას.

📉 დაურეგულირებელი მონაცემთა მართვა შეიძლება გახდეს ფინანსური სანქციების, სავალდებულო გადამოწმებების ან რეპუტაციის დაკარგვის საფუძველი.

💼 დაგეხმარები მოირგო დოკუმენტები შენს ბიზნეს/საჯარო მოდელზე – მოკლე კონსულტაციის შემდეგ მიიღებ მზად დოკუმენტაციას

📌 Mariami Tcharbadze Legal Services – შენი კომპანიის სამართლებრივი დაცვა თანამედროვე რისკებისგან.

✅ Personal Data Protection Documentation Package for Companies

🔐 Is your company compliant with personal data protection laws?
If your answer isn’t a confident “yes,” it’s time to implement legally sound documentation tailored to your organization.

💼 I offer a comprehensive legal package, which includes:

🔹 Personal Data Protection Policy
– A document that outlines what data the company collects, for what purpose, for how long, and how it is protected.

🔹 Consent Forms for Data Processing
– Standard templates for employees, clients, or business partners.

🔹 Employee Notification Forms
– Clear communication tools to inform employees how and why their data is being processed.

🔹 Data Processing Register (Record of Processing Activities)
– A register listing all data processed by the company, including purpose, legal basis, retention period, and data processors.

🔹 Order on the Appointment of a Data Protection Officer (DPO)
– If legally required for your company.

🔹 Data Processing Agreements with Third Parties
– Contract templates for service providers (e.g., IT companies, cloud services).

🔹 Data Breach Response Plan (Data Breach Policy)
– A step-by-step guide on how to respond if data is accessed or disclosed without authorization.

🔹 Employee Training Program & Awareness Guidelines
– Materials for raising awareness and providing regular guidance to staff.

🔹 Prepared Documentation for Data Protection Inspections
– A ready-to-present set of documents for supervisory authorities, in case of an audit.

🎯 Who needs this package?
Any business or public institution that collects, stores, or processes personal data of clients, employees, or other individuals.

📉 Unregulated data processing can lead to fines, mandatory audits, or reputational damage.

💼 I will help you adapt the documents to your specific business or public sector model. After a short consultation, you will receive a ready-to-use documentation package.

📌 Mariami Tcharbadze Legal Services – safeguarding your organization from modern legal risks.

23/07/2025

იცავ საკუთარ პერსონალურ მონაცემებს? – დღეს ეს არ არის არჩევანი, ეს შენი უფლებაა.

🔎 რას ნიშნავს პერსონალური მონაცემი და რატომ უნდა დაიცვათ?
პერსონალური მონაცემია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად მიგვიყვანოს კონკრეტულ ფიზიკურ პირთან – იქნება ეს სახელი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფოტო ან IP მისამართი.

დღეს, ციფრული სივრცე, სოციალური ქსელები, დამსაქმებლები და სახელმწიფო სტრუქტურები ყოველდღიურად აგროვებენ და ამუშავებენ ჩვენს შესახებ ინფორმაციას.
👉🏼 მაგრამ რამდენად კანონიერია ეს?
👉🏼 გაქვთ კი ნებართვა მიცემული?
👉🏼 და, რაც მთავარია – იცავ შენს უფლებებს?

⚖️ შენ გაქვს უფლება:
იცოდე, ვინ, რისთვის და რამდენ ხანს ამუშავებს შენს მონაცემებს
მოითხოვო მონაცემების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება
არ დაეთანხმო შენზე მონაცემების დამუშავებას პირდაპირი მარკეტინგის ან დამუშავების სხვა მიზნისთვის
მიმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს, თუ იგრძნობ უფლებების დარღვევას

💼 რა შემიძლია შემოგთავაზო:

🔹 გავაანალიზებ, დაირღვა თუ არა შენი პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება
🔹 დაგეხმარები დაწერო განაცხადი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში
🔹 შეგირჩევ სამართლებრივ გზას – დარეგულირება, კომპენსაცია ან სამართლებრივი დავა
🔹 გაგიწევ იურიდიულ კონსულტაციას (ონლაინ ან პირადად)

📩 დამიკავშირდი Messenger-ში ან WhatsApp-ზე.
„Mariami Tcharbadze Legal Services“ – შენი სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის.

