თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი

თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი (+995) 593 - 38 - 81 - 38

✅️‼️⚖️ კიდევ ერთი წარმატებით დასრულებული სამედიაციო შეთანხმება! ვულოცავ მხარეებს ამ მნიშვნელოვან შედეგს და ვუსურვებთ პრო...
11/07/2026

✅️‼️⚖️ კიდევ ერთი წარმატებით დასრულებული სამედიაციო შეთანხმება! ვულოცავ მხარეებს ამ მნიშვნელოვან შედეგს და ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას 🙂

ჩვენი პროფესია საკმაოდ საპასუხისმგებლო და რთული პროფესიაა,რომელიც მოითხოვს დისციპლინას, შრომისმოყვარეობას პრინციპულობასა და უწყვეტი განვითარების სურვილს.
ეს არის პროფესია, რომელსაც ფაქტობრივად ჩვენი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ვუთმობთ, მაგრამ ყველაზე დიდი ძალა მოდის შედეგიდან-თითოეული უფლებააღდგენილი ადამიანი ჩემი შრომის ყველაზე მნიშვნელოვანი დაფასებაა.
ყველამ, ვინც მიცნობს, იცის, რომ მორიგების გზით დასრულებულ სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით ჩემი პრაქტიკა მწირი არ არის.
საქმის მორიგებით დასრულება არანაკლებ მნიშვნელოვანი ფორმაა, ვიდრე საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა. ზოგჯერ კი მორიგება უკეთესი ალტერნატივაა.
სასამართლო დავა, როგორც წესი, ხანგრძლივ და სამართლებრივად რთულ პროცესს უკავშირდება. მორიგება კი ის სამართლებრივი მოვლენაა, რომელიც მარტივად და მხარეთა ნების მაქსიმალური გათვალისწინებით, კანონიერი გზით წყვეტს არსებულ უთანხმოებას.
მორიგების გავლენა სამოქალაქო საქმის წარმოებაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითია, როგორც მოდავე მხარეთათვის, აგრეთვე სასამართლოსთვის,რადგან სწორედ სასამართლოსთვისაა ყველაზე უკეთ ცნობილი საქმის წარმოების ის სირთულეები, რომელთა წინაშეც დავის განხილვისას დგას მხარეებიც და სასამართლოც. სწორედ სასამართლოოსთვისაა ცნობილი, რამდენად ხანგრძლივი გზა უნდა განვლოს თითოეულმა მხარემ სასურველი გამარჯვების მისაღწევად.
სწორედ ასეთი შედეგით დავასრულე კიდევ ერთი სამოქალაქო საქმე. რომლის წარმატებით დასრულებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს კოლეგას Vitali Khalvashi-ს. მინდა მადლობა გადავუხადო მას პროფესიონალიზმისა და გაწეული შრომისთვის.

“სამართალი არ არის თვითმიზანი, არამედ განსაზღვრული მიზნის მიღწევის საშუალება”.

დღეს, მრავალწლიანი სამოქალაქო დავა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა‼️⚖️ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამ...
21/05/2026

დღეს, მრავალწლიანი სამოქალაქო დავა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა‼️
⚖️ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლის 👩‍🎓ირმა ტოგონიძის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ჩვენი მარწმუნებლის, მოსარჩელე ჯ.მ_ს სამოქალაქო სარჩელი და მოპასუხე დავალდებულდა მოსარჩელეს საკუთრებაში გადასცეს 100 კვ.მ საცხოვრებელი ბინა. (უფლების დათმობის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე)
ვულოცავ, ჩვენს მარწმუნებელს ამ უმნიშვნელოვანეს და პრინციპულ გამარჯვებას.
მრავალი წლის მანძილზე ერთი წუთითაც არ შეგვიწყვეტია ბრძოლა სამართლიანობისათვის და შედეგმაც არ დააყოვნა ! მადლობა ყველას ვინც ქალბატონი ჯ.მ - ს სიხარული გაიზიარა. განსაკუთრებით ჩვენი თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი გუნდის წევრებს. Salome Kavshbaia
მიუხედავად მოპასუხეთა მხრიდან განხორციელებული ბევრი წინააღმდეგობის, უსამართლო და ამორალური ქმედებებისა, დღეს აღდგა სამართალი, რომელსაც ჩვენი მარწმუნებელი ათწლეულების განმავლობაში ელოდა.
თუ 0.001 % მორალი გააჩნია მოწინააღმდეგე მხარეს, წესით არც კი უნდა გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება! თუმცა ამის მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს! წინ კიდევ დიდი გამოწვევები და ბრძოლა გვიწევს და ამასაც დავძლევთ თქვენთან ერთად ქ/ნ Jeri Memishishi ❤️

კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი‼️✅️ ამჯერად უკვე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში🙂სასამართლოს შემადგენლობამ არ დააკმა...
07/05/2026

კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი‼️✅️ ამჯერად უკვე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში🙂
სასამართლოს შემადგენლობამ არ დააკმაყოფილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის საჩივარი და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი.
ვულოცავ ალეკო მიქელაძეს და ანა გოგელიას ამ გამარჯვებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე ქალბატონი თათია გოგოლაური ❤️🙌

წარმოგიდგენთ “თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისის” თანადამფუძნებელს და მეორე მმართველ პარტნიორს, ადვოკატს სამოქალაქო და ად...
27/04/2026

წარმოგიდგენთ “თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისის” თანადამფუძნებელს და მეორე მმართველ პარტნიორს, ადვოკატს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - სალომე ქავშბაიას / Lawyer Salome Kavshbaia • ადვოკატი სალომე ქავშბაია
• ის გახლავთ მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და უკომპრომისო ახალგაზრდა,რომელიც გამოირჩევა პრინციპულობით,მიზანდასახულობით,კორექტულობით,ტაქტით,ზომიერების გრძნობითა და პროფესიისადმი სიყვარულით.
• მისმა პროფესიონალიზმმა და კლიენტებისადმი ინდივიდუალურმა მიდგომამ განაპირობა, როგორც მისი ასევე “თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისის” წარმატება და განსაკუთრებული ადგილი სამართლებრივ სივრცეში.
• რათქმაუნდა,სალომე მზადაა გემსახუროთ ყველა სამართლებრივი პრობლემის აღმოფხვრამდე და მის მიერ დაგროვილი
ცოდნა და გამოცდილება თქვენი ინტერესების დაცვას მოახმაროს.

23/04/2026
გვსურს  გაგაცნოთ ჩვენი გუნდის  წევრი, მარიამ ჯორბენაძე, რომელიც "თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისში" საქმიანობას ახორციელ...
15/04/2026

გვსურს გაგაცნოთ ჩვენი გუნდის წევრი, მარიამ ჯორბენაძე, რომელიც "თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისში" საქმიანობას ახორციელებს სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატის პოზიციაზე.

მარიამმა ერთ წლიანი სტაჟირება გაიარა ჩვენს საადვოკატო ოფისში, სადაც მიიღო პრაქტიკული გამოცდილება სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში.

მარიამი არის არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტის წარმატებული მონაწილე და აქვს პრაქტიკული გამოცდილება სისხლის სამართლის საკითხებში. ის ორი წლის განმავლობაში იყო პარალეგალი აჭარის რეგიონში.
და ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მონაწილეობდა იმიტირებულ პროცესებში როგორც სხვადასხვა რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, ასევე საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

⚖️ გვჯერა, რომ მისი ცოდნა, პრაქტიკული გამოცილება და პროფესიული უნარ-ჩვევები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი გუნდის საქმიანობაში.

გვსურს გაგაცნოთ ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ახალი წევრი — ნიკა ზოიძე, რომელიც „თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისში“ საქმიანობა...
26/03/2026

გვსურს გაგაცნოთ ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ახალი წევრი — ნიკა ზოიძე, რომელიც „თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისში“ საქმიანობას ახორციელებს სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.

ნიკას გააჩნია მრავალმხრივი პრაქტიკული იურიდიული გამოცდილება, რომელიც მიღებული აქვს როგორც სამედიცინო, ასევე იურიდიულ კლინიკასა და უძრავი ქონების სექტორში. იგი ფლობს მოლაპარაკებების წარმოებისა და სახელშეკრულებო ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების მნიშვნელოვან პრაქტიკულ უნარებს.

მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი სფეროებია:
* საოჯახო და სამემკვიდრეო სამართალი⚖️
* შრომითი სამართალი⚖️
* სამედიცინო სამართალი⚖️
* დელიქტური ვალდებულებები⚖️
* სახელშეკრულებო სამართალი⚖️

გვჯერა, რომ ნიკა ზოიძის თეორიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და განვითარებული პროფესიული უნარ-ჩვევები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი გუნდის ეფექტიან და შედეგზე ორიენტირებულ საქმიანობაში.

Address

26 May 68
Batumi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი:

Share