Giorgi Tsobekhia and partners -გიორგი ცობეხია და პარტნიორები

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Giorgi Tsobekhia and partners -გიორგი ცობეხია და პარტნიორები

Giorgi Tsobekhia and partners -გიორგი ცობეხია და პარტნიორები Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Giorgi Tsobekhia and partners -გიორგი ცობეხია და პარტნიორები, Lawyer & Law Firm, პეკინის გამზირი N:34, Tbilisi.

☢️რა არის დელიქტი? ‼️დელიქტი არის სამართალდარღვევა, რომლის შედეგადაც ერთ პირს ადგება ზიანი, სხვა პირის ბრალეული ქმედების...
12/02/2025

☢️რა არის დელიქტი?

‼️დელიქტი არის სამართალდარღვევა, რომლის შედეგადაც ერთ პირს ადგება ზიანი, სხვა პირის ბრალეული ქმედების ან უმოქმედობის გამო. დელიქტის შემთხვევაში, დაზარალებულს აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

⛔️დელიქტური პასუხისმგებლობის მაგალითებია: 1) სხვისი ქონების დაზიანება; 2) სხეულის დაზიანება; 3) ცილისწამება და ა.შ.

🏠რა არის იპოთეკა? 📝იპოთეკა არის უზრუნველყოფილი სესხი, რომლის დროსაც მსესხებელი იღებს თანხას და სანაცვლოდ უძრავი ქონება, ...
24/12/2024

🏠რა არის იპოთეკა?

📝იპოთეკა არის უზრუნველყოფილი სესხი, რომლის დროსაც მსესხებელი იღებს თანხას და სანაცვლოდ უძრავი ქონება, როგორიცაა სახლი ან მიწა, გამოდის უზრუნველყოფის საშუალებად. თუ მსესხებელი ვერ ასრულებს სესხის გადახდას, კრედიტორს აქვს უფლება, წაიღოს უზრუნველყოფილი ქონება და გაყიდოს იგი სესხის თანხის ამოსაღებად.

⛪️რა არის ადმინისტრაციული ორგანო? 🏢ადმინისტრაციული ორგანო არის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ის უწყება, რომ...
06/12/2024

⛪️რა არის ადმინისტრაციული ორგანო?

🏢ადმინისტრაციული ორგანო არის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ის უწყება, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საჯარო ადმინისტრირების ფუნქციები და გადაწყვეტილებები მიიღოს საჯარო ინტერესების გათვალისწინებით.

🏫ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში და მისი უფლებამოსილებები განისაზღვრება კონკრეტული ნორმატიული აქტებით. იგი დაკავებულია საზოგადოებრივი ინტერესების დაცვით, როგორიცაა უსაფრთხოება, განათლება, ჯანმრთელობა და სხვ.
📝მაგალითისთვის, ადმინისტრაციულ ორგანოებს წარმოადგენს : საქართველოში მოქმედი ყველა სამინისტრო, საჯარო სამართლის იურიდიული პური ( მაგ: იუსტიციის სახლი), სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ( მაგ: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური) და ა.შ.

⏳რა არის ხანდაზმულობის ვადა? ⏱️ხანდაზმულობის ვადა არის სამართლებრივი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მხარეებს უფლება აქვთ ...
28/11/2024

⏳რა არის ხანდაზმულობის ვადა?

⏱️ხანდაზმულობის ვადა არის სამართლებრივი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მხარეებს უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს საკუთარი უფლების დაცვისთვის. თუ ხანდაზმულობის ვადა გადის, პირი, რომლის უფლებაც დარღვეულია, ვერ შეძლებს სამართლებრივად თავისი უფლების აღდგენას, თუმცა ვალდებულება შეიძლება ნებაყოფლობით მაინც შესრულდეს.

📄რა განსხვავებაა იჯარას და ქირავნობას შორის? 📝იჯარა და ქირავნობა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში სინონიმურად გამ...
26/11/2024

📄რა განსხვავებაა იჯარას და ქირავნობას შორის?

📝იჯარა და ქირავნობა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში სინონიმურად გამოიყენება, განსხვავებულ სამართლებრივ კონტექსტში სხვადასხვა მნიშვნელობას ატარებს.

იჯარა

🏡იჯარა გულისხმობს, რომ ერთი მხარე (იჯარის გამცემი) გარკვეული ქონების გამოყენების უფლებას აძლევს მეორე მხარეს (იჯარის ამღები) განსაზღვრული დროითა და პირობებით, რისთვისაც ის გარკვეულ ანაზღაურებას (იჯარის საფასურს) იღებს. იგი უფრო ხშირად გამოიყენება ბიზნესის ან ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის.
🏚️მაგალითად: ოფისის იჯარა, მანქანის იჯარა ხანგრძლივი პერიოდით.

