CLS Law Company

CLS Law Company Commercial Law Services

⚖️2025 წლის 16 მაისს, ქალაქ ბათუმში,  სსიპ „აწარმოე საქართველოში’’, აჭარის ა.რ.  „სავაჭრო-სამრეწველო პალატისა’’ და იურიდ...
30/05/2025

⚖️2025 წლის 16 მაისს, ქალაქ ბათუმში, სსიპ „აწარმოე საქართველოში’’, აჭარის ა.რ. „სავაჭრო-სამრეწველო პალატისა’’ და იურიდიული კომპანია „ქომერშალ ლოუს სერვისის’’ თანაორგანიზებით გაიმართა ღონისძიება აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიებისა და საწარმოების წარმომადგენლებისათვის, „საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) მხარდაჭერისა და აღდგენის“ პროექტისა და მის ფარგლებში, იურიდიული საკითხების მიმართულებით იურიდიული კომპანიის მომსახურების სფეროსთან დაკავშირებით.
📌შეხვედრა მიზნად ისახავდა მეწარმე სუბიექტებისთვის რელევანტური სამართლებრივი საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლებას, მათი მხარდამჭერი პროგრამების გაცნობითა და ხელმისაწვდომი საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზებით.
✅შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს სრულყოფილი და მიზნობრივი ინფორმაცია სსიპ „აწარმოე საქართველოს’’ პროგრამების და მხარდაჭერის მექანიზმების, მათ შორის „საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების აღდგენისა და მხარდაჭერის’’ პროექტისა და მის ფარგლებში გათვალისწინებული სამართლებრივი საკონსულტაციო სერვისების შესახებ. აგრეთვე გაეცნენ პროექტში ჩართული კონსულტანტის - იურიდიული კომპანია „ქომერშალ ლოუ სერვისის“ მომსახურებებისა და მეწარმეთათვის იურიდიული მხარდაჭერის საჭიროებისა და პრაქტიკული სარგებლიანობის შესახებ ინფორმაციას.
🔹ჩატარებული ღონისძიება ითვალისწინებდა მეწარმეებსა და ღონისძიების ორგანიზატორებს შორის პირდაპირი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას.
➡️შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია და მონაწილეებმა შესაძლებლობა მიიღეს, მათთვის აქტუალური საკითხები ადგილზე განეხილათ „აწარმოე საქართველოსა“ და იურიდიული კომპანია „ქომერშალ ლოუ სერვისის’’ წარმომადგენლებთან.
🟢ჩვენი კომპანია მზად არის პროგრამის ფარგლებში ჩართულ ბენეფიციარებს გავუწიოს მაქსიმალურად ეფექტური იურიდიული მომსახურება და წვლილი შევიტანოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მდგრად განვითარებასა და სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებაში.

კონსულტაციისთვის შეავსეთ ქვემოთ მოცემული ბმული. For consultation, fill out the link below⤵️
🔗 https://docs.google.com/…/1FAIpQLSdc6IXaIXJReFcCQB…/viewform
🌐 https://clsc.ge
📧 [email protected]
📞 +995 568 40 60 45
📞 +995 577 28 52 98
📌 ს. ზუბალაშვილის ქუჩა N37. / S.Zubalashvili Sreet N37
#იურიდიულიკონსულტაცია #იურიდიულიმომსახურება #იურისტი #აწარმოესაქართველოში

07/05/2025

⚖️ 2025 წლის 23 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ უცხოელის ქვეყნიდან გაძევების საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ატარებს განსაკუთრებულ პრეცედენტულ მნიშვნელობას. სასამართლოს ბრძანებით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად (რომელიც პატიმრობის ტოლფასია) გამოყენებულ იქნა ალტერნატიული ზომა, რაც სამართლებრივად სწორი, ჰუმანური მიდგომაა.
🔹ჩვენ, „ქომერშალ ლოუ სერვისს’’, მოგვმართა ერთ-ერთმა ადგილობრივმა სამშენებლო დეველოპერულმა კომპანიამ, რომელიც დაინტერესებული იყო კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლის – თურქმენეთის მოქალაქის – სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფით. აღნიშნული პირი ბათუმის ტერიტორიაზე გადაადგილებისას დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ, საქართველოს კანონის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე: „უცხოელის დაკავება ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება შეიძლება განხორციელდეს თუ არსებობს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმალვის საფრთხე’’.
🔹დაკავების შემდგომ, უცხო ქვეყნის მოქალაქე გადაყვანილ იქნა ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში. პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, თურქმენეთის მოქალაქის შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების თაობაზე, დაკავების საფუძვლების აღმოფხვრამდე ან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 3 თვემდე ვადით.
🖋📃 დაკავებული პირის ინტერესების დაცვის მიზნით, ჩვენი კომპანიის ადვოკატებმა, დამსაქმებელ კომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, დეტალურად შეისწავლეს საქმის მასალები და შეიმუშავეს სამოქმედო სტრატეგია. ჩვენს მიერ, სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა დაკავებული პირის გათავისუფლების თაობაზე.
✅ სასამართლომ გაითვალისწინა ჩვენი მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ დახასიათება, ცნობები - სამუშაო ადგილიდან, ხელფასის თაობაზე, ასევე მუდმივი საცხოვრისის არსებობის შესახებ და არ დააკმაყოფილა შსს-ის მიგრაციის სამსახურის შუამდგომლობა. უცხო ქვეყნის მოქალაქე დაუყოვნებლივ, სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა დაკავებიდან და მის მიმართ გამოყენებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა, კერძოდ თურქმენეთის მოქალაქეს დაევალა გამოცხადდეს პოლიციის შესაბამის ორგანოში რეგულარულად, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 3 თვით.
➡️ კომპანიის იურისტები აგრძელებენ მუშაობას უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში კანონიერად ყოფნის სამართლებრივი საფუძვლისა და შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების თაობაზე.
🟢 სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანება არის საგულისხმო პრეცედენტი, ვინაიდან ჩვენს რეგიონში წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ შემთხვევას, როდესაც მსგავს გარემოებებში პრიორიტეტი მიენიჭა დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიულ ზომას.
📌ჩვენი კომპანიის იურისტები კვლავაც მზად არიან აქტიურად ჩაერთონ მსგავსი საქმეების მართვასა და გადაწყვეტაში, და უზრუნველყონ სამართლებრივი დაცვა მაღალი სტანდარტებთ.

