ELSA Batumi

ELSA Batumi Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ELSA Batumi, Ninoshvili Street 35, Batumi.

ELSA is the world's largest independent, non-political and non-profit making law students' association with 50 000 members in 44 Eur

The European Law Students’ Association Batumi is an observer member of ELSA Georgia, representing association in Batumi

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ელსაში! 🌍 მიუხედავად იმისა, ახლა იწყებთ საუნივერსიტეტო ცხოვრებას თუ უკვე სამართლის სტუდენტ...
21/08/2026

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ელსაში! 🌍

მიუხედავად იმისა, ახლა იწყებთ საუნივერსიტეტო ცხოვრებას თუ უკვე სამართლის სტუდენტი ხართ და გსურთ, სტუდენტობის წლები მაქსიმალურად გამოიყენოთ, ელსა არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ, გაიცნოთ ახალი ადამიანები და განვითარდეთ.

ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, ელსას ქსელი აერთიანებს სამართლის სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს განსხვავებული გამოცდილებით, სამართლებრივი კულტურებითა და ხედვებით. საერთაშორისო შესაძლებლობები, პრაქტიკული გამოცდილება, სხვადასხვა ქვეყნიდან ადამიანების გაცნობა და მეგობრობა - ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც ელსა გთავაზობთ. თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ, როგორი იქნება თქვენი გამოცდილება ელსაში.

გადაჰყევით ➡️ და გაიგეთ მეტი ელსას შესახებ - ვინ ვართ, რა ღირებულებები გვაერთიანებს და რა ელსური შესაძლებლობები გელოდებათ ჩვენთან. 💙

თქვენი ელსური თავგადასავალი აქ იწყება! 🌍💙

_______________________

Welcome to ELSA!🌍

Whether you are taking your first steps into university life or looking to make the most of your time as a law student, ELSA is a place to learn, connect and grow.

Across Europe and beyond, the ELSA Network brings together law students and young lawyers from different backgrounds, legal cultures and perspectives. From international opportunities and practical experiences to friendships that cross borders, there are countless ways to make your ELSA journey your own.

Swipe through to discover what ELSA is, what we stand for, and where ELSA can take you.💙

Your ELSA journey starts here!

📢 წარმოგიდგენთ ელსა ბათუმის 2026-2027 წლის მოწვევის გამგეობას:💙გენერალური მდივანი - ქეთევან შარაბიძე💙ფინანსური მენეჯერი ...
01/08/2026

📢 წარმოგიდგენთ ელსა ბათუმის 2026-2027 წლის მოწვევის გამგეობას:

💙გენერალური მდივანი - ქეთევან შარაბიძე

💙ფინანსური მენეჯერი - მარი ბოლქვაძე

💙ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგის მიმართულებით - მარი ალიშანიძე

💙ვიცე-პრეზიდენტი სემინარებისა და კონფერენციების მიმართულებით - ნინი ხალვაში

გისურვებთ წარმატებას ელსასთან ერთად!

🔷️ 22 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა  ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ბათუმის (ELSA ...
25/07/2026

🔷️ 22 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ბათუმის (ELSA Batumi) რიგით XXVIII ლოკალური საერთო კრება (LCM).
🔷️ ასოციაციის ლოკალური საერთო კრების ფარგლებში პლენარულ სხდომაზე მოქმედი გამგეობის წევრებმა წარადგინეს საკუთარი საქმიანობის წლიური ანგარიშები. კრების ფარგლებში ასევე ჩატარდა 2026/2027 წლის გამგეობის არჩევნები. თითოეული აპარატის კანდიდატს მიეცა შესაძლებლობა წარედგინათ მომავალი წლის სამუშაო გეგმა.

მადლობას ვუხდით ელსა ბათუმის ლოკალური გუნდის თითოეულ წევრს, წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის, მომავალ გამგეობას კი პროდუქტიულ და ელსური მოგონებებით დატვირთულ წელს ვუსურვებთ!
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ქალბატონ ანა პაიჭაძეს, რომელმაც გაუწია თავმჯდომარეობა რიგით XXVIII ლოკალურ საერთო კრებას💙

📣 ძვირფასო ელსელებო, 2026 წლის 22 ივლისს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 534-ე აუდიტორია...
16/07/2026

📣 ძვირფასო ელსელებო,
2026 წლის 22 ივლისს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 534-ე აუდიტორიაში გაიმართება ელსა ბათუმის რიგით XXVIII ლოკალური საერთო კრება (LCM), რომლის ფარგლებშიც გამგეობის წევრები წარადგენენ ორგანიზაციის გასული წლის ანგარიშებს, თითოეულ წევრს კი ექნება კითხვის დასმის საშუალება მათი საქმიანობის შესახებ.

