Omar Purtseladze / ომარ ფურცელაძე

Omar Purtseladze / ომარ ფურცელაძე 🇬🇪 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
🇬🇪 Member, Georgian Bar Association

11/06/2026

ვის ემალება სასამართლო და პროკურატურა?

სასამართლო სხდომა უნდა გაიხსნას მედიის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო პარტნიორების, სადამკვირვებლო მისიებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის.

11/06/2026

ოპოზიციის დევნის საქმე და მოსამართლის მიკერძოება.

11/06/2026

ვის და რატომ ემალება სასამართლო?!

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძე, ოპოზიციის სისხლის სამართლის საქმეზე უარს ამბობს საქმის განხილვის სხდომაზე დიპლომატიური კორპუსის, სადამკვირვებლო მისიების და საერთაშორისო, უფლებადამცველი ორგანიზაციების დაშვებაზე.

შესანიშნავი პრეცედენტი! რამდენიმე წუთის წინ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამართლდა წარდგენილი სამი ბრალდებიდან ორში, იმ დათქმ...
10/06/2026

შესანიშნავი პრეცედენტი!

რამდენიმე წუთის წინ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამართლდა წარდგენილი სამი ბრალდებიდან ორში, იმ დათქმით, რომ მესამე ბრალს თავად აღიარებდა.

მათ შორის, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებაში, რისთვისაც სასჯელი 16 წლიდან იწყება.

სამართლებრივი თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სასამართლოს განმარტება, რაც გამამართლებელ გადაწყვეტილებას უძღოდა წინ და მომავალში შეიძლება უამრავ ადამიანს დაეხმაროს!

30/05/2026

ძალადობა წარმოადგენს დამკვიდრებულ პრაქტიკას.

ერთი ადამიანიც კი არ გამოიძებნა, ვინც ხელს შეუშლიდა ძალადობას.

30/05/2026

როცა ძალადობას იყენებ პოლიტიკური მიზნებისთვის, ვერ განსაზღვრავ, სად გაჩერდება.

28/05/2026

ძალადობა და განსაკუთრებით საპოლიციო ძალადობის სტიმულირება არის აშვებული მონსტრი.

27/05/2026

თუ რაიმე სამართლებრივი გაგება არსებობს, წამებისა და არაადამიანური, მათ შორის, ღირსების შემლახავი მოპყრობის, ყველაფერი არის ნაჩვენები ეკრანზე.

27/05/2026

მოძალადე პოლიციელებზე ადრე დააკავეს ძალადობის მსხვერპლი!

რატომ?

იმიტომ, რომ არსებული სისტემის თიხის ფეხები ძალადობის ამსრულებლები არიან.

არსებულ კონსტრუქციაში გაცილებით ძვირფასია ერთი მორჩილი მოძალადე, ვიდრე ათასი კანონმორჩილი მოქალაქე.

სრული პასუხისმგებლობა არსებულ რეალობაზე, მათ შორის, ეკისრება სასამართლოს და წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას - კრიტიკის გარეშე იღებდეს და აკმაყოფილებდეს პროკურატურის/შსს -ს მოთხოვნებს.

27/05/2026

ეს არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა!

პოლიციის ძალადობა მოქალაქეზე და ამის უმძიმესი კადრები გორიდან არ არის იზოლირებული შემთხვევა და მისი მიღება ასეთად არის დაუშვებელი.

საპოლიციო სისტემის ინსტრუმენტირება არაკანონისმიერი მიზნებისთვის იწვევს მის დემორალიზებას, გახრწნას და მივყავართ უმძიმეს შედეგებამდე, რაზეც სრულად და უპირობოდ პასუხისმგებელია სახელმწიფო პოლიტიკა და მისი გამტარებელი ხელისუფალი.

ვიდეო: ადგილობრივი მედია “ქართლის ამბები”

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Omar Purtseladze / ომარ ფურცელაძე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share