ავტო ადვოკატი • Auto lawyer

ავტო ადვოკატი • Auto lawyer ავტო ადვოკატი - ნუკრი კვინიკაძე და პარტნიორები Idepsa es la empresa líder en la construcción de casas prefabricadas.

Desde sólo las paredes hasta la construcción llave en mano, en Idepsa usted podrá encontrar la mejor solución para su proyecto de construcción. Le brindamos varias opciones financieras para poder desarrollar su proyecto habitacional con reconocidos bancos como Scotiabank, Banco Popular, Banco Nacional y el Banco de Costa Rica.

12/11/2025
30/10/2025

გამოიწერეთ ჩვენი პარტნიორი ფეხსაცმელების მაღაზია
https://www.facebook.com/storexshopgeo

შენი ყოველდღიური მეგზური შეიძინე აქ 🌟
სპორტული ფეხსაცმლის ფართო არჩევანი, დაბალი ფასი, მაღალი ხარისხი და საუკეთესო სერვისი 🔥

06/02/2024

ავტო ადვოკატი

ქ. თბილისი
ს. კედიას 4
557 27 00 01
www.autoadvocate.ge

➡ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის...
23/01/2024

➡ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.

❗ კანონის ამოქმედებიდან დღემდე, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 3243 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

❗ დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 1502 ჯარიმა დაწერეს თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე; 707 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 564 - ბათუმში, 470 კი, ქალაქ რუსთავში.

3243 საჯარიმო ქვითრიდან 2785 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა; 458 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 1893 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1164 - მიკროავტობუსის, 185 - სატვირთო ავტომობილის, 1 კი, ავტობუსის მძღოლის სახელზე.

✅ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამარალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

✅ ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეეძლებათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდებზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის www.videos.police.ge საშუალებით.

"ავტოადვოკატი" ბედნიერ წელს და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!
01/01/2024

"ავტოადვოკატი" ბედნიერ წელს და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!

გილოცავთ ბარბარობას🙌
17/12/2023

გილოცავთ ბარბარობას🙌

რუბრიკაში: სასარგებლო ინფორმაცია "ავტოადვოკატისგან" ამჯერადსახელმწიფო სანომრე ნიშნებზე დადგენილი საფასურების შესახებ მოგ...
01/12/2023

რუბრიკაში: სასარგებლო ინფორმაცია "ავტოადვოკატისგან" ამჯერად
სახელმწიფო სანომრე ნიშნებზე დადგენილი საფასურების შესახებ მოგაწოდებთ ინფორმაციას👇

1. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო ერთი და იგივეა, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:

111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AA-111-AA), – 1000 ლარი;
001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (BB-002-BB), – 800 ლარი;
100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (CC-300-CC), – 600 ლარი;
2. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია ერთი და იგივე, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:

111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AB-444-AA), – 800 ლარი;
001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (AB-005-AA), – 600 ლარი;
100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (AA-600-BA), – 400 ლარი;
3. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში ერთი და იმავე წყვილის მქონე ორი განსხვავებული ლათინური ასოსაგან, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:

111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AB-777-AB), – 800 ლარი;
001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (AA-008-BB), – 600 ლარი;
100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (BA-900-AB), – 400 ლარი;
4. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია ერთი და იგივე (გარდა„3“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა

111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AA-111-BC), – 700 ლარი;
001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (AC-002-BC), – 500 ლარი;
100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (AC-300-BB), – 300 ლარი;
5. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო განსხვავებულია, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:

111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (AB-444-CD), – 250 ლარი;
001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (AB-005-CD), – 200 ლარი;
100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (AB-600-CD), – 150 ლარი;
6. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომელიც შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ციფრის (ციფრების) ან ლათინური ასოსა (ასოებისა) და ციფრის (ციფრების) კომბინაციისაგან (DATO1), – 10 000 ლარი;
7. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა (გარდა „1“– „6“ პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომლის სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციისაგან, თუ:

სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო ერთი და იგივეა, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (AA-707-AA), – 450 ლარი;
სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია ერთი და იგივე, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (AA-050-AC), – 350 ლარი;
სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში ერთი და იმავე წყვილის მქონე ორი განსხვავებული ლათინური ასოსაგან, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (AB-080-BA), – 350 ლარი;
8. მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის ერთი სახელმწოფო სანომრე ნიშნის გაცემა, რომლის ციფრების კომბინაციაა 0001, 0002, 0003, 0004, 0005, 0006, 0007, 0008, 0009, 1000, 2000, 3000, 4000, 5000, 6000, 7000, 8000, 9000, 1111, 2222, 3333, 4444, 5555, 6666, 7777, 8888 ან 9999 - საფასური შეადგენს 300 ლარს;

9. მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის ერთი სახელმწოფო სანომრე ნიშნის გაცემა, რომლის სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ორი ლათინური ასოს და ოთხი ციფრის კომბინაციისაგან - საფასური შეადგენს 300 ლარს.

