Praelex Legal Group • იურიდიული ჯგუფი პრაელექსი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Praelex Legal Group • იურიდიული ჯგუფი პრაელექსი

Praelex Legal Group • იურიდიული ჯგუფი პრაელექსი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Praelex Legal Group • იურიდიული ჯგუფი პრაელექსი, Lawyer & Law Firm, Tbilisi.

⚖️ ტრენინგის თემა: შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები და სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებები.⚖️ტრენინგს გაუძღვებ...
28/09/2026

⚖️ ტრენინგის თემა: შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები და სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებები.

⚖️ტრენინგს გაუძღვება: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე (2015–2025 წწ.) ეკატერინე გასიტაშვილი.

⏰ ხანგრძლივობა: 4 საათი (11:00–15:30, 30-წუთიანი შესვენებით)
📅 თარიღი: 31 ოქტომბერი
📍 ფორმატი: შერეული, ადგილზე დასწრება ლიმიტირებულია.

🔹 ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი.
🔹 სპეციალური შეთავაზება: ერთი კომპანიიდან მინიმუმ 3 მონაწილის რეგისტრაციის შემთხვევაში, თითოეულის საფასური იქნება 200 ლარი, 250 ლარის ნაცვლად.

⚖️ ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

🔗 სარეგისტრაციო ბმული:
https://forms.gle/as7ZYZjhXiuBwfiL9

🔷️ დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან იურიდიული ჯგუფის ოფიციალურ ელფოსტაზე: [email protected]

#ტრენინგი #შრომისსამართალი #შრომითიხელშეკრულება

01/09/2026

➡️იურიდიული ჯგუფი პრაელექსი ეხმიანება ადვოკატის მიმართ განხორციელებულ ძალადობას.

‼️ადვოკატი მართლმსაჯულების სისტემის განუყოფელი ნაწილია!

‼️პროფესიული საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა!

‼️ადვოკატის მიმართ ძალადობა სცდება ერთი კონკრეტული პირის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედების ფარგლებს და ხელყოფს ადვოკატის პროფესიის ღირსებას!

‼️ძალადობის დაგმობა არჩევანი არ არის, ეს ჩვენი ვალდებულებაა!

🔹️ვუცხადებთ სრულ სოლიდარობას ჩვენს კოლეგას.

🔹️ჩვენ ერთნი ვართ!

#იურიდიული #ჯგუფი #პრაელექსი

11/08/2026

➡️გვსურს, გამოვეხმაუროთ გურამ დადიანიძის საქმეს, რომელმაც საზოგადოების ფართო ყურადღება და მნიშვნელოვანი ჩართულობა გამოიწვია.

🔹️უპირველესად, მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროცესში საკუთარი პოზიციით, ინტერესითა თუ მხარდაჭერით ჩაერთო. როგორც იურისტებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სამართლის აღდგენისა და სამართლიანობის დადგენის მოთხოვნას გულწრფელად და თანმიმდევრულად გამოხატავს. ნათლად დავინახეთ, რომ ადამიანის სიცოცხლის დაცვა ადამიანურივე საზომით, ჩვენი თანაბარი ვალდებულებაა, განურჩევლად იმისა თუ რამდენად ახლოს ან შორს ვართ კონკრეტულ ადამიანთან.

🔹️ვფიქრობთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებული თითოეული პირის მთავარი მოტივი უნდა იყოს ადამიანის ბედის მიმართ პასუხისმგებლობა, იმის სურვილი, რომ 12 წლის შემდეგაც კი შესაძლებელი გახდეს დაკარგული შვილის, მეგობრის, ნაცნობის, კლასელის, ნათესავისა თუ უბრალოდ ადამიანის პოვნა და იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომლებიც წლების განმავლობაში პასუხგაუცემელი რჩება.

🔹️ვთვლით, რომ თითოეულ ჩვენგანს გააჩნია საკუთარი წილი ღირსება, რომელიც ჩვენი ქმედებებისა და გადაწყვეტილებების განმსაზღვრელი უნდა იყოს. სწორედ ღირსება უნდა გვიბიძგებდეს ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობის, თანადგომისა და ემპათიისკენ.

🔹️ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო და უცნაურია ის გარემოება, სადაც „თანამოქალაქეობა“ თითქოს უფრო ძლიერ საფუძვლად იქცევა სამართლისა და თანადგომისთვის, ვიდრე ამაზე უფრო ახლო ემოციური კავშირები.

