18/09/2025
🎉ჩვენი გუნდი იზრდება!
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ შემოგვიერთდა იურისტი ანა რიჟამაძე.
ანას პროფესიული პრაქტიკა მოიცავს სამშენებლო, სამეწარმეო, შრომით და საიმიგრაციო სამართლის საკითხებზე სამართლებრივ მხარდაჭერას. ანამ წარჩინებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურები. მას ასევე მიღებული აქვს განათლება ნიდერლანდებში, გრონინგენის უნივერსიტეტში.
ჩვენს გუნდთან შემოერთებამდე ანას სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავდა საბანკო სამართლისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის მიმართულებებს. აღსანიშნავია, რომ მან სამაგისტრო ნაშრომი მიუძღვნა სამშენებლო სამართლის აქტუალურ საკითხებს, რაც აღნიშნულ სფეროში მის სიღრმისეულ ცოდნას ადასტურებს. ის ასევე ფლობს სერტიფიკატებს ინტელექტუალური საკუთრებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალში.
2024 წელს ანამ წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით და ასევე ფლობს ენობრივი უნარების დამადასტურებელ IELTS-ის საერთაშორისო სერტიფიკატს.
🎉Our team is growing!
We are pleased to announce that lawyer Ana Rizhamadze has joined us.
Ana's professional practice includes legal support on matters of construction, corporate, labor and immigration law. Ana graduated with honors from both the bachelor's and master's programs at the Faculty of Law of Ivane Javakhishvili Tbilisi State University. She has also studied at the University of Groningen in the Netherlands.
Prior to joining our team, Ana's work experience also included banking law and personal data protection law. It is noteworthy that she dedicated her master's thesis to current issues in construction law, which confirms her in-depth knowledge in this field. She also holds certificates in Intellectual Property and Human Rights Law.
In 2024, Ana successfully passed the Bar Exam with a specialization in Civil and Administrative Law and also holds an international IELTS certificate, confirming her language proficiency.