📣ასევე ჩატარდება გამგეობის წევრების არჩევნები.

🔹ლოკალურ საერთო კრებაზე დასწრება სავალდებულოა, როგორც ელსა ბათუმის გამგეობის, ისე თითოეული წევრისათვის!

💙გისურვებთ წარმატებებს ელსასთან ერთად!

🔹 ელსა ბათუმის ფარგლებში, მიმდინარე წლის 11 ივნისს გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე "კონკურენციის სამართალი: საქართველოსა დ...
12/06/2026

🔹 ელსა ბათუმის ფარგლებში, მიმდინარე წლის 11 ივნისს გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე "კონკურენციის სამართალი: საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტები”.

შეხვედრას გაუძღვა სოლომონ მენაბდიშვილი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჟან მონეს კათედრის “უფრო ახლოს ევროკავშირთან” ხელმძღვანელი.

💼 მონაწილეები გაეცნენ კონკურენციის სამართლის წარმოშობის ისტორიას, მის ძირითად პრინციპებს, როლს თანამედროვე ბაზრის ფუნქციონირებაში, ასევე ევროკავშირისა და ქართული სამართლებრივი პრაქტიკის ანალიზს ამ მიმართულებით.

🔸ელსა ბათუმის სახელით დიდ მადლობას ვუხდით ბატონ სოლომონს საინტერესო მოხსენებისთვის, მონაწილეებს კი ჩართულობისთვის.

📢 მიმდინარე წლის 11 ივნისს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ბათუმი (ELSA Batumi) გიწვევთ საჯარო ლექციაზე "კონკურენციის...
02/06/2026

📢 მიმდინარე წლის 11 ივნისს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ბათუმი (ELSA Batumi) გიწვევთ საჯარო ლექციაზე "კონკურენციის სამართალი: საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტები“.

💼 პროექტის ფარგლებში გაეცნობით კონკურენციის სამართლის ძირითად პრინციპებს, მის როლს თავისუფალი და სამართლიანი ბაზრის ფორმირებაში, საქართველოსა და ევროკავშირში მოქმედ სამართლებრივ სტანდარტებს, ასევე ამ სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებსა და პრაქტიკულ საკითხებს.

🔸 ლექციას გაუძღვება სოლომონ მენაბდიშვილი,
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჟან მონეს კათედრის “უფრო ახლოს ევროკავშირთან” ხელმძღვანელი.

📅 11 ივნისი
🕗 15:00 საათი
📍ბსუ - 523-ე აუდიტორია

👥️ საჯარო ლექციაზე დასწრებას შეძლებენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

👉🏻 დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდი ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdsYN4F-KyGVieAyJH2ksSW3Yez8txzuGotvxoNcxxgNOXB6w/viewform?usp=header

❗️რეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 ივნისი, 23:59 საათი.

🔹️ კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ:

გიორგი მახარაძეს, ელსა ბათუმის ვიცე-პრეზიდენტი სემინარებისა და კონფერენციების მიმართულებით.
📩[email protected]
📞 557 455 631

📣ელსა ბათუმი აცხადებს წევრების მიღებას!👥თუ გსურს გადააქციო შენი სტუდენტური ცხოვრება უფრო საინტერესო თავგადასავლად, მაშინ...
12/05/2026

📣ელსა ბათუმი აცხადებს წევრების მიღებას!

👥თუ გსურს გადააქციო შენი სტუდენტური ცხოვრება უფრო საინტერესო თავგადასავლად, მაშინ ეს შენი შანსია!

👉ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ბათუმი (ELSA Batumi) იწვევს სამართლის სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებს სხვადასხვა მიმართულების აპარატში.

💥თუ გსურს გამოცდილებითა და ინოვაციებით დატვირთული სტუდენტური ცხოვრება გქონდეს, გაიარე რეგისტრაცია და გახდი აქტიური წევრი.

✍️განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 მაისი, 23:59 საათი

📎სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/1a6C2A1it2wbOz-nSw7ro6cz9XE2b5IK3FpSvL-KfHXE/edit

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

თედო სულაბერიძე - ელსა ბათუმის გენერალური მდივანი
✉️[email protected]

ან მოგვწერეთ ინსტაგრამ გვერდზე

შექმენი მომავალი ელსა ბათუმთან ერთად!

