LAW Team • სამართლის გუნდი

LAW Team • სამართლის გუნდი LAW TEAM • სამართლის გუნდი
იურიდიული მომსახურების პროფესიონალური გუნდი ⚖️
კონსულტაცია და წარმომადგენლობა
📍 ოფისი — თბილისი
📩 მოგვწერეთ დეტალებისთვის

07/10/2026

როდესაც ადამიანის უფლებები და ღირსეული ცხოვრების უფლება საფრთხის ქვეშ დგას — სამართლებრივი დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ჩვენ მოგვმართა მოქალაქემ, რომელიც დახმარებას ითხოვდა საკუთარი და ოჯახის უფლებების დასაცავად.

ოჯახი არის დევნილი და სოციალურად დაუცველი. ისინი ცხოვრობენ უკიდურესად მძიმე პირობებში — ნგრევად ობიექტში, სადაც საცხოვრებელი პირობები სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სათანადო არ არის და, ფაქტობრივად, თავზე აწვიმთ.

ოჯახმა დახმარების მიღების მიზნით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა, ჩვენი შეფასებით, მათთვის გაწეული არასწორი კონსულტაციის შედეგად განაცხადი არასწორად იქნა შევსებული, რასაც საბოლოოდ მოჰყვა განაცხადის დაუკმაყოფილებლობა.

შედეგად, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახი კვლავ იმავე პირობებში დარჩა — ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ.

სწორედ ასეთ შემთხვევებში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ადამიანმა იცოდეს საკუთარი უფლებები და დროულად მიიღოს კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება.

ჩვენ არ დავზოგავთ ძალისხმევას, რათა დავიცვათ ამ ოჯახის უფლებები და კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფას.

ამასთან, გვინდა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი:

არ დაელოდოთ პრობლემის გამწვავებას.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლება დაირღვა, მიიღეთ გადაწყვეტილება დროულად და მიმართეთ პროფესიონალს.

⚖️ დაიცავი შენი უფლებები. იცოდე კანონი. იმოქმედე დროულად.

სწორმა, სამართლებრივმა დახმარებამ დღეს, შეიძლება თავიდან აგარიდოთ გაცილებით მძიმე შედეგები ხვალ.

✨️მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია!💼​საქმე ეხებოდა სსიპ დევნილთა, ე...
10/08/2026

✨️მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია!

💼​საქმე ეხებოდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომლითაც დევნილ ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

👩‍⚖️​სასამართლომ, ჩვენს მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე:

🎯​ბათილად ცნო აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილება.

🎯სრულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე.

📜ეს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი და ნათელი დასტური იმისა, რომ თითოეული დევნილის უფლება უნდა იყოს დაცული, ხოლო სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს კანონს და სამართლიანობას.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, დევნილი ოჯახების რეალური საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომენტამდე✊️

✨️​ჩვენი გუნდი მტკიცედ აგრძელებს დევნილთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების დაცვას სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს🇬🇪
26/05/2026

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს🇬🇪

24/05/2026

👉 თუ თვლით, რომ უკანონოდ გაგათავისუფლეს სამსახურიდან და დაირღვა თქვენი უფლებები. გთავაზობთ კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას დარღვეულ და სადაოდ ქცეული უფლებების აღდგენაში.
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ კანონის შესაბამისად სამსახურში აღდგენა და ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. გაგიწევთ წარმომადგენლობას სასამართლოში, თქვენი ინტერესების და შრომითი ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული უფლებების დაცვაში.
დამიკავშირდით

24/05/2026

წარმატებით მოგებული სასამართლო პროცესი 🖐
კიდევ ერთი იძულებით გადაადგილებული ოჯახი აფხაზეთიდან მიიღებს საცხოვრებელ ბინას🖐🏠
მ.კ

✅კიდევ ერთი წარმატებით დასრულებული საქმე:🔑🏠სახელმწიფომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი განცხადება, რის შედეგადაც უსახლკარო და ...
08/05/2026

✅კიდევ ერთი წარმატებით დასრულებული საქმე:
🔑🏠სახელმწიფომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი განცხადება, რის შედეგადაც უსახლკარო და სოციალურად დაუცველი მოქალაქე პრიორიტეტულად, კრიტერიუმების გარეშე შეიყვანეს ბინის მომლოდინეთა სიაში.
ეს გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი გამარჯვება არ არის — ეს არის ადამიანისთვის დაბრუნებული იმედი, ღირსება და უკეთესი მომავლის შანსი.
როდესაც ბრძოლა არის სამართლიანობისთვის, შედეგსაც ყოველთვის განსაკუთრებული ფასი აქვს.
ვამაყობთ, რომ კიდევ ერთი ადამიანის ცხოვრების შეცვლაში შევიტანეთ ჩვენი წვლილი. ❤

სამართლის გუნდის თანადამფუძნებელს ქ.ნ ნინო კეკელიანს ვულოცავთ იუბილეს და ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლას.Nino Kekeliani 🩵🎂🎉...
24/04/2026

სამართლის გუნდის თანადამფუძნებელს
ქ.ნ ნინო კეკელიანს
ვულოცავთ იუბილეს და ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლას.Nino Kekeliani
🩵🎂🎉🩵

ქრისტე აღდგა🌿❤️ ჭეშმარიტად❤️🌿სამართლის გუნდი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
12/04/2026

ქრისტე აღდგა🌿❤️ ჭეშმარიტად❤️🌿
სამართლის გუნდი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

09/04/2026

მადლობა 💔
ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი....

სამართლის გუნდი გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს 🌸 იხარეთ და იბედნიერეთ🌸
07/04/2026

სამართლის გუნდი გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს 🌸 იხარეთ და იბედნიერეთ🌸

Address

თბილისი, ვარკეთილი IIIა მ/რ 327 კორპუსი ფართი N1
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when LAW Team • სამართლის გუნდი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share