BLC Law Office

Call Website Contact the business

BLC Law Office Official page of BLC Law Office, the leading law firm established in 2000

07/09/2026

2000 წლიდან, BLC Law Office საქმიანობს პრინციპით, რომელიც უცვლელია - პროფესიული პასუხისმგებლობა, სტრატეგიული ხედვა და მაღალი ეთიკური სტანდარტი.​
​
მრავალწლიანი გამოცდილება და სექტორული ექსპერტიზა საშუალებას გვაძლევს, ეფექტიანად ვმართოთ კომპლექსური სამართლებრივი საკითხები და შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება ჩვენი კლიენტებისთვის.​
​
თბილისში, ბათუმსა და ტაშკენტში, BLC აერთიანებს პროფესიონალთა გუნდს, რომელიც ბიზნესებს კომპლექსურ და რეგულირებად გარემოში სწორი სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღებაში უწევს მხარდაჭერას.​
​
25-წლიანი გამოცდილებით, BLC აგრძელებს მაღალი პროფესიული სტანდარტის დამკვიდრებას - პასუხისმგებლობაზე, ნდობასა და შედეგზე დაფუძნებული მიდგომით.​
-
Since 2000, BLC Law Office has been guided by a principle that remains unchanged - professional responsibility, strategic vision and the highest ethical standards.​
​
Years of experience and sector-specific expertise enable us to effectively manage complex legal matters and create long-term value for our clients.​
​
Across Tbilisi, Batumi and Tashkent, BLC brings together a team of professionals supporting businesses in navigating complex and regulated environments with clarity, precision and a strategic approach.​
​
With 25 years of experience, BLC continues to uphold high professional standards through an approach built on responsibility, trust and results.

კინო ხშირად საუკეთესო საშუალებაა სამართლებრივი საკითხების განსხვავებული პერსპექტივიდან დასანახად 🎬​The Lawyers' Watchlis...
25/08/2026

კინო ხშირად საუკეთესო საშუალებაა სამართლებრივი საკითხების განსხვავებული პერსპექტივიდან დასანახად 🎬
​
The Lawyers' Watchlist-ის ფარგლებში ეკო სვანიძე გვიზიარებს ფილმებს, რომლებიც პროფესიულ გამოცდილებას, ეთიკურ დილემებსა და ადამიანურ ისტორიებს ერთმანეთთან აკავშირებს.​
​-
Cinema is often one of the best ways to explore legal issues from a different perspective 🎬
​
As part of The Lawyer’s Watchlist, Ekoterine Svanidze shares films that connect professional experience with ethical dilemmas and human stories.

🏔️პროფესიული საქმიანობა მუდმივ კონცენტრაციასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ამიტომ, ბალანსის შენარჩუნებას თითოეული ჩვენგ...
17/08/2026

🏔️პროფესიული საქმიანობა მუდმივ კონცენტრაციასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ამიტომ, ბალანსის შენარჩუნებას თითოეული ჩვენგანი თავისებურად ახერხებს.

გიორგი ბათლიძისთვის ეს ბალანსი ლაშქრობაში, ბუნებასა და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობებშია. ლაშქრობისას ყოველდღიური ფიქრები ადგილს სხვა შეგრძნებებს უთმობს და მთავარი გზა, მომდევნო ნაბიჯი და ბუნებასთან კავშირია. სწორედ ამაში ხედავს ის გადატვირთვის, ენერგიის აღდგენისა და ახალი ძალების მოკრების საუკეთესო საშუალებას.
-
🏔️Professional life demands constant focus and responsibility. That is why each of us finds our own way to maintain balance.

For Giorgi Batlidze, this balance is found in hiking, nature, and journeys filled with adventure. While hiking, everyday thoughts give way to different sensations, and what matters most is the path, the next step, and the connection with nature. This is where he finds the best way to reset, restore his energy, and regain strength.