14/06/2025

🔍 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ხშირია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რას ითვალისწინებს კანონი.

📌დასაქმებულის უფლებები გათავისუფლების დროს !იცოდე, როგორ დაიცვა თავი!

🔹დამსაქმებელი ვალდებულია წერილობით განმარტოს გათავისუფლების საფუძველი.

🔹თქვენ გეკუთვნით მინიმუმ 30-დღიანი წინასწარი გაფრთხილება ან კომპენსაცია მის ნაცვლად.

🔹შეთანხმებით შეწყვეტის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ხელმოწერილ დოკუმენტში ასახული იყოს თქვენი თანხმობა და პირობები.

🔹 თუ გათავისუფლება ხდება დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობის ან დეკრეტული შვებულების დროს – შესაძლოა საქმე უკავშირდებოდეს დისკრიმინაციას ან უკანონო გათავისუფლებას.

⚖️ ასეთ შემთხვევებში შეგიძლიათ მიმართოთ:

შრომის ინსპექციას

სასამართლოს

მედიატორს, თუ ურთიერთობა ჯერ კიდევ შესაძლებელია

📞 არ დაგრჩეთ უფლება დაუცველი.
დამიკავშირდით კონსულტაციისთვის — შევაფასოთ თქვენი შემთხვევა პროფესიულად და მშვიდად.

#შრომითისამართალი #გათავისუფლება #იურისტი #მარიამიჭარბაძე

🔍 Employment termination is common, but few employees fully understand their rights.

📌 Here's what you should know:

The employer is legally required to provide a written explanation for dismissal.

You are entitled to at least 30 days’ notice or equivalent compensation.

In case of mutual agreement, ensure your consent and terms are clearly documented and signed.

Dismissal during sick leave, pregnancy or maternity leave may constitute discrimination or unlawful termination.

⚖️ In such cases, you can contact:

The Labor Inspection Office

A court

A mediator, if communication is still possible

📞 Don’t let your rights go unprotected.
Contact me for a consultation — let’s evaluate your case professionally and calmly.

14/06/2025

👩‍⚖️ „Mariami Tcharbadze Legal Services“ — სამართლებრივი მხარდაჭერა სიზუსტითა და პასუხისმგებლობით !

მოგესალმებით,
მე ვარ მარიამი ჭარბაძე — იურისტი,ადვოკატი, რომელმაც პრაქტიკული და აკადემიური გამოცდილება სამართლის სხვადასხვა სფეროში დააგროვა. შექმნილია ეს პლატფორმა იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებს პროფესიულ, ზუსტ და დროულ სამართლებრივ მომსახურებას, დისტანციურად და ხელმისაწვდომად.

🔷 ჩემი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
– სამოქალაქო სამართალი (მათ შორის განქორწინება, მემკვიდრეობა, ქონებრივი დავები);
– შრომითი სამართალი;
– ადმინისტრაციული სამართალი და საჯარო სექტორთან დაკავშირებული საკითხები;
– საკონსულტაციო მომსახურება ორგანიზაციებისთვის;

🔷 რატომ „Mariami Tcharbadze Legal Services“?
✔️ პროფესიული ეთიკა
✔️ ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ საქმეზე
✔️ დეტალური ანალიზი და სამართლებრივი პროგნოზირება
✔️ კონფიდენციალურობა და სწრაფი რეაგირება

📬 თუ გაქვთ შეკითხვა ან გსურთ იურიდიული კონსულტაცია – მომმართეთ პირად შეტყობინებაში.
➡️ ვმუშაობ ონლაინ ფორმატში, მათ შორის წერილობითი შეფასებებისა და დოკუმენტების მომზადების გზით.

⚖️ სამართალი არ არის მხოლოდ კანონების ცოდნა — ეს არის პასუხისმგებლობა, რომელთან ერთადაც შეიძლბა მშვიდად იმოძრაოთ ნებისმიერ რთულ პროცესში.

Address

ი. აბაშიძის N9
Kutaisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი ჭარბაძე-ჯანაძე Lawyer Tcharbadze-Janadze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share