კონსულტაციისთვის შეავსეთ ქვემოთ მოცემული ბმული. For consultation, fill out the link below⤵️
🔗 https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdc6IXaIXJReFcCQBDkm8-pyyutyYJGfFjn0Hbgk7kYTdoZmg/viewform
🌐 https://clsc.ge/
📧 [email protected]
📞 +995 568 40 60 45
📞 +995 577 28 52 98
📌 ს. ზუბალაშვილის ქუჩა N37. S.Zubalashvili Sreet N37
#იურიდიულიკონსულტაცია #იურიდიულიმომსახურება #იურისტი

30/04/2025

⚖️ 2025 წ. მარტში, იურიდიულმა კომპანიამ CLS მონაწილეობა მიეღო, „საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) მხარდაჭერის და აღდგენის“ პროექტის ფარგლებში, სსიპ „აწარმოე საქართველოს’’ მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც მიზნად ისახავდა კონსულტანტების შერჩევას, „აწარმოე საქართველოს’’ საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით, იურიდიულ - საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით.
🖋2025 წლის 27 მარტს სსიპ „აწარმოე საქართველოს’’-ს და იურიდიულ კომპანია CLS -ს შორის გაფორმდა ჩარჩო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ჩვენ ოფიციალურად ჩავერთეთ პროგრამაში, საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა იურიდიული მომსახურების გაწევის მიზნით.
⬇️პროექტის ფარგლებში, იურიდიული მომსახურებით დაინტერესებული ბენეფიციარების ინფორმირებისათვის, წარმოგიდგენთ ზოგად ინფორმაცის პროექტისა და მისით სარგებლობის წესის შესახებ.
2021 წლის 11 მაისს, მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა “საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) დახმარებისა და აღდგენის პროექტი’’. პროექტის მიზანია საწარმოების დახმარება და მათი საოპერაციო პროცესების მხარდაჭერა, რომელიც გრძელდება 2026 წლის 30 ივნისამდე. იგი ფინანსდება რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ.
პროექტი ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, რომელსაც ახორციელებს სსიპ „აწარმოე საქართველოში“. კომპონენტების, ერთ-ერთი მიმართულებაა: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების საკონსულტაციო მომსახურება, რომლის ერთერთი შემადგენელია - იურიდიულ საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურება, რომლის ფარგლებშიც, სსიპ „აწარმოე საქართველოში’’ შეიმუშავა ორი ძირითადი პაკეტი:
1. სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისობის მხარდაჭერა;
2. ხელშეკრულებების შაბლონების მომზადება,
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოს ფარგლებში, აღნიშნული პაკეტები შეიძლება გაფართოვდეს ან შეიცვალოს საწარმოების დამატებითი საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისად.
იურიდიულ-საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში კონსულტანტების მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება შემდეგი სერვისები:
- საკონსულტაციო მომსახურება - რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება, კომპანიის ბიზნეს მიზნების, პრობლემური საკითხებისა თუ საქმიანობის ნორმატიულ რეგულაციებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა, ასევე კომპანიის საქმიანობის, ოპერაციებისა და კონტრაქტორების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
- ბიზნესის/ინდუსტრიისთვის შესაბამისი რეგულაციების ანალიზი;
- ბენეფიციარების სამოქმედო გეგმისა და რეკომენდაციების შემუშავება;
- ბენეფიციარების საქმიანობის და საჭიროების შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების ბაზის შექმნა, არსებული ხელშეკრულების გადახედვა და ახალი ხელშეკრულების შაბლონების მომზადება;
- მომზადებული რეკომენდაციების და სამართლებრივი დოკუმენტების იმპლემენტაცია, მათი დანერგვისა და სწორად გამოყენებისათვის.
პროგრამით სარგებლობისათვის ბენეფიციარმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია. ეს შესაძლებელია ელექტრონულად ან მისი რეგიონის საკონსულტაციო ცენტრში ვიზიტით. ბენეფიციარი რეგისტრირდება ცენტრის ონლაინ სივრცეში და ქმნის პირად ანგარიშს. რეგისტრაცია მოიცავს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენას, პროექტში მონაწილეობისათვის განსაზღვრულ კრიტერიუმებთან მისი შესაბამისობის დასადგენად.
