G L N A/საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაცია

  • Home
  • Georgia
  • Kazbegi
  • G L N A/საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაცია

G L N A/საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაცია The Association assembles Georgian lawyers of all four spheres: the scientific, the justice and the court system, and the bar.

ა(ა)იპ „საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაცია“ Georgian Lawyer’s National Association აერთიანებს საქართველოს იურისტების ოთხივე სფეროს: სამეცნიერო წრე, იუსტიციისა და სასამართლო სისტემა, ადვოკატთა კორპუსი. ასოციაციის მიზანს წარმოადგენს საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცება, მართლმსაჯულების ხელშეწყობა, სამართლის სფეროში მოღვაწე პროფესიათა დაახლოება, ერთიანი სტანდარტებისა დამკვდრება. The aim

of the Association is strengthening the rule of law, encouraging justice, gathering the lawyers operating in legal sphere, establishment of common standards.

25/10/2021
01/06/2017

ერიხ მარია რემარკის 40 ციტატა სამყაროში ყველაზე მშვენიერი შეგრძნებების შესახებ 1. «არა, — სწრაფად თქვა მან. — ოღონდ ეს არა. მეგობრებად დარჩენა? პატარა ბაღის გაშენება ჩამქრალი გრძნობების გაყინულ ლავაზე? არა, ეს საჩვენო არ არის. ასე მხოლოდ პატარა ინტრიგების შემდეგ ხდება და ისიც ძალიან დიდი ფარსია. სიყ...

ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიცია (EPAC) მიმდინარე წლის 15 სექტემბერს ერთი წლის ხდება. აღნიშნულთან დაკავშირებ...
01/09/2016

ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიცია (EPAC) მიმდინარე წლის 15 სექტემბერს ერთი წლის ხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით კოალიციის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკოოდინაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას EPAC-ის წევრი ორგანიზაციების - მართლმსაჯულების განვითარების ცენტრის (JDC) და საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის (GLNA) წარმომადგენლები, მაკა თოდუა და ნათია ჯორბენაძე ესწრებოდნენ.
კოალიციის წევრებმა შეაფასეს და შეაჯამეს ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიციის (EPAC) პროექტები და მიღწევები. შეხვედრაზე დაიგეგმა მომავალი წლის აქტივობები, ასევე, განისაზღვრა ახალი გამოწვევები და მიზნები.

2016 წლის 24 მაისს, საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის (GLNA), G4G-ისა და საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პრო...
26/05/2016

2016 წლის 24 მაისს, საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის (GLNA), G4G-ისა და საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის ერთობლივი პროექტის „კითხვა-პასუხის სესიების“ მონაწილეებისა დაჯილდოებისა და G4G-ის სტაჟირების პროგრამის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
„კითხვა-პასუხის სესიების“ მონაწილეებს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და პროექტის ხელმძღვანელებმა მიმართეს. სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. პროექტის მონაწილეებს საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის(GLNA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაკა თოდუამ პროექტის დასრულება მიულოცა და მიღებული გამოცდილებისა და ცოდნის მომავალ საქმიანობაში წარმატებით გამოყენება უსურვა.
„კითხვა-პასუხის სესიების“ სატრენინგო კურსში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამართლის ფაკულტეტის 20-მდე სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ სამართლის სხვადასხვა მიმართულებით პრობლემური და მათთვის საინტერესო საკითხების ირგვლივ შეკითხვები დაესვათ და მიეღოთ პასუხები. ლექციებს კითხვა-პასუხის რეჟიმში დარგის სპეციალისტებთან ერთად მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები უძღვებოდნენ.

საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის (GLNA) ეგიდით, იურიდიული ფაკულტეტის  სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია ადმინისტრაც...
04/04/2016

საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის (GLNA) ეგიდით, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია ადმინისტრაციული დავების თემაზე გაიმართა. ლექციას, ასოციაციის წევრი და ყოფილი მოსამართლე ნათია ჯორბენაძე უძღვებოდა.
“სამართლის სტუდენტებისათვის Q & A სესიები” პროექტის ფარგლებში, სტუდენტებმა მათთვის საინტერესო თემებზე მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და საუბარი შეეხო ადმინისტრაციული დავების, საგადასახადო დავებისა და ცრუმაგიერი მფლობელების საკითხებს.
საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის პროექტი “სამართლის სტუდენტებისათვის Q & A სესიები” ითვალისწინებს ლექციების ჩატარებას იურისპრუდენციის მნიშვნელოვან საკითხებზე.

