BGT Legal • ბიჯითი ლიგალ

BGT Legal • ბიჯითი ლიგალ Comprehensive legal services / სრული იურიდიული მომსახურება

უძრავი ქონების შეძენა არის სამართლებრივი პროცესი, სადაც სიზუსტე უსაფრთხოების გარანტიაა. ⚖️გირჩევთ, ყურადღება გაამახვილოთ...
20/03/2026

უძრავი ქონების შეძენა არის სამართლებრივი პროცესი, სადაც სიზუსტე უსაფრთხოების გარანტიაა. ⚖️

გირჩევთ, ყურადღება გაამახვილოთ შემდეგ ასპექტებზე:

✅სანივთო უფლების რეგისტრაცია — ნასყიდობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია საუკეთესო გზაა საკუთრების პრიორიტეტის დასაცავად და მესამე პირთა პრეტენზიების გამოსარიცხად.

✅ტექნიკური დეტალიზაცია — ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს ფართობის ცდომილების ზღვარსა და ჩაბარების კონდიციის ამომწურავ აღწერას.

✅პასუხისმგებლობის მექანიზმი — აუცილებელია ვადების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს (ჯარიმის) მკაფიო განსაზღვრა, რაც დეველოპერის ვალდებულებათა შესრულების სამართლებრივი ბერკეტია.

მშენებარე უძრავი ქონების შეძენის პროცესში, ამ და სხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.

📍 მის: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N8
📞 ტელ: 577 79 73 74
📧 ელ-ფოსტა: [email protected]

უამრავ ქართულ კომპანიაში ზეგანაკვეთური სამუშაო კორპორატიული კულტურის ნაწილად იქცა, თუმცა საქართველოს შრომის კოდექსი ამ ს...
23/02/2026

უამრავ ქართულ კომპანიაში ზეგანაკვეთური სამუშაო კორპორატიული კულტურის ნაწილად იქცა, თუმცა საქართველოს შრომის კოდექსი ამ საკითხს არა ეთიკის, არამედ მკაცრი სამართლებრივი ჩარჩოებით არეგულირებს. რა უნდა იცოდეთ, როგორც დასაქმებულმა (ან დამსაქმებელმა, რისკების თავიდან ასაცილებლად), თუ თქვენი სამუშაო დღე 8 საათზე მეტხანს გრძელდება ⚖️

✅ ⁠სამართლებრივი საფუძველი — ზეგანაკვეთური სამუშაო არის დროის მონაკვეთი, რომელიც აღემატება კვირაში 40 საათს (ან სპეციფიკური რეჟიმისას — 48 საათს). ზეგანაკვეთური შრომა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (სტიქიური უბედურება, საწარმოო ავარია).

✅ ანაზღაურების „ოქროს წესი“ — ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. მხარეთა შეთანხმებით, ფულადი კომპენსაცია შეიძლება შეიცვალოს დამატებითი დასვენების დროით, რომელიც პროპორციული უნდა იყოს ნამუშევარი საათების.

✅ ლიმიტები და აკრძალვები — კანონი იცავს თქვენს ჯანმრთელობას! აკრძალულია ზეგანაკვეთურ სამუშაოზე ორსულის, ახალნამშობიარები ქალის, არასრულწლოვნის და შშმ პირის დასაქმება, მათი თანხმობის გარეშე. დასაქმებულს უფლება აქვს, უარი თქვას ზეგანაკვეთურ შრომაზე, თუ ეს საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

დამსაქმებელი ვალდებულია აწარმოოს სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა. თუ თქვენ მიერ ნამუშევარი ზეგანაკვეთური საათები აღნიშნულ ფორმაში არ ფიქსირდება, შრომის ინსპექცია უფლებამოსილია, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი დამსაქმებლის წინააღმდეგ!

📍 მის: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N8
📞 ტელ: 577 79 73 74
📧 ელ-ფოსტა: [email protected]

🎉 ექსკლუზიური  იურიდიული მხარდაჭერა ჩვენი აკადემიის წევრებისთვის – მენტორა აკადემია x BGT ლეგალის პარტნიორობით!💡იმისთვის...
16/02/2026

🎉 ექსკლუზიური იურიდიული მხარდაჭერა ჩვენი აკადემიის წევრებისთვის – მენტორა აკადემია x BGT ლეგალის პარტნიორობით!

💡იმისთვის, რომ მარტივად მართოთ თქვენი საქმიანობა, იყოთ დაცული პროფესიულად და განავითაროთ თქვენი ბიზნესი!