ფასიანი სახელმწიფო სანომრე ნიშანი რეგისტრაციიდან მოხსნის შემდეგ მომსახურების სააგენტოში ინახება 365 კალენდარული დღის განმავლობაში.

სასარგებლო ინფორმაცია „ავტოადვოკატისგან“იცით, თუ არა, რომ ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, საქართვ...
01/12/2023

სასარგებლო ინფორმაცია „ავტოადვოკატისგან“

იცით, თუ არა, რომ ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზონებში (უღელტეხილები, ასევე, მაღალმთიანი რეგიონები) დაწესდება მოთხოვნა, რომ სატრანსპორტო საშუალებას ოთხივე ბორბალი აღჭურვილი ჰქონდეს ზამთრის საბურავით. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი აღნიშნულ მოთხოვნას არ შეასრულებს, მას ადმინისტრაციული სანქცია დაეკისრება-ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 5 ქულის დაკლება.

საბურავების ტექნიკურ პარამეტრებს საქართველოს მთავრობა დაადგენს.

როგორ მოვუაროთ ავტომობილს ზამთარში?-"ავტოადვოკატი" წარმოგიდგენთ საინტერესო და სასარგებლო რჩევებსზამთრის სეზონისთვის დამა...
26/11/2023

როგორ მოვუაროთ ავტომობილს ზამთარში?-"ავტოადვოკატი" წარმოგიდგენთ საინტერესო და სასარგებლო რჩევებს

ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელი ცივი და მკაცრი პირობები უარყოფითად მოქმედებს ავტომობილის მდგომარეობაზე. იმისათვის, რომ ზამთრის პერიოდში გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილება შევძლოთ, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ შემდეგი დეტალების გამართულობას:

✅აკუმულატორი

✅სამუხრუჭე სისტემა

✅ძრავი

✅ძრავის ზეთი

✅გაგრილების სისტემა

"ავტოადვოკატი" უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ🚗🚌🚒🚎🛻🚛

იცით, თუ არა, რომ❓Cuño Cart პირველი პროტოტიპი მანქანაა, რომელიც საფრანგეთში 1769 წელს სამხედრო ინჟინერმა, ნიკოლას ჯოზეფ ...
26/11/2023

იცით, თუ არა, რომ❓

Cuño Cart პირველი პროტოტიპი მანქანაა, რომელიც საფრანგეთში 1769 წელს სამხედრო ინჟინერმა, ნიკოლას ჯოზეფ კუგნიტომ შექმნა. ეს მოდელი ავტომობილისა და ძრავის წინამორბედად ითვლება. აღსანიშნავია, რომ ავტომობილის ტესტირებისას გამომგონებელმა კონტროლი დაკარგა და მსოფლიოს პირველი საავტომობილო ავარიაც მოხდა.

#ავტოადვოკატი
#მძღოლისსაიმედოდამცველი
#სასარგებლოინფორმაცია

სასარგებლო ინფორმაცია "ავტოადვოკატისგან"✅როგორც თქვენთვის ცნობილია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარ...
26/11/2023

სასარგებლო ინფორმაცია "ავტოადვოკატისგან"✅

როგორც თქვენთვის ცნობილია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.

კანონის ამოქმედებიდან 2 თვეში, 4 სექტემბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 1 839 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.

ყველაზე მეტი - 803 დარღვევა თბილისში დაფიქსირდა, 407 - ქუთაისში, 358 - ბათუმში, 271 კი, ქალაქ რუსთავში.

1 839 საჯარიმო ქვითრიდან 1 544 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე ფიქსირდება; 295 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1 009 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების, ხოლო 830 - სატვირთო და მიკროავტობუსის ტიპის ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდებზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა კი, შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის www.videos.police.ge საშუალებით.

#ავტოადვოკატი
#ავტოადვოკატი
#მძღოლისსაიმედოდამცველი

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ავტო ადვოკატი • Auto lawyer posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ავტო ადვოკატი • Auto lawyer:

Share

Nuestra Historia

IDEPSA es la empresa líder en la construcción de casas prefabricadas. Desde sólo las paredes hasta la construcción llave en mano, en IDEPSA usted podrá encontrar la mejor solución para su proyecto de construcción. Le brindamos varias opciones financieras para poder desarrollar su proyecto habitacional con reconocidos bancos como Scotiabank, Banco Popular y el Banco de Costa Rica.