საკონსულტაციო ცენტრში მეწარმე ცენტრის თანამშრომლებთან გაივლის ე.წ. ბიზნეს დიაგნოსტიკას, რომლითაც დადგინდება მეწარმე სუბიექტის საჭიროებების შესაბამისი მომსახურებების ჩამონათალი. საკონსულტაციო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით რეკომენდაციის არსებობისას, მეწარმე, სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციების მომსახურებებიდან ირჩევს მისთვის სასურველ მომსახურებას. (დეტალური ინფორმაცია „აწარმოე საქართველოში საკონსულატციო ცენტრების’’ ვებ-გვერდზე - https://growthhub.gov.ge/ka )
პროექტში მონაწილე კონსულტანტებს, შეუძლიათ, სააგენტო „აწარმოე საქართველოში’’ ჩართულობით, გამართონ შეხვედრები, სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებთან ხსენებული პროექტისა და საკონსულტაციო მომსახურების შესახებ ინფორმირებისა და შემდგომში მათი პროექტში მოწვევის მიზნით. ასეთი მეწარმე სუბიექტების მხრიდან პროექტში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, მათ უნდა გაიარონ რეგისტრაციისა და შერჩევის, ზემოთ მითითებული ეტაპები. რათა შესაძლებლობა ჰქონდეთ ისარგებლონ მათ საჭიროებებზე მორგებული საჭირო საკონსულტაციო მომსახურებით.
სსიპ „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებას გაუწევს სერვის(ებ)ის (მომსახურების) ღირებულების 90%-მდე, მაქსიმუმ 10,000 ლარის ოდენობით. 10% თანადაფინანსებას ახდენს უშუალოდ ბენეფიციარი. სერვის(ებ)ის ღირებულების მითითებულ მაქსიმუმზე (10 000 ლარი) გადაჭარბების შემთხვევაში, დარჩენილი თანხა სრულად ანაზღაურდება ბენეფიციარის მიერ. კონკრეტული სამუშაოს ფასი დგინდება ბენეფიციარს და არჩეულ კონსულტანტს შორის პირდაპირი მოლაპარაკებით.
საკონსულტაციო მომსახურების ფაქტიური გაწევა ხორციელდება არჩეულ საკონსულტაციო კომპანიასა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული სტანდარტული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც კონკრეტულად არის განსაზღვრული: დავალება, მომსახურების ფასი და სხვა დეტალები. იურიდიულ საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურების გაწევის დასრულების შემდგომ, დგება სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი. რომელიც სამუშაოს შესრულების წესის შესაბამისად, დანართ დოკუმენტებთან ერთად წარედგინება სსიპ „ აწარმოე საქართველოში“ .
სამუშაოს დასრულების შემდგომ, ბენეფიციარის შერჩეული კონსულტანტის მიერ ასევე ელექტრონულად ივსება უკუკავშირის კითხვარი, რითაც ფასდება კონსულტანტების, ასევე ბენეფიციარებისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში’’ ჩართულობა პროექტის ფარგლებში.
📍 ჩვენი კომპანიის კონსულტანტები მზად ვართ მაქსიმალური გულისხმიერებით და პროფესიონალიზმით გავუწიოთ მომსახურება პროგრამის ფარგლებში ჩართულ თითოეულ ბენეფიციარს და შევასრულოთ ჩვენი როლი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერაში.
✅პროგრამის ბენეფიციარებს ვთავაზობთ კომპლექსურ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას და ხელშეკრულებების შაბლონების მომზადებას, ასევე ინდივიდუალურად, საწარმოს საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ სხვა სერვისებს. სერვისების დეტალური ჩამონათვალი იხილეთ ჩვენს საიტზე: clsc.ge
🟢ჩვენი კომპანია აქტიურად იმუშავებს, რათა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მდგრად განვითარებასა და სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებაში.

🟢➡️For English: https://clsc.ge/en/englishblog-single-page-layout/provision-of-consulting-services-in-legal-issues-through-consulting-centers-growth-hubs-within-the-framework-of-the-project-of-support-and-recovery-of-small-medium-and-micro-enterprises-msmes-in-georgia/

კონსულტაციისთვის შეავსეთ ქვემოთ მოცემული ბმული. For consultation, fill out the link below⤵️
🔗 https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdc6IXaIXJReFcCQBDkm8-pyyutyYJGfFjn0Hbgk7kYTdoZmg/viewform
🌐 https://clsc.ge
📧 [email protected]
📞 +995 568 40 60 45
📞 +995 577 28 52 98
📌 ს. ზუბალაშვილის ქუჩა N37. / S.Zubalashvili Sreet N37
#იურიდიულიკონსულტაცია #იურიდიულიმომსახურება #იურისტი #აწარმოესაქართველოში

