ადვოკატი მათიკო ხურციძე - Lawyer Matiko Khurtsidze

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ადვოკატი მათიკო ხურციძე - Lawyer Matiko Khurtsidze

ადვოკატი მათიკო ხურციძე - Lawyer Matiko Khurtsidze საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, 30 წლიანი გამოცდილებით

06/10/2026

დევნილი ოჯახი, მშობლების ოჯახთან ერთად უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული ერთ ოჯახად და ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ორი 3-3 სულიანი ოჯახებისთვის 35 კვ. მ ფართის საკუთრებაში გადაცემა დევნილთათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფად და “ღირსეულ” პირობების შექმნად ჩათვალეს.
შევძელით სასამართლო წესით პრეზიდენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიატროს, ასევე დევნილთა და ეკომინგრატთა სააგენტოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების უკანონობის დამტკიცება.
სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და ახლა დევნილი ნ.გ. თავის 2 შვილთან ერთად ისევ შეძლებს ბინის მიღებას.
მადლობა მოსამართლე დავით წერეთელს ობიექტური გადაწყვეტილებისათვის

10/06/2026

კიდევ ერთი წარმატებით დასრულებული დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩემი კლიენტის სასარგებლოდ.

საქმე ეხებოდა უცხოეთიდან მოწოდებული მეორადი ავტომობილის ტრანსპორტირებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

დავის მთავარი სირთულე იყო ის, რომ მხარეებს შორის წერილობითი ხელშეკრულება არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, გაწეული კვალიფიციური იურიდიული დახმარების შედეგად სასამართლოს წარედგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებმაც დაადასტურა როგორც მხარეთა შორის შეთანხმების არსებობა და პირობები, ასევე მიყენებული ზიანის ოდენობა.

სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია და სარჩელი დააკმაყოფილა.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდა ოპერატიულად, სააღსრულებო ფურცლის წარდგენიდან 10 დღეში კლიენტს სრულად ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა.

იურიდიული კონსულტაციისა და სასამართლოში წარმომადგენლობისთვის:
📞 598 98 84 96

30/03/2026

თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში წარმატებით დავასრულეთ სამართლებრივი დავა, რომელიც არასრულწლოვანთან მშობლის ურთიერთობის წესის განსაზღვრასა და ალიმენტის დაკისრებას შეეხებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის არსებული მაღალი კონფლიქტურობის გამო შეთანხმების მიღწევა თავდაპირველად შეუძლებელი ჩანდა, კვალიფიციური სამართლებრივი წარმომადგენლობისა და სწორი სტრატეგიის პირობებში, შევძელით დავის მორიგებით დასრულება.

შედეგად:
✅ სრულად დაკმაყოფილდა ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა და განისაზღვრა მამასთან შეხვედრის დღეები;

✅ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შედგა შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს არასრულწლოვნისთვის.

ადვოკატები მათიკო ხურციძე და მარიკა გერსამია
მობილური: 598988496

Address

T. Iosebidze 57
Tbilisi
0180

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი მათიკო ხურციძე - Lawyer Matiko Khurtsidze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share