24/06/2026
✅მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გიზიარებთ დღევანდელი სასამართლო პროცესის შედეგს:
🤝⚖️დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებული ნახევარ მილიონიანი სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა.
🔹დავის საგანს წარმოადგენდა საწარმოო ტრავმიდან გამომდინარე ყოველთვიური სარჩოს დანიშვნა, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
🔹XX - მა სამსახურში მუშაობის დროს მიიღო მძიმე ხარისხის სხეულის დაზიანება, რა დროსაც დაკარგა მარჯვენა ფეხი მუხლის სახსრის დონეზე და მარცხენა ფეხის თითები. აღნიშნული სხეულის დაზიანება შეესაბამება საერთო შრომისუნარიანობის დაკარგვას 65%-ით.
👌✅ეფექტური მოლაპარაკებების საფუძველზე დამსაქმებელმა შპს ZZ-მა მორიგების აქტის საფუძველზე იკისრა ვალდებულება:
🔹დასაქმებულს სიცოცხლის ბოლომდე გადაუხადოს ყოველთვიური სარჩო
🔹გადაუხადოს კომპენსაცია მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზაღაურებლად.
🔹გადაიხადოს სასამართლოში საქმისწარმოებისა და გაწეული იურიდიული მომსახურების საფასური.
🎯სასამართლო დავის მორიგებით დასრულება არის ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალება მართლმსაჯულების განსახორციელებლად!
PS: კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს მარწმუნებელს, დასაქმებულს XX-ს მიღწეულ შედეგს!🙏
📩კონსულტაციისა და იურიდიული მომსახურებისათვის დაგვიკავშირდით
📞. 591 98 52 80.
#მორიგება #სასამართლოდავა #კომპენსაცია #ზიანისანაზღაურება #ადვოკატი #ბათუმი