06/04/2025

⚓️ მეზღვაურთა შრომის რეფორმა საქართველოში
A. ზოგადი მიმოხილვა:
2023-2024 წ.-ში საქართველოში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობაში ჩართულ მეზღვაურთა შრომის რეგულირების მიმართულებით.
2024 წლის 14 თებერვალს საქართველომ მოახდინა „საზღვაო შრომის შესახებ“ 2006 წლის კონვენციის (MLC 2006), (შემდგომში -„კონვენცია“) რატიფიცირება. კონვენცია საქართველოსთვის ძალაში შედის 2025 წლის 14 თებერვალს ( https://www.mta.gov.ge/en/content/246 ) .
2023 წლის 31 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ (შემდგომში - „კანონი“), რომელიც ძალაში შევიდა 2024 წლის 1 ივლისიდან.
„კანონი“ განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ, კომერციულ საქმიანობაში ჩართულ გემზე მეზღვაურების დასაქმებისა და საქმიანობის წესებს, აგრეთვე საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის/გემთმფლობელის მიერ ნებისმიერი დროშით მცურავ გემზე საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურთა დასაქმების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს.
ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული დროშით მცურავ იმ გემზე, რომელიც:
• ექსკლუზიურად ჩართულია შიდა ნაოსნობაში;
• ნაოსნობას ახორციელებს მეჩხერ წყლებში ან ნავსადგურის წესების მოქმედების ზონაში;
• ჩართულია თევზჭერაში;
• აშენებულია ხისგან, ტრადიციული მეთოდით;
• არის სახელმწიფო საკუთრება, როდესაც ის კომერციული დანიშნულებით არ გამოიყენება;
„კანონის“ თანახმად, საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს კომპეტენტური ორგანო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ (შემდგომში -„ სააგენტო“) ( https://www.mta.gov.ge/ka/content/188 ) .
„სააგენტო“ :
ა) გასცემს, ადასტურებს, აახლებს, აჩერებს და აუქმებს ამ კანონით გათვალისწინებულ მეზღვაურთა სერტიფიკატებს;
ბ)ახორციელებს საქართველოში მოქმედი საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირების აღიარებას, მონიტორინგსა და ზედამხედველობას;
გ) შეარჩევს საქართველოში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებს მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გასაცემად, აგრეთვე ამტკიცებს მეზღვაურთა სამედიცინო სტანდარტებს;
დ) ახორციელებს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებას და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდულ მონიტორინგს, აგრეთვე ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს გემის მზარეულისთვის და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს/გემის მზარეულის მოწმობას;
ე) იხილავს საჩივრებს;
ვ) ამტკიცებს მეზღვაურთა კვებისა და სასმელი წყლის სტანდარტს;
ზ) ამტკიცებს ქართულ გემზე შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მართვის სახელმძღვანელოს/გზამკვლევს და უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას;
თ) უზრუნველყოფს საწარმოო შემთხვევების გამოკვლევას, აგრეთვე აგროვებს და აანალიზებს ქართულ გემზე საწარმოო შემთხვევებისა და დაავადებების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს და აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს;
ი) იღებს და აქვეყნებს ქართული გემის მიერ კონვენციის შესრულების შემოწმების ანგარიშს.
„კანონით“ ნორმატიულად დარეგულირდა, საქართველოს დროშით მცურავი გემების მფლობელთა (როგორც დამსაქმებელთა) ასევე მეზღვაურთა (დასაქმებულთა) ვალდებულებები, შრომითი ურთიერთობებთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა საკითხი, დასაქმებულთა საჩივრების განხილვის პროცედურების ჩათვლით.
საქართველოს დროშით მცურავ გემებისათვის, „კანონით“ ასევე ამოქმედდა MLC 2006-ით გათვალისწინებული „საზღვაო შრომის სერთიფიკატის“ აღების ვალდებულება. ამ მიზნით, გემთმფლობელმა უნდა წარადგინოს განცხადება DMLC-ის გაცემაზე. გემთმფლობელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გასცემს DMLC Part I ნაწილს.
DMLC I ნაწილის გამოცემისთანავე გემთმფლობელმა უნდა შეავსოს DMLC Part II ნაწილი და უნდა განსაზღვროს მიღებული ზომები ეროვნული კანონმდებლობისა და კონვენციების მუდმივი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
DMLC Part II ნაწილის შემოწმებით, აღიარებული ორგანიზაცია უნდა დარწმუნდეს ეროვნულ კანონმდებლობასთან და კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
აღიარებული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული შემოწმების დასრულების შემდეგ, გაიცემა „საზღვაო შრომის სერთიფიკატი“, რომელიც გაიცემა არაუმეტეს ხუთი წლის მოქმედების ვადით.
„კანონის“ ცალკე თავით ასევე დარეგულირდა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის.
„კანონის“ ამოქმედებით, სავალდებულო გახდა, გემზე მეზღვაურთა დასაქმების საქმიანობაში ჩართულ იურიდიულ პირთა - „საკრუინგო საქმინაობის“ აღიარება. აღიარების წესი და პირობები, სააგენტოს მხრიდან ამ საქმინობის მონიტორინგის წესი, ასევე აღიარების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები, დარეგულირდა სპეციალური კანონქვემდებარე აქტით.
განხორციელებული ნორმატიული რეფორმების, მოქმედ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიზნით, 2023წ. მაისში შეტანილი იქნა ცვლილებები „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ (შემდგომში -„კოდექსი“) (ძალაშია 1997 წლის 1ივლისიდან.) , ცვლილებები ამოქმედდა 2024 წლის 1 ივლისიდან.
„კანონის“ ამოქმედებასთან ერთად, ასევე ამოქმედდა, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის შემდეგი კანონქვემდებარე აქტები ( https://www.mta.gov.ge/ka/content/124 ):
1. ბრძანება №42 05/12/2023წ. „გემზე მუშაობის პირობების ამსახველი ცხრილის დამტკიცების შესახებ“.
2. ბრძანება №43 05/12/2023წ. „თანხის მიღება-ჩაბარებისა და ვალდებულებისგან გათავისუფლების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“.
3. ბრძანება №44 05/12/2023წ. „მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობის სტანდარტული ფორმის დამტკიცების თაობაზე“.
4. ბრძანება №46 25/12/2023წ. „გემზე ცხოვრებისა და დასვენების საშუალებების, საკვებისა და საკვებით მომსახურების წესების დამტკიცების შესახებ“.
5. ბრძანება №49 27/12/2023წ. „საზღვაო შრომის სერტიფიკატის ფორმი დამტკიცების შესახებ“.
6. ბრძანება №50 27/12/2023წ. „საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“.
7. ბრძანება №51 27/12/2023წ. „საზღვაო დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“.
8. ბრძანება № 53 20/02/2024წ. „საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის“ დამტკიცების შესახებ“.

B. გემფლობელის ფინანსური ვალდებულება და მისი უზრუნველყოფა.
ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც „კანონით“ დარეგულირდა, არის ქართული დროშით მცურავი გემის გემფლობელის კონკრეტული ფინანსური პასუხისმგებლობა გემზე დასაქმებულ მეზღვაურთა მიმართ. კერძოდ:
• გემფლობელმა უნდა უზრუნველყოს გემისთვის ისეთი ფინანსური გარანტიის არსებობა, რომელიც საკმარისი იქნება ნებისმიერი მეზღვაურისთვის საწარმოო ტრავმის, ავადმყოფობის ან საფრთხის შედეგად გარდაცვალების ან შრომისუუნარობის ხანგრძლივად დაკარგვის გამო კომპენსაციის გადასახდელად. კომპენსაციის ზღვარი უნდა განისაზღვროს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით. (მუხლი 20.1)
• გემთმფლობელმა უნდა აანაზღაუროს ამ გემზე დასაქმებულ მეზღვაურთან შრომითი ურთიერთობის დაწყების თარიღიდან რეპატრიაციის დასრულების თარიღამდე პერიოდში ან ამ თარიღებს შორის პერიოდში მისი ავადმყოფობით ან ტრავმით გამოწვეული ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯები, კანონით დადგენილი მოცულობით. (მუხლი 20.2)
• მეზღვაურისთვის ხელფასის გადახდის ვალდებულება გემთმფლობელზე არ ვრცელდება, კანონით გათვალისწინებული გამომრიცხველი გარემოებების არსებობის შემთხვევაში. (მუხლის 20.6)
• გემთმფლობელმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა უზრუნველყოს ავადმყოფი ან ტრავმირებული მეზღვაურის ან გარდაცვლილი მეზღვაურის გემზე დარჩენილი ნივთების შენახვა და მისთვის/გარდაცვლილის მემკვიდრისთვის პირველივე შესაძლებლობის- თანავე გადაცემა (მუხლი 20.7)
• დასაქმებულის ნებისმიერი მოთხოვნა, დაკავშირებული შრომითი ურთიერთობების (შრომითი კონტრაქტის მოქმედების) პერიოდში საწარმოო ტრავმის, ავადმყოფობის ან საფრთხის შედეგად მეზღვაურის გარდაცვალებასთან ან მის მიერ შრომისუნარიანობის ხანგრძლივად დაკარგვასთან, როგორც ეს დადგენილია ამ მეზღვაურის ინდვიდუალური შრომითი ხელშეკრულებითა და კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით, წარმოადგენს ე.წ. „სახელშეკრულებო მოთხოვნას“ (მუხლი 21.2)