⚖️ ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ განსაკუთრებული ფასებით ნებისმიერ იურიდიულ სერვისზე, მათ შორის:

🔹 საქმიანობის შესაბამისი იურიდიული პირის ფორმის განსაზღვრა
🔹 იურიდიული პირის რეგისტრაცია
🔹 რეგისტრირებულ იურიდიული პირის მონაცემებში ცვლილებების განხორციელება
🔹 შრომითი ხელშეკრულებების მომზადება
🔹 კომპანიის წესდებისა და სხვა შიდა დოკუმენტების მომზადება
🔹 ნასყიდობის, იჯარის, ქირავნობის ხელშეკრულებების მომზადება
🔹 კომპანიის შიდა დოკუმენტაციის მომზადება
🔹 მოლაპარაკებების წარმოება
🔹 კომპანიის ინტერესების დაცვა კლიენტებთან ურთიერთობაში
🔹 დავების გადაწყვეტა
🔹 კომპანიის ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებსა თუ კერძო ორგანიზაციებთან

📌 გაიარეთ უფასო კონსულტაცია და გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ ისარგებლოთ შეთავაზებით.

რატომ არის იურიდიული მხარდაჭერა უძრავი ქონების შეძენისას აუცილებლობა და არა ფუფუნება? ⚖️უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ერთ...
12/02/2026

რატომ არის იურიდიული მხარდაჭერა უძრავი ქონების შეძენისას აუცილებლობა და არა ფუფუნება? ⚖️

უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. ხშირად, მხარეები მხოლოდ ფასზე თანხმდებიან, თუმცა არ აქვთ სრულად გააზრებული უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რისკები. რაში გეხმარებათ იურიდიული კონსულტაცია მოლაპარაკებების პროცესში?

✅ნივთობრივი და უფლებრივი უნაკლობის შემოწმება — დარწმუნდით, რომ ქონება არ არის დატვირთული იპოთეკით, ყადაღით ან სხვა ვალდებულებებით.
✅ხელშეკრულების შედგენა/ანალიზი — სტანდარტული ხელშეკრულებები ხშირად ვერ იცავს თქვენს ინტერესებს. ჩვენ უზრუნველვფყოფთ თქვენს დაზღვევას გაუთვალისწინებელი რისკებისგან.
✅მოლაპარაკებების მართვა — იურისტი გეხმარებათ პოზიციების გამყარებაში, რათა მიაღწიოთ თქვენთვის ხელსაყრელ პირობებს.
✅ინვესტიციის დაცვა — ჩვენ ვამოწმებთ დეველოპერის რეპუტაციას და მშენებლობის ნებართვების კანონიერებას.

ჩვენი გუნდი გთავაზობთ სრულ იურიდიულ მხარდაჭერას მოლაპარაკების პირველივე ეტაპიდან. ჩვენ არ ვაფორმებთ მხოლოდ დოკუმენტებს, ჩვენ ვიცავთ თქვენს ინტერესებს.

📍 მის: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N8
📞 ტელ: 577 79 73 74
📧 ელ-ფოსტა: [email protected]

იცით თქვენი უფლებები დაკავებისას? ⚖️სისხლის სამართლის პროცესში ყოველი წამი გადამწყვეტია. ბევრმა არ იცის, რომ შეცდომა, რო...
10/02/2026

იცით თქვენი უფლებები დაკავებისას? ⚖️

სისხლის სამართლის პროცესში ყოველი წამი გადამწყვეტია. ბევრმა არ იცის, რომ შეცდომა, რომელიც გამოძიების საწყის ეტაპზეა დაშვებული, ხშირად შეუქცევად შედეგებს იწვევს.

✅ დუმილის უფლება — ეს არ არის დანაშაულის აღიარება, ეს თქვენი კონსტიტუციური უფლებაა!
✅ ადვოკატის მოთხოვნა — ნებისმიერი ჩვენების მიცემამდე გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალთან.
✅ ოქმის გადამოწმება — არ მოაწეროთ ხელი დოკუმენტს, რომლის შინაარსსაც ბოლომდე არ ეთანხმებით.

სამართლებრივი ბრძოლა იწყება არა სასამართლო დარბაზში, არამედ პირველივე წუთიდან.

📍 მის: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N8
📞 ტელ: 577 79 73 74
📧 ელ-ფოსტა: [email protected]

Address

8 University Street
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when BGT Legal • ბიჯითი ლიგალ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share