2016 წლის 15 თებერვალს USAID-ის, საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის (GLNA) და ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების ...
04/04/2016

2016 წლის 15 თებერვალს USAID-ის, საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის (GLNA) და ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიციის (EPAC) ინიციატივით თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა გაკოტრების სამართალში.
ლექციას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი და ადვოკატი როინ მიგრიაული უძღვებოდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების და გაკოტრების შესახებ კანონით გათვალისწინებული საქმეების განხილვის თავისებურებები, ეს ის თემებია, რომლებზედაც მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა ვრცლად ისაუბრა.
საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაცია (GLNA) მომავალშიც აქტიურად გეგმავს განაგრძოს მსგავსი ტიპის შეხვედრა-დისკუსიები სამართლის სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

2015 წლის 24 დეკემბერს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საქართველოს იურისტთა ეროვნული ას...
04/04/2016

2015 წლის 24 დეკემბერს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის“ წლის შემაჯამებელი შეხვედრა შედგა, სადაც შესრულებული სამუშაოს ანგარიშთან ერთად გაიმართა პროექტის ‘’სამართლის სტუდენტებისათვის Q & A სესიები’’-ს პრეზენტაცია და პირველი საჯარო სესია.
სტუდენტების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ „საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის“ წევრი და თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი მაკა თოდუა, „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბუაძე და „მმართველობა განვითარებისათვის“ G4G, ადვოკატირებისა და ორგანიზაციული განვითარების კომპონენტის ხელმძღვანელი მაია ერისთავი.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, გაიმართა პირველი საჯარო სესია და სტუდენტების წინაშე „საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციისა“ და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი წარსდგა თემით „ საქმისწარმოება საერთო სასამართლოებში, გამოწვევები და პერსპექტივები“. მოხსენებები წაიკითხეს ასევე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა- ირაკლი ბურდულმა და „საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა დავით ლანჩავამ.
პროექტის განმავლობაში შერჩეული სტუდენტები 13 საჯარო სესიას დაესწრებიან, რომლებიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება და მომხსენებლები იურისპრუდენციის არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ.

2015 წლის 11 დეკემბერს, მართლმსაჯულების სახლში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) ორგანიზებით, სტუდენტთა გაცვლით...
11/12/2015

2015 წლის 11 დეკემბერს, მართლმსაჯულების სახლში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) ორგანიზებით, სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამის ”STEP - წარმატების კარი ევროპაში”, პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა სამართლის სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს საშუალებას აძლევს შეიძინონ პროფესიული გამოცდილება და ევროპის მასშტაბით დასაქმდნენ.
შეხვედრას პარტნიორებისა და პოტენციური დამსაქმებლების რანგში სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის (GLNA) პრეზიდენტმა მამუკა ახვლედიანმა და ასოციაციის დამფუძნებლებმა ირაკლი ბურდულმა და დავით ლანჩავამ. პროგრამის მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა მაკა თოდუამ.
დღესვე, საქართველოს იურისტთა ეროვნულ ასოციაციასა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა მამუკა ახვლედიანმა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან მჭედლიშვილმა მოაწერეს. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმება და განხორციელდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პროექტები, რაც პროექტის მონაწილეებს პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.

2015 წლის 15 სექტემბერს საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაცია, რომლის დამფუძნებელი და პრეზიდენტი თბილისის საქალაქო სას...
03/12/2015

2015 წლის 15 სექტემბერს საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაცია, რომლის დამფუძნებელი და პრეზიდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანია, ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიციის (EPAC) წევრი გახდა.

საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც თბილისში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შედგა, მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ როგორც საჯარო სექტორის წარმომადგენელები, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მამუკა ახვლედიანმაც, რომელმაც კოალიციის სამომავლო საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს, ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს და დამფუძნებლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

03/12/2015

მართლმსაჯულების სახლში არაკომერციული იურიდიული პირი - პროფესიული გაერთიანება ” საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის” ეგიდით, კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის ძირითადი თემები საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის პროგრამული მართვა, საქმეთა სირთულის ხარისხის მიხედვით განაწილება, მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობის დადგენა და მოსამართლეთა საქმიანობის (დატვირთულობის) შეფასების სისტემა იყო.

Address

Kazbegi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when G L N A/საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share