14/12/2025
მოგესალმებით, კოლეგებო!
მოხარული ვარ გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის სახელით და მხარდაჭერით
ვმონაწილეობ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში და კენჭს ვიყრი სარევიზიო კომისიის წევრის პოზიციაზე Irakli Chomakhashvili / ირაკლი ჩომახაშვილი ს გუნდთან ერთად!
პროფესია ადვოკატობა ჩემთვის ღირსებასთან და კეთილსინდისიერებასთან ასოცირდება.
ჩემი 13 წლიანი გამოცდილებით ვიმუშავებ სარევიზიო კომისიაში გამჭვირვალობის, გუნდურობის, სამართლიანი შიდა და გარე კონტროლის სისტემის ეფექტურობის გაძლიერებისთვის და გაზრდისთვის.
ვიშრომებ იმისთვის, რომ ფინანსური ხარჯები უფრო გამჭვირვალე გავხადო რათქმაუნდა ეთიკის ნორმების შესაბამისად.
ვიშრომებ, იმისთვის რომ სარევიზიო კომისია უფრო მეტად ანგარიშვალდებული იყოს თითოეული ადვოკატის წინაშე!
ვიშრომებ იმისთვის, რომ ადვოკატის ინსტიტუტისათვის ნდობა გამყარედეს!
ვიშრომებ იმისთვის, რომ გაძლიერდეს პროფესიული ღირსება, კოლეგიულობა და ურთიერთპატივისცემა!
ვიშრომებ ჩვენი პროფესიის გაძლიერებისთვის, ცვლილებისთვის და პროგრესისთვის თქვენთან ერთად - თითოეული ადვოკატის სახელით და ღირსებით.
წინასწარ მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის!