26/06/2026
გიზიარებთ GST Legal-ის გუნდის მორიგ პროფესიულ წარმატებას, რომელიც 1997 წლიდან დაფუძნებულ სააქციო საზოგადოების სრულ სამართლებრივ მოწესრიგებას უკავშირდება. აღნიშნული კომპანიის რეგისტრაციის პროცესი ბოლო ერთი წლის განმავლობაში საჯარო რეესტრის მიერ არაერთხელ იქნა დახარვეზებული, რის გამოც ვერ ხერხდებოდა მისი „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია კომპანიის საქმიანობის შეჩერება. საკითხის შესწავლას მნიშვნელოვნად ართულებდა ის გარემოება, რომ საარქივო მასალებში, რეგისტრაციის დღიდან დღემდე არსებულ დოკუმენტაციასა და ამონაწერებში მრავალი დეტალი შეუსაბამო იყო ერთმანეთთან.
ამ გამოწვევის საპასუხოდ, GST Legal-ის გუნდმა ჩაატარა საკითხის სიღრმისეული კვლევა. კერძოდ, სრულად იქნა შესწავლილი და გაანალიზებული კომპანიის თითქმის 30-წლიანი სამართლებრივი ისტორია, მათ შორის, განსაკუთრებული სიზუსტით გადამოწმდა ბოლო 10 წლის განმავლობაში მიღებული თითოეული დოკუმენტი. შედეგად, კანონით გათვალისწინებულ და ამავდროულად უმოკლეს ვადებში, ყველა არსებული ხარვეზი წარმატებით აღმოიფხვრა და სააქციო საზოგადოება სრულ შესაბამისობაში იქნა მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან.
კომპანიის ახალ საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევასთან ერთად, პროცესის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ცვლილება. ასევე, სტრატეგიული ბიზნესპროცესების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ კომპანიის დირექტორისათვის მოხდა შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭება, როგორც საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების შემდგომი რეალიზაციისთვის, ისე სხვა მნიშვნელოვანი კორპორაციული საკითხების ეფექტურად გადაჭრისთვის.
GST Legal-ის ჩართულობით, კომპანიამ მიიღო შესაძლებლობა ბიზნესსაქმიანობის უსაფრთხოდ გაგრძელებისა და განვითარებისთვის.