ადვოკატი თათია თოხაძე Lawyer Tatia Tokhadze

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ადვოკატი თათია თოხაძე Lawyer Tatia Tokhadze

ადვოკატი თათია თოხაძე Lawyer Tatia Tokhadze საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით ადვოკატურასა და საჯარო სექტორში
(1)

ასევე უახლოეს პერიოდში შემოგიერთდებით ბევრი სასიამოვნო სიახლით!
შემოგთავაზებთ ვიდეორგოლებს თქვენთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე!
დაგეხმარებით ჩვენი ჩართულობის გარეშე მარტივი საკითხების გადაწყვეტიაში!

14/05/2026

500 000 ლარზე მეტი დაბრუნებული ინკასო 🥳🥳
🥳კიდევ ერთი დაკმაყოფილებული საჩივარი❗️
🔹შემოსავლების სამსახურის მიერ უკანონოდ ჩამოჭრილი თანხები დაუბრუნდა ჩემს კლიენტს.
✅კვალიფიციური საადვოკატო მომსახურება , თქვენი წარმატების გარანტიაა❗️
კვალიფიციური დახმარებისთვის მომწერე პირადში , ან დამირეკეთ ტელეფონის ნომერზე ☎️+995 591 16 19 20
#ადვოკატითათიათოხაძე #საგადასახადო #ადვოკატი #იურისტი

10/05/2026

🤱🙅‍♀️🙅‍♂️ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლოსთვის მთავარი და გადამწყვეტი კრიტერიუმია ბავშვის საუკეთესო ინტერესი.
🔶ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიიღება არა მშობლების სურვილების, არამედ იმის მიხედვით, თუ რომელ გარემოში იქნება ბავშვი უფრო დაცული, სტაბილური და უზრუნველყოფილი როგორც ფიზიკური, ისე ემოციური განვითარების თვალსაზრისით.

სასამართლო აფასებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა:

*🔹რომელ მშობელს აქვს ბავშვის მიმართ უფრო მჭიდრო ემოციური კავშირი;
* 🔹ვინ იყო ბავშვის ძირითადი მომვლელი მისი დაბადებიდან;
* 🔹მშობლების საცხოვრებელი და სოციალური პირობები;
* 🔹ბავშვის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა;
* 🔹მშობელთა მორალური და პიროვნული თვისებები;
* 🔹ბავშვის აზრი, თუ მისი ასაკი და განვითარების დონე ამის საშუალებას იძლევა.

❗️❗️❗️პრაქტიკაში, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში, უპირატესობა ხშირად ენიჭება დედას, რადგან დედასა და ბავშვს შორის ადრეული ასაკიდანვე არსებობს განსაკუთრებული ემოციური და ფსიქოლოგიური კავშირი. ასევე, ხშირ შემთხვევაში სწორედ დედა არის ის პირი, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ბავშვის კვებაზე, ჯანმრთელობაზე, აღზრდასა და განვითარებაზე.
🔶❗️თუმცა ეს არ არის ავტომატური წესი — თუ დადგინდება, რომ ბავშვის ინტერესებს უკეთ იცავს მამასთან ცხოვრება, სასამართლო საცხოვრებელ ადგილს განსაზღვრავს მამასთან.

ამრიგად, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მშობლის სქესს, არამედ იმას, თუ რომელი მშობელი შეძლებს ბავშვისთვის უფრო უსაფრთხო, სტაბილური და კეთილდღეობაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას.
❓❓✅დამატებითი კითხვების შემთხვევაში მომწერე პირადში ან დამირეკე ტელეფონის ნომერზე ☎️+995 591 16 19 20
#ადვოკატი #ადვოკატითათიათოხაძე #ბავშვები #მშობლები #განქორწინება