ქირავნობა

📊ქირავნობა უფრო კონკრეტულად ეხება გარკვეული ნივთის დროებით გამოყენებას (ხშირად მოკლევადიანი პერიოდისთვის). მაგ: ბინას ქირაობა საცხოვრებელი სადგომის მიზნით.

ძირითადი განსხვავება:

• ხანგრძლივობა: იჯარა ხშირად ხანგრძლივი დროით ფორმდება, ქირავნობა კი მოკლევადიანი პერიოდით.
• გამოყენების სფერო: იჯარის ხელშეკრულების გაფორმება უფრო მეტად ბიზნესის კეთების მიზნით ხდება, ქირავნობა კი უფრო მეტად საცხოვრებელი ურთიერთობებისთვისაა განკუთვნილი.

🏡რა არის ქირავნობა?🏚️ქირავნობა არის სამართლებრივი ურთიერთობა, როდესაც ერთი მხარე (გამქირავებელი) გარკვეული საკუთრების ან...
17/11/2024

🏡რა არის ქირავნობა?

🏚️ქირავნობა არის სამართლებრივი ურთიერთობა, როდესაც ერთი მხარე (გამქირავებელი) გარკვეული საკუთრების ან ნივთის გამოყენების უფლებას დროებით გადასცემს მეორე მხარეს (მოქირავნე) გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ.

🏞️ქირავნობა შეიძლება ეხებოდეს უძრავ ქონებას (მაგ., ბინას, მიწას) ან მოძრავ ნივთებს (მაგ., მანქანას, ტექნიკას). მისი პირობები ჩვეულებრივ დეტალურად არის აღწერილი ქირავნობის ხელშეკრულებაში.

📄ქირავნობა ფართოდ გამოიყენება როგორც კერძო, ისე კომერციულ სფეროებში.

👨‍👩‍👧‍👦რა არის ალიმენტი? 💵📄ალიმენტი არის მატერიალური დახმარება, რომელსაც ერთი პირი უხდის მეორეს კანონის საფუძველზე, ძირი...
17/11/2024

👨‍👩‍👧‍👦რა არის ალიმენტი?

💵📄ალიმენტი არის მატერიალური დახმარება, რომელსაც ერთი პირი უხდის მეორეს კანონის საფუძველზე, ძირითადად ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი ბავშვების უზრუნველყოფისთვის.

📝ალიმენტი ხშირად დაკავშირებულია განქორწინების ან ცალკე ცხოვრების შემთხვევებთან, როდესაც მშობლები ვალდებულნი არიან შვილების ფინანსური საჭიროებები უზრუნველყონ. ის შეიძლება მოიცავდეს საცხოვრებლის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და ყოველდღიური ცხოვრების ხარჯებს.

📄ალიმენტის გადახდის ვალდებულება, როგორც წესი, განისაზღვრება სასამართლოს მიერ, და მისი რაოდენობა დამოკიდებულია მხარეთა ფინანსურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე.

🔖რა არის მინდობილობა? 📄 მინდობილობა არის სამართლებრივი დოკუმენტი, რომლითაც ერთი პირი (მინდობილობის გამცემი) უფლებას აძლე...
17/11/2024

🔖რა არის მინდობილობა?

📄 მინდობილობა არის სამართლებრივი დოკუმენტი, რომლითაც ერთი პირი (მინდობილობის გამცემი) უფლებას აძლევს სხვა პირს (მინდობილს), განახორციელოს მისი სახელით კონკრეტული ქმედებები ან წარმოადგინოს მისი ინტერესები. მინდობილობა გამოიყენება მაშინ, როდესაც პირი თავად ვერ ასრულებს ან არ სურს კონკრეტული ქმედებების განხორციელება.

📝მინდობილობა, როგორც წესი, წერილობითი ფორმით მზადდება. ზოგჯერ საჭირო ხდება მისი ნოტარიულად დამოწმება, განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება მნიშვნელოვან სამართლებრივ მოქმედებებს.

📗მინდობილობას შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული ვადა, რომლის შემდეგაც ის ძალას კარგავს.

📖მინდობილობა შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს მინდობილობის გამცემის მიერ, თუ სხვა პირობები არ არის გათვალისწინებული.

Address

პეკინის გამზირი N:34
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Giorgi Tsobekhia and partners -გიორგი ცობეხია და პარტნიორები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share