18/07/2026
ბოლო პერიოდში, ძალიან ხშირად ვხედავ პოლიციელების მხრიდან მოქალაქეების გაჩერებასა და გადამოწმებას.
შესაბამისად მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ მაშინ, როცა პოლიცია გაგაჩერებთ, რადგან პოლიციასთან ურთიერთობისას საკუთარი უფლებების ცოდნა მნიშვნელოვანია.
🔷გაქვთ უფლება იცოდეთ, რომელი პოლიციელი გესაუბრებათ საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ სთხოვოთ, გაგეცნოთ ან წარმოადგინოს სამსახურებრივი მოწმობა
🔷თუ გითხრეს, რომ უნდა გაგჩხრიკონ, იცოდეთ, რომ პოლიციის შესახებ კანონის 22-ე მუხლის მე -9 და მე-10 ნაწილების მიხედვით თუ ჩხრეკის საფუძველი არსებობს, აუცილებელია ჩრეკისას შედგეს შესაბამისი ოქმი.
🔷იცოდეთ, რომ ადამიანის პირადი ჩხრეკისას აუცილებელია სასამართლო განჩინება.
🔷აგრეთვე გაქვთ უფლება, რომ თქვენი ინტერაცია გადაიღოთ მობილური ტელეფონით, რადგან ხშირ შემთხვევაში თავადაც სამხრე კამერის მეშვეობით ახორციელებენ გადაღებას.
⚖️ იცოდე შენი უფლებები – დაიცავი საკუთარი თავი კანონის ფარგლებში.