03/09/2020
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი 🧐
- ვინ განიხილავს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეებს?📜
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეებს განიხილავს მოსამართლე ან სასამართლოს შესაბამისი მოხელე.👩🎓
- რა შემთხვევაში ადგენს სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ❓
სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთების აღდგენა სხვა საშულებით შეუძლებელია.🤷♀️
- იურიდიული მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს განიხილავს სასამართლო უდავო წარმოების წესით?
სასამართლო ადგენს იმ ფაქტებს, რომლებზეც არის დამოკიდებული მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა. კერძოდ, საქმეები: 💼
ა) პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ;
ბ) პირის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტის დადგენის შესახებ;
გ) მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის ფაქტების დადგენის შესახებ;
დ) უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს;
ე) მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ;
- როგორ მოვიქცეთ, თუ პირს სასამართლოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენაზე?🏛❌❓
მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიული ფაქტის დადგენაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით 14 დღის ვადაში, ხოლო სასამართლოს შესაბამისი მოხელის (მაგისტრი) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს იმავე სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.📜📬✅
👩💻იურიდიული კომპანია „სანდო მრჩეველი“ დაგეხმარებათ იურიდიული ფაქტის აღიარებასთან დაკავშირებული დავების მოგვარებაში.
ჩვენი რჩევა, თქვენი წარმატება ! 🔐
მისამართი: ქ.ბათუმი, ქუთაისის ქუჩა N7🏃♀️
ელექტრონული ფოსტა: [email protected] 🔍
☎️ტელ: 551960404 და/ან 551450404