21/03/2026
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის/შვებულების ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს:
ა) დასაქმებულზე/საჯარო მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი;
ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბავშვის დაბადების
მოწმობა და შესაბამისი დაწესებულების (დამსაქმებელის) მიერ გაცემული ცნობა მეორე მშობლის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების,
ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბავშვის დაბადების მოწმობა და შესაბამისი
დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ბავშვის დედის მიერ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ;
დ) ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება.
2. დასაქმებულისათვის დახმარების მიღების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი ვალდებულია სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) წერილობითი მიმართვა სააგენტოს სახელზე;
ბ) ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების შემთხვევაში-საავადმყოფო ფურცელი (დედნის დაკარგვის შემთხვევაში, მისი დუბლიკატი);
გ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბავშვის დაბადების
მოწმობა და შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მეორე მშობლის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ;
დ) შვილად აყვანის შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მეორე მშობლის
მიერ ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული
დღეების რაოდენობის შესახებ (დედნის დაკარგვის შემთხვევაში, მისი დუბლიკატი);
ე) დასაქმებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) დაფინანსების განაცხადი (დანართი №3) 2 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში),
აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ელმოწერებით;
ზ) საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ.
3. წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მასში ასახული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება წარმომდგენ დამსაქმებელს.