ადვოკატი გაგი ჩოხელი / Lawyer Gagi Chokheli

  • Home
  • ადვოკატი გაგი ჩოხელი / Lawyer Gagi Chokheli

ადვოკატი გაგი ჩოხელი / Lawyer Gagi Chokheli ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალი

გაგი ჩოხელი:

ადვოკატი, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის წევრი; სპეციალიზირებული ადვოკატი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში; ორგანიზაცია: ,,ახალი თაობა სამართლისთვის" თანადამფუძნებელი;
დანაშაულისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ცენტრის მკვლევარი ;
სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ტრენერი, სისხლის სამართლის მიმართულებით.

ს.ს.-ს, რომელსაც ბრალად ედებოდა დიდი ოდენობით თანხის ქურდობა, თავისუფალია და გადაურჩა 6 - დან 10 წლამდე თავისუფლების აღკ...
12/02/2026

ს.ს.-ს, რომელსაც ბრალად ედებოდა დიდი ოდენობით თანხის ქურდობა, თავისუფალია და გადაურჩა 6 - დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ს.ს.-ს ინტერესებს ჩემთან ერთად იცავდა უნიჭიერესი კაცი – გიორგი თურქესტანიშვილი.
გიორგი თურქესტანიშვილი / Giorgi Turkestanishvili

07/12/2025

🔹️ გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე არ ეთანხმებიან წარდგენილ ბრალს , მაგრამ მათი სურვილია დაზარალებულ პირებს დაუბრუნდეთ კუთვნილი თანხები.

🔹️ ოფიციალურად, დაზარალებულადაა ცნობილი 244 ადამიანი , თუმცა რეალურად ამ დრომდე მხოლოდ 88 ადამიანთან მიმართებით აქვს ,,სფერო ინვესტს" თანხის დაბრუნების ვალდებულება, რომელთა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება და ჯამში მივიღებთ 570 დაზარალებულ პირს.

🔹️პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა გივი წულეისკირისა და გიორგი მურუსიძის მიერ დაწყებული მოლაპარაკებების ბოლომდე მიყვანა, პარტნიორ კომპანიებთან თუ უცხოელ ინვესტორებთან.

🔹️ბრალდებულების მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შემთხვევაში იქნება მხოლოდ შესაძლებელი, რომ თითოეული სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირი დაკმაყოფილდეს დროულად.

🔹️დაზარალებულმა პირებმა უნდა იმოქმედონ საკუთარი შეხედულებისამებრ და არავის უნდა მისცენ მათ თავისუფალ ნებაში ჩარევის უფლება.

12/11/2025
08/08/2025

🔹️ ამ და სხვა სახის დანაშაულებს ვერ მოვსპობთ მხოლოდ სასჯელის გამკაცრებით, რადგან დამატებითი ,,ხანგრძლივი პრევენციული მექანიზმების" გარეშე ყოველთვის ერთ წრეზე ვიტრიალებთ.

სიბნელეზე სინათლის, ბოროტებაზე სიკეთის, სიკვდილზე სიცოცხლის, გამარჯვების ამ დიდებულ დღეს გილოცავთ ❤️
19/04/2025

სიბნელეზე სინათლის, ბოროტებაზე სიკეთის, სიკვდილზე სიცოცხლის, გამარჯვების ამ დიდებულ დღეს გილოცავთ ❤️

22/02/2025

🔹️ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირველად გაქვს ,,შეხება" სამართალდამცავ სისტემასთან, შიშის საფუძველზე ან/და განთავისუფლების სურვილით შეიძლება ისეთი რამ დაიბრალო, რაც რეალურად არ ჩაგიდენია და ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ არც თუ ისე იშვიათია პრაქტიკაში, ამიტომ ზოგჯერ ზეპირსიტყვიერად დაფიქსირებული ინფორმაციაც კი შესაძლოა წინ დაგხვდეს, მტკიცებულების სახით, მიუხედავად იმისა დოკუმენტზე (გამოკითხვის ოქმი) მოაწერე თუ არა ხელი.