🔹 ელსა თბილისისა და ელსა ბათუმის კოლაბორაციის ფარგლებში, მიმდინარე წლის 6 აპრილს გაიმართა ვებინარი “შრომითი უფლებები: პრ...
15/04/2026

🔹 ელსა თბილისისა და ელსა ბათუმის კოლაბორაციის ფარგლებში, მიმდინარე წლის 6 აპრილს გაიმართა ვებინარი “შრომითი უფლებები: პრაქტიკა და საერთაშორისო სტანდარტები”.

შეხვედრას გაუძღვა სიმონ ტაკაშვილი, იურიდიული კომპანია “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” პარტნიორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

💼 მონაწილეები გაეცნენ დამსაქმებლის უფლებების დაცვის ძირითად პრინციპებსა და შრომითი ხელშეკრულების დადების წესებს, გამოსაცდელი ვადის თავისებურებებსა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს.

ვებინარი მიმდინარეობდა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში, რის ფარგლებშიც განხილულ იქნა არაერთი საკითხი, მათ შორის სტაჟირება, შრომითი მიგრაცია და მიმდინარე რეფორმები.

🔸 ელსა თბილისისა და ელსა ბათუმის სახელით დიდ მადლობას ვუხდით ბატონ სიმონს საინტერესო მოხსენებისთვის, მონაწილეებს კი კითხვებისა და აქტიური დისკუსიისთვის.

📢 მიმდინარე წლის 6 აპრილს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ბათუმი (ELSA Batumi) და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ...
26/03/2026

📢 მიმდინარე წლის 6 აპრილს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ბათუმი (ELSA Batumi) და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA Tbilisi) გიწვევთ კოლაბორაციულ ვებინარზე “შრომითი უფლებები: პრაქტიკა და საერთაშორისო სტანდარტები”.

💼 პროექტის ფარგლებში გაეცნობით შრომითი ურთიერთობების ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების უფლებათა დაცვის მნიშვნელოვან ასპექტებსა და ვალდებულებებს. განხილული იქნება შრომის სამართლის საერთაშორისო სტანდარტები, პრაქტიკა და არსებული გამოწვევები.

🔸 ვებინარს გაუძღვება სიმონ ტაკაშვილი, იურიდიული კომპანია “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” პარტნიორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

📅 6 აპრილი
🕗 20:00 საათი
🖥 Google Meet

👥️ ვებინარზე დასწრებას შეძლებენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

👉🏻 დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდი ბმულზე: https://forms.gle/XZVZZ3SWvJgSyH7s7

❗️რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 აპრილი, 23:59 საათი.

🔹️ კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ:

გიორგი მახარაძეს, ელსა ბათუმის ვიცე-პრეზიდენტი სემინარებისა და კონფერენციების მიმართულებით.
📩[email protected]
📞 557 455 631

მარიამ გორგასლიძეს, ელსა თბილისის ვიცე-პრეზიდენტი სემინარებისა და კონფერენციების მიმართულებით.
📩[email protected]
📞 591 706 007

🔹16 თებერვალს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ელსა ბათუმის (Elsa Batumi) რიგით XXVII ლოკალური ს...
16/02/2026

🔹16 თებერვალს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ელსა ბათუმის (Elsa Batumi) რიგით XXVII ლოკალური საერთო კრება (LCM).

🔹ასოციაციის ლოკალური საერთო კრების ფარგლებში პლენარულ სხდომაზე მოქმედი გამგეობის წევრებმა წარადგინეს საკუთარი საქმიანობის საბოლოო ანგარიშები და ისაუბრეს მომავალი სემესტრის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე.

მადლობას ვუხდით ელსა ბათუმის ლოკალური გუნდის თითოეულ წევრს განვლილი წლის განმავლობაში გაწეული აქტიური სამუშაოსთვის და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ ზურა გუჯაბიძეს, რომელმაც გაუწია თავმჯდომარეობა რიგით XXVII ლოკალურ საერთო კრებას.💙

გისურვებთ წარმატებას ელსა ბათუმთან ერთად 💫

Address

Ninoshvili Street 35
Batumi
6010

Opening Hours

Wednesday 09:00 - 21:00
Sunday 12:00 - 21:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ELSA Batumi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ELSA Batumi:

Shortcuts

Share