🔹️როგორც იურიდიული ჯგუფი, მივიჩნევთ, რომ სამართლის მიღწევა მხოლოდ სამართლებრივი პროცედურების განხორციელებას არ გულისხმობს. სამართალი მოითხოვს საქმესთან კავშირში მყოფი პირების მხრიდან სიმართლის დადგენის სურვილს, პასუხისმგებლობასა და რეაგირებას. ბევრი ქმედებაა საქმეში, რომელიც ლოგიკურად იწვევს კითხვებს, ჩანს უცნაური, არის გულგრილი, ამიტომ მიგვაჩნია, რომ საზოგადოების რეაქცია არის აბსოლუტურად სწორი და ადეკვატური.

🔹️სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ამ საქმესთან რაიმე ფორმით აქვს შეხება, იმოქმედოს პასუხისმგებლობით, კეთილსინდისიერად და ადამიანის ღირსების პატივისცემით, რადგან საბოლოო მიზანი მხოლოდ ერთი უნდა იყოს: სიმართლის დადგენა და მისი აღსრულება.

⚖️🔹️გულწრფელ წარმატებას ვუსურვებთ, პირველ რიგში მის დედას, ჩვენს კოლეგებს და იმ ადამიანებს, რომლებიც მათ აუდიტორიას კეთილი საქმეებისთვის იყენებს.

#იურიდიული #ჯგუფი #პრაელექსი

⚖️ მადლობა ყველას, როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად დამსწრეებს, ვინც ჩვენი ტრენინგის ნაწილი გახდა!🩵🔹️წარმატებით ჩატარდ...
19/07/2026

⚖️ მადლობა ყველას, როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად დამსწრეებს, ვინც ჩვენი ტრენინგის ნაწილი გახდა!🩵

🔹️წარმატებით ჩატარდა ტრენინგი: „სამოქალაქო საქმის წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში“, რომელსაც უძღვებოდა ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ეკატერინე გასიტაშვილი.

🔹️გულწრფელ მადლობას ვუხდით ქალბატონ ეკატერინე გასიტაშვილს პროფესიონალიზმის, პრაქტიკული გამოცდილებისა და იმ ღირებული ცოდნის გაზიარებისთვის, რომელმაც ტრენინგი განსაკუთრებით საინტერესო და შინაარსიანი გახადა.

🔹️ასევე, განსაკუთრებული მადლობა თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობის, საინტერესო კითხვებისა და პროფესიული ინტერესისთვის. სწორედ ასეთი აუდიტორია ქმნის ხარისხიანი აკადემიური დისკუსიისა და ცოდნის გაზიარების საუკეთესო გარემოს.

🔹️მადლობას ვუხდით რადიუსის სივრცეს! კომფორტულმა და პროფესიულმა გარემომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრენინგის წარმატებით ჩატარებაში.

🔹️Praelex Legal Group მომავალშიც გააგრძელებს მაღალი აკადემიური და პრაქტიკული ღირებულების მქონე ტრენინგების, სემინარებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას. ჩვენი მიზანია იურიდიული საზოგადოების პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.

გელოდებით ჩვენს მომდევნო ტრენინგებზე!🩵✨️

#სამართალი #ტრენინგი

⚖️ტრენინგის თემა:სამოქალაქო საქმის წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში.ტრენინგს გაუძღვება: ევროპის უნივერსიტეტის აფ...
12/07/2026

⚖️ტრენინგის თემა:სამოქალაქო საქმის წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში.

ტრენინგს გაუძღვება: ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე (2015-2025წწ.)
ეკატერინე გასიტაშვილი.

⏰ ხანგრძლივობა: 3 საათი

📅 თარიღი: 2026 წლის 18 ივლისი

📍 ლოკაცია: თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა N34 (ტერმინალის სივრცე)

🔹 სპეციალური შეთავაზება!

🔹️პირველი 5 აპლიკანტი ტრენინგზე დარეგისტრირების შემთხვევაში ისარგებლებს სპეციალური ფასით-180 ლარი და დამატებით 20% ფასდაკლება მომავალ ტრენინგზე.

🔹️შემდგომი აპლიკანტებისთვის ტრენინგის ღირებულება იქნება 200 ლარი.

⚖️ კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

🔗 სარეგისტრაციო ბმული:
https://forms.gle/BgGuvqfe3prGNktz6

🔷️ დამატებითი კითხვებისთვის: მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან იურიდიული ჯგუფის ოფიციალურ მეილზე: [email protected]

#ტრენინგი #სამოქალაქო #სამართალში

⚖️ტრენინგის თემა:სამოქალაქო საქმის წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში.ტრენინგს გაუძღვება: ევროპის უნივერსიტეტის აფ...
22/06/2026

⚖️ტრენინგის თემა:სამოქალაქო საქმის წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში.

ტრენინგს გაუძღვება: ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე (2015-2025წწ.)
ეკატერინე გასიტაშვილი.

⏰ ხანგრძლივობა: 3 საათი

📅 თარიღი: 2026 წლის 18 ივლისი

📍 ლოკაცია: თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა N34 (ტერმინალის სივრცე)

🔹 სპეციალური შეთავაზება!