05/05/2026

✨კიდევ ერთი გამარჯვება
🏦💵💵💸70 000 ლარიანი სესხიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულად იქნა აღიარებული
✅დღეს მინდა გაგიზიაროთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთი პრეცედენტული გადაწტვეტილების შესახებ ინფორმაცია.
🟣კერძოდ საქმე შეეხებოდა ერთ-ერთ ბანკთან დავას თავდების მიმართ თანხების დაკისრებაზე, ხანდაზმული მოთხოვნიდან გამომდინარე.
🔹🔶ბანკის წარმომადგენელის განმარტებით არ უნდა მომხდარიყო მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარება , ვინაიდან თავდების ანგარიშიდან სადავო პერიოდში,მოხდა ავტომატური დავალების საფუძველზე,ანგარიშზე ნარჩენი თანხის 0.5 ლარის ჩამოჭრა.
✅ სწორი ადვოკატირების, სტრატეგიისა და არგუმენტირებული პოზიციის საფუძველზე, ორივე ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ჩვენი მხარის არგუმენტი და სრულიად სამართლიანად, ავტომატური დავალების საფუძველზე ანგარიშზე ნარჩენი თანხის ჩამოჭრა, არ განმარტა მხარის მიერ ნების გამოხატვად სესხის გადახდასთან დაკავშირებით და კიდევ ერთი 🥳🥳🥳70 000 ლარიანი ვალდებულებიდან გამომდინარე , მოთხოვნა ხანდაზმულად იქნა აღიარებული. ❗️❗️
☎️ტელ: +995 591 16 19 20

#ხანდაზმულისესხი
#ადვოკატი
#ხანდაზმულობა
#ადვოკატისრჩევა
#ადვოკატითათიათოხაძე

01/05/2026

❗️❗️❗️მემკვიდრეობით არ გადმოდის მხოლოდ ქონება და სარგებელი — მემკვიდრეს თან გადმოყვება ვალდებულებებიც.

❓❓ეს ნიშნავს, რომ თუ მამკვიდრებელს ჰქონდა დავალიანება, კრედიტი ან სხვა ფინანსური ვალდებულება, მათი შესრულება უკვე მემკვიდრის პასუხისმგებლობა ხდება.

✅❗️მნიშვნელოვანია:
მემკვიდრე ვალდებულია პასუხი აგოს მხოლოდ იმ ქონების ფარგლებში, რაც მემკვიდრეობით მიიღო.

ამიტომ, მემკვიდრეობის მიღებამდე ყოველთვის შეაფასეთ არა მხოლოდ სარგებელი, არამედ შესაძლო ვალდებულებებიც.

#მემკვიდრეობა #იურიდიულიინფორმაცია #ადვოკატი #სამართალი #ადვოკატი

30/04/2026

თუ დოკუმენტში შენი სახელი სხვანაირად წერია — ეს სერიოზული პრობლემაა ❗️

📌 კუთვნილების იურიდიული ფაქტის დადგენა საჭიროა მაშინ, როცა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) არ ემთხვევა პირადობის მოწმობაში არსებულ მონაცემებს.

როდის ხდება ეს?
▫️ ძველი დოკუმენტების შემთხვევაში
▫️ შეცდომით ჩაწერილი მონაცემები
▫️ სახელის ან გვარის ცვლილება

⚖️ ასეთ დროს სასამართლო ადგენს, რომ დოკუმენტში მითითებული პირი და დაინტერესებული პირი ერთი და იგივე ადამიანია.

💡 რატომ არის მნიშვნელოვანი?
ამის გარეშე ვერ შეძლებ:
— ქონების რეგისტრაციას
— მემკვიდრეობის მიღებას
— სხვა იურიდიული მოქმედებების განხორციელებას

👉 გამოსავალი არსებობს — მიმართე სასამართლოს და დაადგინე იურიდიული ფაქტი

📲 არ გადადო, იმოქმედე დროულად!

#სამართალი #ადვოკატი #იურიდიულიფაქტი #სასამართლო #იურიდიულირჩევა

26/04/2026

⚖️ იცოდი?

კრედიტორს აქვს ვალდებულება —
მოვალის გარდაცვალების შემთხვევაში, 6 თვის ვადაში მიმართოს მის მემკვიდრეებს და წარუდგინოს მოთხოვნა.

❗️ თუ კრედიტორი ამ ვადას დაარღვევს,
შესაძლოა დაკარგოს მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება მემკვიდრეთა მიმართ.

👉 ამიტომ:
მემკვიდრეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები
და კრედიტორებმა — ვალდებულებები.

📌 სამართალში ვადები ხშირად გადამწყვეტია!

#სამართალი #მემკვიდრეობა #კრედიტორი #ვალდებულება #იურისტი #რჩევა #ადვოკატითათიათოხაძე

22/04/2026

⚖️ ხშირად გვესმის კითხვა — “გარანტიას მაძლევთ, რომ საქმეს მოვიგებ?”