შრომითი უერთიერთობებიდან დასაქმებულებისადმი წარმოქმნილი ყველა ფინანსური ვალდებულების დაფარვას, გემფლობელი უზრუნველყოფს ე.წ. „ფინანსური გარანტიით“.
• „კანონით“ გათვალისწინებული ფინანსური გარანტია უნდა იყოს გემთმფლობელის მიერ გაფორმებული, ხოლო შესაბამისი თანხა − დაზღვევის ფორმით გადახდილი/ ანაზღაურებული. (მუხლი 21.1)
• გემზე, რომელზედაც ვრცელდება კანონის მოქმედება, უნდა ინახებოდეს ინგლისურ ენაზე შედგენილი ფინანსური გარანტიის მტკიცებულება, რომელიც გაცემულია ფინანსური გარანტიის გამცემის მიერ, (მუხლი 22.1)
• ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/ასლები, გემზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მეზღვაურისთვის. (მუხლი 22.2)
• ფინანსური გარანტიის მოქმედება არ შეიძლება შეწყდეს მასში აღნიშნული მოქმედების ვადის გასვლამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფინანსური გარანტიის გამცემი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მისი შეწყვეტის შესახებ არანაკლებ 30 დღით ადრე წერილობით აცნობებს. (მუხლი 22.4)
რაც შეეხება „კონვენციით“ დადგენილ წესებს შრომითი ურთიერთობებიდან კომპენსაციასთან დაკავშირებით, „კონვენცია“ ასევე ადგენს გემფლობელის ზოგად ვალდებულების ფარგლებს: MLC 2006; სტანდარტი A.4.2.1. პირველი ნაწილის, “b” პუნქტი „გემთმფლობელებმა უნდა უზრუნველყონ ფინანსური უზრუნველყოფა, რათა გადაიხადოს კომპენსაცია მეზღვაურის სიკვდილის ან ხანგრძლივი ინვალიდობის შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია პროფესიული ტრავმით, ავადმყოფობით ან საფრთხეებით, როგორც ეს არის გათვალისწინებული ეროვნული კანონმდებლობით, მეზღვაურის დასაქმების ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით.“
აღსანიშნავია, რომ „კონვენცია“ უპირობოდ არ ავალდებულებს გემთმფლობელს, მეზღვაურის გარდაცვალების ყველა შემთხვევაში გადაიხადოს კომპენსაცია. ადგენს მისი გადახდისგან გათავისუფლების შემთხვევებს, კერძოდ: „MLC კონვენციის’’ A4.2.1. სტანდარტის მე-5 პუნქტის თანახმად, გემფლობელი თავისუფლდება კომპენსაციის გადახდაზე პასუხისმგებლობისგან, როდესაც:
(ა) ტრამვა, რომელსაც მეზღვაური მიიღებს იმ სხვა მიზეზით, რომელიც არ იქნება დაკავშირებული გემზე შრომასთან.
(ბ) ტრამვის ან ავადმყოფობის შემთხვევაში, რომელიც გამოწვეული იქნება დისციპლინის განზრახ დარღვევის გამო, ავადმყოფი, ტრამვირებული ან გარდაცვლილი მეზღვაურის მიერ.
საქართველოს კანონი მეზღვაურთა შრომის შესახებ, კონვენციის მსგავსად იზიარებს გემთმფლობელის პასუხისმგებლობების გამომრიცხავ გარემოებებს და მეზღვაურისათვის ხელფასის გადახდის ვალდებულებისგან ათავისუფლებს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) მეზღვაურს ტრავმა გემზე მუშაობის გამო არ მიუღია;
ბ) მეზღვაურის ავად გახდომა, ტრავმირება ან გარდაცვალება მისი განზრახი ქმედების შედეგია;
გ) მეზღვაურმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერისას შეგნებულად დამალა.

C. კოლექტიური შრომითი ხელშეკრულება (CBA)
„კანონი“ და „კონვენცია“ იმპერატიულად ადგენს დასაქმებულთა მიმართ, გემფლობელის ზოგად ფინანსურ პასუხისმგებლობას. იგი არ ადგენს, შრომითი ურთიერთობის პერიოდში საწარმოო ტრავმის, ავადმყოფობის ან საფრთხის შედეგად მეზღვაურის ბუნებრივად გარდაცვალებასთან ან მის მიერ შრომისუნარიანობის ხანგრძლივად დაკარგვის შედეგად, კომპენსაციის გასაცემის კონკრეტულ პირობებს, გამონაკლისებს, ასევე კომპენსაციის ოდენობას/განაკვეთს. კომპენსაციის გაცემის პირობები და მისი განაკვეთი მათ შორის კომპენსაციის მიმღები პირის/სუბიექტის იდენტიფიკაციის წესი, დგინდება კონკრეტული დამსაქმებლის მიერ, დასაქმებულთა პოზიციების/კვალიფიკაციის, ასევე შრომის უნარის დაკარგვის ხარისხის გათვალისწინებით.
კონკრეტული შრომითი ურთიერთობის სხვა დეტალებთან ერთად, გეემფლობელის ფინანსური პასუხისმგებლობების საკითხები დარეგულირებულია კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით (Collective Bargaining Agreement შემოკლებით - CBA). რომელიც წარმოადგენს მეზღვაურის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილს.
CBA ფორმდება, გემთფლობელსა და ტრანსპორტის მუშაკთა (მეზღვაურთა) საერთაშორისო ფედერაციის (ITF) ( https://www.itfseafarers.org/ru/about-us ) -ის რომელიმე რეგიონალურ ოფისს შორის.
ასეთი კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების პირობები შემუშავებულია ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) სტანდარტული (სარეკომენდაციო) ფორმებით და პერიოდულად ხდება მათი განახლება. დღეისათვის მოქმედებაშია СВА (2015 -https://www.itfseafarers.org/sites/default/files/node/resources/files/ITF%20STANDARD%20CBA%202015.pdf ); (2019 – 2020 -https://www.itfseafarers.org/sites/default/files/node/resources/files/UNIFORM%20TCC%20FINAL%202019-2020.pdf ); (2022 – 2023 -https://www.ljs.lt/wp-content/uploads/2021/11/ITF-UNIFORM-TCC-2022-2023.pdf ) რედაქციით გათვალისწინებული ფორმები.
„კანონი“-ს და „კონვენციის“ დებულებები იმპერატიული ხასიათისაა საქართველოს და უცხო ქვეყნის დროშით მცურავ გემებზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქე მეზღვაურთათვის.
განსხვავებით ამისგან, ტრანსპორტის მუშაკთა (მეზღვაურთა) პროფესიული კავშირის (ITF) სტანდარტები, დისპოზიციური ხასიათისაა და კონკრეტული დავის გადაწყვეტის მიზნით მათი გამოყენება, კომპენსაციის განაკვეთების ჩათვლით, შესაძლებელია, მხოლოდ ასეთზე გემფლობელთან წერილობითი შეთანხმების არსებობის შემთხვევში.
გემთფლობელსა და ტრანსპორტის მუშაკთა (მეზღვაურთა) პროფესიული კავშირის (ITF) -ის რომელიმე რეგიონალურ ოფისს შორის გაფორმებული CBA წარმოადგენს, სწორედ ასეთ შეტანხმებას, რომელსაც გააჩნია, ხელშეკრულებისმიერი ბოჭვის ძალა, გემფლობელისათვის. ამდენად, კონკრეტული საზღვაო შრომითი დავის რეგულირების მიზნებისათვის რელევანტურ და სავალდებულო დოკუმენტს წარმოადგენს კონკრეტული გემისათვის იურიდიული ძალის მქონე კოლექტიური შრომითი ხელშეკრულება (CBA) მიუხედავად იმისა, იმ დროშის სახელმწიფო, რომლის ქვეშაც დაცურავს ეს გემი, ფორმალურად მონაწილეობს თუ არა MLC 2006წ. კონვენციაში.