🔹️ სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსის მონაწილეებს, როდესაც ვარჩევდით, გასაუბრების საფუძველზე, ამ ხალხს შევპირდი, რომ ეს...
15/02/2025

🔹️ სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსის მონაწილეებს, როდესაც ვარჩევდით, გასაუბრების საფუძველზე, ამ ხალხს შევპირდი, რომ ეს პროექტი არ იქნებოდა ,,გასართობი" ხასიათის და თუ იყვნენ ამისთვის მზად ბოლომდე დავიხარჯებოდი, რათა გამეზიარებინა საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება - ეს რამდენად შევძელი მათი შესაფასებელია, თუმცა ბედნიერი ვარ იმით, რომ დღეს ამ მაგარი ხალხის სახით უკვე მყავს ახლად შეძენილი მეგობრები, რომლებიც უდიდეს ენერგიას დებენ იმაში, რომ გახდნენ საკუთარი პროფესიის საუკეთესო წარმომადგენლები . ⚖️ 🇬🇪

პ.ს. მადლობა Company -ის შეხვედრების ორგანიზებისთვის !

06/02/2025

☑️ ამ ,,მძიმე" დანაშაულზე, თუ ბავშვებს/ახალგაზრდებს ხშირად არ ვესაუბრეთ, მხოლოდ სასჯელის გამკაცრებით ვერაფერს მივაღწევთ .

📍 ადვოკატი , როდესაც სწორად აფასებს საქმის გარემოებებს და ხვდება რომ დიდია ალბათობა დაცვის ქვეშ მყოფი პირის, სასამართლოს...
05/01/2025

📍 ადვოკატი , როდესაც სწორად აფასებს საქმის გარემოებებს და ხვდება რომ დიდია ალბათობა დაცვის ქვეშ მყოფი პირის, სასამართლოს მიერ, დამნაშავედ ცნობის ასეთ დროს ( მეტი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით) არ უნდა ურჩიოს ბრადებულს ბრძოლა გამამართლებელი განაჩენისთვის.

🔹️ საქმის გაცნობის შემდეგ, თუ ადვოკატმა სწორად არ შეარჩია სტრატეგია ეს გამოიწვევს დასაცავი პირის დაღუპვას (რიგ შემთხვევებში პირის მრავალწლიან პატიმრობას) .

🔹️ წინამდებარე საქმეში დასაცავ პირს ბრალად ედებოდა მძიმე დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით განსაკუთრებით დიდი ოდენობით (ჯამში 94 000 ლარამდე ღირებულების) ძვირფასი ნივთების შემოტანა .

🔹️ ბევრი სირთულის დაძლევის და ბრალდებულთან ერთად შეთანხმებული მოქმედების ხარჯზე დასაცავ პირს , სასჯელის სახით, განესაზღვრა მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, რაც საქმის სპეციფიკის, წარდგენილი ბრალისა და ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით გამამართლებელი განაჩენის ტოლფასია.

პ.ს. მაქვს იმედი, რომ 2025 წელი სრულიად საქართველოსთვის იქნება ბედნიერების, ბევრი სიკეთისა და მშვიდობის მომტანი. 🇬🇪

უნივერსიტეტისა და სამსახურის შემდეგ , რო მოდიან და დამატებით სამ საათიან ტრენინგს ესწრებიან როგორ არ უნდა გჯეროდეს კაცს,...
09/11/2024

უნივერსიტეტისა და სამსახურის შემდეგ , რო მოდიან და დამატებით სამ საათიან ტრენინგს ესწრებიან როგორ არ უნდა გჯეროდეს კაცს, ამ ხალხის დიდი მომავლის ⚖️🇬🇪

🇬🇪⚖️ ესაც ასე !  დღეს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი,  ბრალდებული ნ.დ. ორ თვიანი პატიმრობის შემდეგ განთავისუფლდა  ,,წინასასამარ...
04/11/2024

🇬🇪⚖️ ესაც ასე ! დღეს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ბრალდებული ნ.დ. ორ თვიანი პატიმრობის შემდეგ განთავისუფლდა ,,წინასასამართლო სხდომის დარბაზიდან" !

მოსამართლე: ნინო თარაშვილი

Address

Tbilisi

Telephone

+995558990277

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი გაგი ჩოხელი / Lawyer Gagi Chokheli posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ადვოკატი გაგი ჩოხელი / Lawyer Gagi Chokheli:

  • Want your business to be the top-listed Law Practice?

Share