BLC Law Office-ის პარტნიორი და CEO თამთა ივანიშვილი Silk Road Finance & Technology Forum 2026-ის სპიკერია. 24-26 აგვისტო...
11/08/2026

BLC Law Office-ის პარტნიორი და CEO თამთა ივანიშვილი Silk Road Finance & Technology Forum 2026-ის სპიკერია.

24-26 აგვისტოს, ტაშკენტში გამართული ფორუმი ფინანსებისა და ტექნოლოგიების სფეროს საერთაშორისო ლიდერებს, ექსპერტებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს გააერთიანებს. ღონისძიების მთავარი თემები ფინანსური სექტორის ტრანსფორმაციას, ციფრულ აქტივებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და მათთან დაკავშირებულ მარეგულირებელ საკითხებს მოიცავს.

ფორუმის ფარგლებში თამთა ივანიშვილი ისაუბრებს ციფრულ აქტივებსა და ამ სფეროში სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებაზე.

BLC Law Office-ისთვის საერთაშორისო პროფესიულ პლატფორმებში მონაწილეობა გამოცდილების გაზიარებისა და იმ აქტუალურ საკითხებზე დიალოგის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომლებიც ფინანსებისა და ტექნოლოგიების სფეროს სამართლებრივ და მარეგულირებელ გარემოს განსაზღვრავს.
-
BLC Law Office Partner and CEO Tamta Ivanishvili will be among the speakers at the Silk Road Finance & Technology Forum 2026.

Taking place in Tashkent on August 24-26, the Forum will bring together international leaders, experts, and industry professionals to explore key developments shaping the future of finance and technology, with a focus on financial sector transformation, digital assets, emerging technologies, and the evolving regulatory landscape.

As part of the Forum, Tamta Ivanishvili will share her perspective on digital assets and the legal and regulatory frameworks developing around this rapidly evolving field.

BLC Law Office’s participation in international industry platforms reflects the firm’s commitment to contributing to professional dialogue, exchanging expertise, and engaging with the legal and regulatory developments shaping the future of finance and technology.

რა გავლენა აქვს ლიტერატურას იურიდიულ აზროვნებაზე?​📚​სამართლებრივი პრაქტიკა მხოლოდ კანონის ცოდნას არ ეფუძნება, ის ადამიან...
03/08/2026

რა გავლენა აქვს ლიტერატურას იურიდიულ აზროვნებაზე?​📚
​
სამართლებრივი პრაქტიკა მხოლოდ კანონის ცოდნას არ ეფუძნება, ის ადამიანის ბუნების, ეთიკის, პასუხისმგებლობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ღრმა გააზრებას მოითხოვს.​
​
ხშირად, სწორედ ლიტერატურა გვაძლევს იმ პერსპექტივას, რომელიც აძლიერებს ანალიზის, განსჯისა და კომპლექსური საკითხების მრავალმხრივად დანახვის უნარს.​
​
BLC-ის პერსპექტივის ფარგლებში, რუსა ჭკუასელი გვიზიარებს მისთვის გამორჩეულ 5 წიგნს, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მის პროფესიულ ჩამოყალიბებასა და სამართლებრივ ხედვაზე.​
-​
How does literature shape legal thinking?​📚
​
Legal practice is not built on knowledge of the law alone - it also requires a deep understanding of human nature, ethics, responsibility, and the complexities of decision-making.​
​
Often, literature offers the perspective that strengthens our ability to analyse, reason, and approach complex issues from multiple angles.​
​
As part of the BLC Perspective series, Rusa Tchkuaseli shares five books that have had a meaningful impact on her professional development and legal outlook.

BLC ლოპოტა სპა რეზორტის სამართლებრივი მრჩეველია 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების ემისიის ფარგლებში, რომელიც ხორციელდე...
27/07/2026

BLC ლოპოტა სპა რეზორტის სამართლებრივი მრჩეველია 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების ემისიის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით. ​

BLC ლოპოტას ინტერესებს წარმოადგენს და უზრუნველყოფს ტრანზაქციის სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას. ემისიიდან მოზიდული სახსრები სრულად მოხმარდება არსებული საბანკო ვალდებულებების რეფინანსირებას.​

აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს BLC-ის გამოცდილებას კაპიტალის ბაზრისა და კომპლექსური საფინანსო ოპერაციების მიმართულებით.​
​___

BLC Law Office is acting as legal counsel to Lopota Spa Resort in connection with its USD 20 million bond issuance, carried out in collaboration with TBC Capital. ​

BLC represents Lopota’s interests and provides comprehensive legal
support throughout the transaction. Bond issuance will support the
refinancing of Lopota’s existing bank liabilities.​

This transaction further reinforces BLC Law Office’s expertise in capital markets and complex financial transactions.

ბრენდირებული რეზიდენციები საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება.​​BLC L...
24/07/2026

ბრენდირებული რეზიდენციები საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება.​
​
BLC Law Office-ის პარტნიორი ანრი ხონელიძე ახალ იურიდიულ შეფასებაში მიმოიხილავს იმ ძირითად სამართლებრივ საკითხებს, რომლებიც ბრენდირებული რეზიდენციების განვითარებას განსაზღვრავს - საკუთრების სტრუქტურიდან და მართვის მოდელიდან ცენტრალიზებული გაქირავების (Rental Pool) მექანიზმებამდე, მომხმარებელთა დაცვისა და გრძელვადიანი მმართველობის საკითხების ჩათვლით.​
​
გაეცანით სრულ სტატიას: https://tinyurl.com/433dafnj ​
-​
Branded residences are becoming an increasingly important part of Georgia's real estate landscape.​
​
In his latest legal assessment, Anri Khonelidze, Partner at BLC Law Office, explores the key legal considerations shaping branded residence developments - from ownership structures and management models to centralized rental programmes (Rental Pool), consumer protection, and long-term governance.​
​
Read the full legal assessment: https://tinyurl.com/433dafnj

BLC Law Office-ის უფროსი იურისტი რუსკა ხაზარაძე მიმოიხილავს საიმიგრაციო რეგულაციების ბოლო ცვლილებებს და მათ პრაქტიკულ გა...
23/07/2026

BLC Law Office-ის უფროსი იურისტი რუსკა ხაზარაძე მიმოიხილავს საიმიგრაციო რეგულაციების ბოლო ცვლილებებს და მათ პრაქტიკულ გავლენას ბიზნესზე.

🔸რატომ გახდა საჭირო ცვლილებები?
ახალი რეგულაციების პრაქტიკაში ამოქმედების შემდეგ არაერთი გამოწვევა გამოიკვეთა. სწორედ ამიტომ, ბიზნესის პრაქტიკული გამოცდილებისა და ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე, კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა.

🔸რა შეიცვალა დამსაქმებლებისთვის?
გაუქმდა ე.წ. „ბაზრის ტესტი“ - უცხოელის დასაქმებამდე ვაკანსიის გამოქვეყნება აღარ არის საჭირო. ახალ კომპანიებს მიეცათ 3-თვიანი ვადა საჭირო ბრუნვის დასაგენერირებლად, რაც მათ უცხოელი თანამშრომლების დასაქმებას უადვილებს საქმიანობის საწყის ეტაპზე. ამასთან, შემოვიდა მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის საგამონაკლისო რეჟიმი.

🔸რა გამოწვევები რჩება ბიზნესისთვის?
მიუხედავად განხორციელებული ცვლილებებისა, ბიზნესისთვის კვლავ გამოწვევად რჩება ბრუნვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება, უცხოელთა მიერ ბინადრობის ნებართვის მიღებაზე უარის პრაქტიკა და უცხოური კონტრაქტორების მიერ საქართველოში გამოგზავნილი პერსონალის საიმიგრაციო სტატუსზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა.

🔸რა უნდა გაითვალისწინონ კომპანიებმა?
უცხოელი თანამშრომლების დასაქმების დაგეგმვა სასურველია ჯერ კიდევ მათ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყოს. საჭირო საიმიგრაციო სტატუსისა და ნებართვების წინასწარი შეფასება კომპანიებს ეხმარება, თავიდან აირიდონ როგორც სამართლებრივი რისკები, ისე საქმიანობის პროცესში წარმოშობილი შეფერხებები.