FOR ENGLISH : Maritime Labor Reform in Georgia - https://clsc.ge/en/englishblog-single-page-layout/maritime-labor-reform-in-georgia/

კონსულტაციისთვის შეავსეთ ქვემოთ მოცემული ბმული. For consultation, fill out the link below⤵️
🔗 https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdc6IXaIXJReFcCQBDkm8-pyyutyYJGfFjn0Hbgk7kYTdoZmg/viewform
🌐 https://clsc.ge/
📧 [email protected]
📞 +995 568 40 60 45
📞 +995 577 28 52 98
📌 ს. ზუბალაშვილის ქუჩა N37. S.Zubalashvili Sreet N37
#იურიდიულიკონსულტაცია #იურიდიულიმომსახურება #იურისტი #მეზღვაურთაშრომა

05/09/2024

📣მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი გუნდის წევრი, კომპანიის წამყვანი ადვოკატი არმაზ ძირკვაძე, პარტნიორების რეკომენდაციით, ასევე საერთაშორისო განათლების ცენტრისა და აჭარის განათლების სამინისტროს დაფინანსებით, გაივლის ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას სუონსის უნივერსიტეტში (Swansea University)* საერთაშორისო კომერციული და საზღვაო სამართლის მიმართულებით.
🎓 სუონსის უნივერსიტეტი (Swansea University) წარმოადგენს ერთ-ერთ ძველ და ავტორიტეტულ უმაღლეს სასწავლებელს. უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამები კონცენტრირებულია საერთაშორისო კერძო საზღვაო სამართალსა და საერთაშორისო სავაჭრო სამართალზე.
✅ სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდგომ, არმაზ ძირკვაძე იქნება საზღვაო და კომერციულ სამართალში, ბრიტანული განათლების მქონე ერთადერთი სპეციალისტი რეგიონში, რაც მისცემს შესაძლებლობას ჩვენს კომპანიას შესთავაზოს კლიენტებს ფართო სპექტრის იურიდიული მომსახურება, საერთაშორისო სავაჭრო, საზღვაო და ზოგადად ინგლისური სამართლის მიმართულებით. დაუახლოვდეს საერთაშორისო საზღვაო კომერციის/ვაჭრობის თანამედროვე ტენდენციებს და პრაქტიკას. მათ შორის ჩავერთოთ საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში, საზღვაო გადაზიდვებისა და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით.
🎉 ჩვენი გუნდი ულოცავს არმაზს და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

*https://www.swansea.ac.uk/?utm_source=hotcourses&utm_medium=profile+&utm_campaign=hotcourses_profile+&utm_id=international23

კონსულტაციისთვის შეავსეთ ქვემოთ მოცემული ბმული. For consultation, fill out the link below⤵️
🔗 https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdc6IXaIXJReFcCQBDkm8-pyyutyYJGfFjn0Hbgk7kYTdoZmg/viewform
🌐 https://clsc.ge/
📧 [email protected]
📞 +995 568 40 60 45
📞 +995 577 28 52 98
📌 ს. ზუბალაშვილის ქუჩა N37. S.Zubalashvili Sreet N37
#იურიდიულიკონსულტაცია #იურიდიულიმომსახურება #იურისტი

⚖️ კომერციულ დავაში შესაძლებელია წარმოიშვას სადაო გარემოებათა სამართლებრივი კვალიფიკაციის პრობლემა, რომლის სწორი გადაწყვ...
04/09/2024