🔹️პირველი 5 აპლიკანტი ტრენინგზე დარეგისტრირების შემთხვევაში ისარგებლებს სპეციალური ფასით-180 ლარი და დამატებით 20% ფასდაკლება მომავალ ტრენინგზე.

🔹️შემდგომი აპლიკანტებისთვის ტრენინგის ღირებულება იქნება 200 ლარი.

⚖️ კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

🔗 სარეგისტრაციო ბმული:
https://forms.gle/BgGuvqfe3prGNktz6

🔷️ დამატებითი კითხვებისთვის: მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან იურიდიული ჯგუფის ოფიციალურ მეილზე: [email protected]

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ✊ ️🇬🇪,,მტერს ეშინია ჩვენი ერთობისა!"                                               -...
25/05/2026

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ✊ ️🇬🇪

,,მტერს ეშინია ჩვენი ერთობისა!"

- ზვიად გამსახურდია.

#იურიდიული #ჯგუფი #პრაელექსი #დამოუკიდებლობის #დღე

📌For English, Scroll Down➡️2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა ცვლილებები „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში, რო...
03/04/2026

📌For English, Scroll Down

➡️2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა ცვლილებები „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლებმაც განაახლა და შეცვალა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შრომითი საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების წესები.

🔹️კანონი ითვალისწინებს როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულისა და აგრეთვე თვითდასაქმებულის პასუხიმსგებლობას, კერძოდ:

❗️პირველადი დარღვევა- 2000 ლარი;

❗️განმეორებითი დარღვევა-4000 ლარი;

❗️შემდგომი დარღვევა- 12000 ლარი;

🔹️უცხო ქვეყნის მოქალაქის შრომითი საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, კონსულტაციის მიზნით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირად შეტყობინებაში ან ელექტრონულ ფოსტაზე.

📧[email protected]

💎პროფესიონალიზმი, რომელიც სამართალს შენს გამარჯვებად აქცევს!

➡️From March 1, 2026, amendments to the Law of Georgia on “Labor Migration” entered into force, updating and revising the legal framework governing the employment of foreign nationals in Georgia.

🔷️The law establishes liability for employers, employees, as well as self-employed individuals, specifically:

❗️Initial violation – GEL 2,000;

❗️Repeated violation – GEL 4,000;

❗️Subsequent violation – GEL 12,000 .

🔹️To ensure compliance of foreign nationals’ employment with the applicable legislation, for consultation purposes, please contact us via private message or by email.

📧 [email protected]

💎 Professionalism that turns the law into your victory!

📌გსურს კომპანიის რეგისტრაცია? გინდა გქონდეს შეგრძნება რომ ყველა დოკუმენტი თავისით ივსება?  გვენდე! ⚖️ ჩვენ გთავაზობთ სრუ...
12/10/2025

📌გსურს კომპანიის რეგისტრაცია?
გინდა გქონდეს შეგრძნება რომ ყველა დოკუმენტი თავისით ივსება?
გვენდე!

⚖️ ჩვენ გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას:

🔷️ კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში-ყველა პროცედურის უზრუნველყოფით;

🔶️რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;

🔷️ საგადასახადო და იურიდიული კონსულტაციები;

🔶️ კომერციული სამართალი-სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა შენი ბიზნესის დასაცავად;

🔷️ საგადასახადო რისკების შეფასება;

🔶️ სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია-შენი ბრენდის დაცვის სამართლებრივი გარანტია;

🔷️ ბიზნეს ხელშეკრულებების შედგენა და ანალიზი- შენი ინტერესის მაქსიმალური დაცვა;

🔶️ ნებართვებისა და ლიცენზიების მიღება-დაზოგე შენი დრო;

🔷️ შრომითსამართლებრივი ხელშეკრულებები- ჩვენ ვიზრუნებთ შენი დასაქმებულებისა და ბიზნესინტერესების სამართლიან ბალანსზე;

⚖️ სასამართლო წარმომადგენლობა- შენი პოზიციის დაცვა პროფესიონალთა გუნდის მიერ.

〽️შედეგად: სტაბილური ბიზნესსამართლებრივი სისტემა, მოწესრიგებული დოკუმენტაცია და მუდმივი იურიდიული მხარდაჭერა ქმნის გარემოს, სადაც ბიზნესი სწრაფად ვითარდება!

📩 მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
ან
📞 დაგვიკავშირდით ნომერზე:
598-767-755
555-513-356
557-193-002
📧[email protected]

💎პროფესიონალიზმი, რომელიც სამართალს შენს გამარჯვებად აქცევს!

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Praelex Legal Group • იურიდიული ჯგუფი პრაელექსი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share