BLC Law Office Senior Associate Ruska Khazaradze reviews the latest changes to Georgia’s immigration regulations and their practical implications for businesses.

🔸 Why were these changes introduced?
Following the implementation of the new regulations, a number of practical challenges became apparent. In response, and based on business feedback and active engagement with the private sector, significant amendments were introduced to the legislation.

🔸 What has changed for employers?
The so-called labour market test has been abolished, meaning employers are no longer required to advertise a vacancy before hiring a foreign national. Newly established companies are now granted a three-month period to generate the required turnover, making it easier to employ foreign workers during the early stages of their operations. In addition, an exception has been introduced for short-term professional activities.

🔸 What challenges remain for businesses?
Despite these improvements, several practical issues remain. Businesses continue to face challenges related to meeting turnover requirements, the ongoing practice of refusing residence permit applications for foreign nationals, and determining the responsible party for the immigration status of personnel sent to Georgia by foreign contractors.

🔸 What should companies keep in mind?
Companies should begin planning the employment of foreign nationals well before their arrival in Georgia. Assessing the required immigration status and permits in advance helps businesses avoid legal risks and minimize operational disruptions.

BLC Law Office-ში გვჯერა, რომ თანამედროვე იურიდიული პრაქტიკა მრავალდისციპლინურ ცოდნას მოითხოვს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი ...
13/07/2026

BLC Law Office-ში გვჯერა, რომ თანამედროვე იურიდიული პრაქტიკა მრავალდისციპლინურ ცოდნას მოითხოვს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი გუნდისთვის ფინანსური ექსპერტიზის აკადემიის (FEA • Financial Expertise Academy) მიერ, მისი დამფუძნებლისა და ტრენერის - ნინო ქურდიანის ხელმძღვანელობით, ექსკლუზიურად შემუშავდა კორპორაციული ტრენინგ-პროგრამა - „ფინანსები იურისტებისთვის“.​
​
პროგრამა მოიცავდა ფინანსური ანგარიშგებების ინტერპრეტაციასა და ანალიზს, ფინანსური მათემატიკის საფუძვლებს, ასევე სავალო და კაპიტალის ინსტრუმენტებისა და შეფასების საბაზისო პრინციპებს.​
​
BLC Law Office-სთვის მრავალმხრივი პროფესიული განვითარება ექსპერტიზის გაღრმავებისა და კლიენტებისთვის მაღალი სტანდარტის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ნაწილია.​
___
​
At BLC Law Office, we believe that modern legal practice requires multidisciplinary expertise. With this in mind, an exclusive corporate training programme - “Finance for Legal Professionals” - was developed for our team by the FEA • Financial Expertise Academy, under the leadership of its Founder and Trainer, Nino Kurdiani.​
​
The programme covered financial statement interpretation and analysis, foundations of financial mathematics, as well as the key principles of debt and equity instruments and valuation.​
​
At BLC Law Office, continuous professional development is an essential part of deepening our expertise and ensuring the highest standard of legal services for our clients.

08/07/2026

2008 წლამდე დაწყებული და დღემდე დაუსრულებელი სამშენებლო პროექტების დასრულების ვადა კიდევ ორი წლით - 2028 წლამდე გახანგრძლივდა.​​

რას ნიშნავს ეს რეგულაცია პრაქტიკაში, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მრავალწლიანი დაუსრულებელი ან შეჩერებული პროექტების დასრულებაზე და რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს მსგავსი შემთხვევების მოსაგვარებლად?​
​
ამ საკითხებზე BMG-ის ეთერში BLC Law Office-ის პარტნიორი, ლაშა უფლისაშვილი საუბრობს.

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995322922491

Alerts

Be the first to know and let us send you an email when BLC Law Office posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to BLC Law Office:

Shortcuts

Share

Category