რეალობა ასეთია: ადვოკატი ვერ უზრუნველყოფს ყველა საქმის მოგებას და ვერ გასცემს გარანტიას კონკრეტულ შედეგზე. სამართლებრივი პროცესი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე — მტკიცებულებებზე, გარემოებებზე, მოწმეებზე და, საბოლოოდ, სასამართლოს შეფასებაზე.

ადვოკატის მთავარი როლი არის თქვენი ინტერესების პროფესიულად დაცვა, სწორი სტრატეგიის შერჩევა და მაქსიმალური ძალისხმევის ჩადება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის იღებს სასამართლო.

❗ ამიტომ, იყავით ფრთხილად იმ დაპირებებთან, სადაც ვინმე 100%-იან შედეგს გპირდებათ.
☎️❓❓❓დამატებითი კითხვების შემთხვევაში მომწერეთ პირადში ან დამირეკეთ ტელეფონის ნომერზე ☎️+995 591 16 19 20
#ადვოკატი #სამართალი #სასამართლო #ადვოკატითათიათოხაძე

18/04/2026

🏗️ ბინის შეძენა სამშენებლოში? ნუ იჩქარებთ!

სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, აუცილებლად გადაამოწმეთ:

📄 ხელშეკრულება — რა პირობებს გთავაზობენ რეალურად?
🏢 საჯარო რეესტრი — ვინ არის მესაკუთრე და რა სტატუსი აქვს ქონებას
📊 სამეწარმეო რეესტრი — რამდენად სანდოა კომპანია და ვინ დგას მის უკან
📝 სანებართვო პირობები — აქვს თუ არა მშენებლობას ყველა საჭირო ნებართვა

⚖️ ერთი შეხედვით კარგი შეთავაზება შეიძლება რისკიანი აღმოჩნდეს, თუ დეტალებს არ გადაამოწმებთ.

✔️ იყავით ინფორმირებული — დაიცავით საკუთარი ინვესტიცია!

#უძრავიქონება #ბინა #სამშენებლო #იურიდიულირჩევა #საჯარორეესტრი #ინვესტიცია #ბინისშეძენა #ადვოკატითათიათოხაძე #ადვოკატი

16/04/2026

❗ მხოლოდ ძირი თანხის გადახდა არ ნიშნავს ვალის დახურვას

თუ ფიქრობ, რომ ბანკს მხოლოდ აღებული თანხა უნდა დაუბრუნო — ცდები ❌

ვალში შედის:
✔ პროცენტი
✔ ჯარიმა
✔ დამატებითი ხარჯები

⚖️ ამიტომ ვერც მხარე და ვერც სასამართლო ვერ შემოიფარგლება მხოლოდ ძირი თანხით

👉 სრულდება მხოლოდ მაშინ, როცა სრულ ვალდებულებას ფარავ

#იურიდიულირჩევა #ბანკისვალი #სასამართლო #ვალები #ფინანსები #სამართალი #ადვოკატი #ადვოკატითათიათოხაძე

01/04/2026

🔑 სამიდღემშიო რჩენის ხელშეკრულება — რა უნდა იცოდე?

ფიქრობ უძრავი ქონების გადაცემაზე, მაგრამ დაცულობაც გინდა?
👉 სწორედ აქ ერთვება სამიდღემშიო რჩენის ხელშეკრულება!

📌 რას მოიცავს:
✔️ ქონების გადაცემა სიცოცხლეში
✔️ მიმღების ვალდებულება — ზრუნვა, მოვლა და უზრუნველყოფა
✔️ საცხოვრებელი უფლების შენარჩუნება
✔️ ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობა ვალდებულების დარღვევისას

⚖️ რატომ არის მნიშვნელოვანი?
👉 გაძლევს გარანტიას, რომ მარტო არ დარჩები და შენზე იზრუნებენ!

💡 დაიცავი შენი უფლება სწორად — იურიდიული გადაწყვეტილება უნდა იყოს გააზრებული.

#იურიდიულირჩევა #უძრავიქონება #ხელშეკრულება #ადვოკატი #სამიდღემშიორჩენა #ადვოკატითათიათოხაძე

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 11:00 - 19:00
Tuesday 11:00 - 19:00
Wednesday 11:00 - 19:00
Thursday 11:00 - 19:00
Friday 11:00 - 19:00
Saturday 11:00 - 19:00

Telephone

+995591161920

Website

https://gba.ge/ka/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი თათია თოხაძე Lawyer Tatia Tokhadze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ადვოკატი თათია თოხაძე Lawyer Tatia Tokhadze:

Share