⚖️ კომერციულ დავაში შესაძლებელია წარმოიშვას სადაო გარემოებათა სამართლებრივი კვალიფიკაციის პრობლემა, რომლის სწორი გადაწყვეტა დამოკიდებულია კონკრეტულ, სპეციალურ ურთიერთობათა რეგულირების გამოცდილებაზე. სასამართლოების გადატვირთულობის და ზოგადად კომერციულ დავათა გადაწყვეტის მწირი პრაქტიკის გამო, მოსამართლე ხშირად შეზღუდულია სათანადოდ ჩაწვდეს, ასეთი დავების სპეციფიკას, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება მართლმსაჯულების ეფექტურობასა და ხარისხზე.
📌📃 ჩვენი კომპანიის მომსახურეობათა ჩამონათვალში გათვალისწინებული გვაქვს სპეციალური პროდუქტი: დაინტერესებული პირის დაკვეთით, სასამართლოში / არბიტრაჟში მიმდინარე სამოქალაქო დავაზე ‘სასამართლო მეგობრის“ (Amicus Curiae) მოსაზრების მომზადება, რომლის მიზანია სასამართლოს მიაწოდოს დასაბუთებული მოსაზრება კონკრეტული დავის რეგულირების სპეციფიკაზე, რითაც პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს ზოგადად მართლმსაჯულების პროცესზე.
▶️ 2024 წლის მაისში „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრების მომზადების მიზნით მოგვმართა საქართველოში ერთერთმა მსხვილმა სატრანსპორტო-საექსპედიციო კომპანიამ, რომელსაც სატრანსპორტო ექსპედიციის ფარგლებში ტვირთის დაზიანების გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაეკისრა დიდი ოდენობით ზიანის კომპენსაცია. სასამართლო გადაწყვეტილებაში დასაბუთების ნაწილში გამოყენებული იყო ციტატები/შეფასებები, კომპანიის მმართველი პარტნიორი: პაატა კოპალეიშვილის მიერ, თსუ-ს სამართლის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიიდან „სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების ძირითადი კონსტრუქციები“ .
( სტატია: „სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების ძირითადი კონსტრუქციები“ იხ. სრულად https://jlaw.tsu.ge/index.php/JLaw/article/download/2588/2798/3613 გვ.201-228 )
🖋 მასალების შესწავლის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ სტატიაში მოყვანილი შეფასებები და დასკვნების, სასამართლოს მიერ ინტერპრეტირებული იყო განსხვავებულად. შედეგად, მომზადდა „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება, რომელშიც შეფასებული იქნა საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული, სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების რეგულირების თავისებურებები, ასევე სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულებათა ერთმანეთისგან გამიჯვნის სტანდარტები და სამართლებრივი ნიშნები.
📍✅ თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2024წ. ივლისში გამართულ სხდომაზე გაიზიარა ჩვენს მიერ მომზადებული სასამართლო „მეგობრის მოსაზრება“. გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით გარემოებიბი სამართლებრივად სწორედ სტატიაში მითითებული დასკვნების შესაბამისად დააკვალიფიცირა.

⚖️ In a commercial dispute, it is possible to have a problem of legal qualification of disputed circumstances, the correct solution of which depends on the experience of regulating specific, special relations. Due to the congestion of courts and the poor practice of resolving commercial disputes in general, judges are often limited to properly understand the specifics of such disputes, which ultimately negatively affects the effectiveness and quality of justice.
📌📃 In the list of our company's services, we have provided a special product: on the order of an interested person, preparation of an "Amicus Curiae" opinion on a civil dispute in court / arbitration, the purpose of which is to provide the court with a reasoned opinion on the specifics of the regulation of a particular dispute, thereby having a positive impact on the justice process in general.
▶️ In May 2024, in order to prepare a " Amicus Curiae " opinion, we were approached by one of the largest transport and forwarding companies in Georgia, which, by the decision of the Tbilisi City Court, was ordered to compensate a large amount of damages due to damage to the cargo within the transport expedition. In the reasoning part of the court decision, quotes/estimates were used from the article "Main Constructions of the Transport Expedition Agreement" published in the TSU Law Journal by the managing partner of the company: Paata Kopaleishvili.
( Article: "Main constructions of the contract of transport expedition" see fully https://jlaw.tsu.ge/index.php/JLaw/article/download/2588/2798/3613 pg.201-228)
🖋 As a result of studying the materials, we came to the conclusion that the assessments and conclusions given in the article were interpreted differently by the court. As a result, the opinion of the „Amicus curiae” was prepared, in which the peculiarities of the regulation of the transport expedition agreement established in international practice were evaluated, as well as the standards and legal signs of the separation of transport expedition agreements.
📍✅The Civil Affairs Chamber of the Tbilisi Court of Appeal shared the „Amicus curiae“ opinion prepared by us at the session held in July 2024. annulled the decision of the court of first instance and with a new decision qualified the circumstances legally in accordance with the conclusions specified in the article.

კონსულტაციისთვის შეავსეთ ქვემოთ მოცემული ბმული. For consultation, fill out the link below⤵️
🔗 https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdc6IXaIXJReFcCQBDkm8-pyyutyYJGfFjn0Hbgk7kYTdoZmg/viewform
🌐 https://clsc.ge/
📧 [email protected]
📞 +995 568 40 60 45
📞 +995 577 28 52 98
📌 ს. ზუბალაშვილის ქუჩა N37. S.Zubalashvili Sreet N37
#იურიდიულიკონსულტაცია #იურიდიულიმომსახურება #იურისტი

Address

S. Zubalashvili Street 37
Batumi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when CLS Law Company posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share