Levan Sepiashvili / ლევან სეფიაშვილი

Levan Sepiashvili / ლევან სეფიაშვილი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Levan Sepiashvili / ლევან სეფიაშვილი, Lawyer & Law Firm, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N7, Tbilisi.

20/03/2025

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია!

🔰2025 წლის 12 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ კონვენცია დაამტკიცა. https://www.coe.int/en/web/portal/-/council-of-europe-adopts-international-convention-on-protecting-lawyers

🔹შეთანხმება, რომელიც ადვოკატთა უფლებების გაძლიერებასა და მათი საქმიანობის თავისუფლების გარანტიებს ითვალისწინებს უპრეცედენტოა და ადვოკატთა პროფესიული დამოუკიდებლობის განმტკიცების კუთხით უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინსტრუმენტს წარმოადგენს.

🔹აღნიშნული კონვენცია ევროპის საბჭომ ადვოკატთა საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების ფონზე მიიღო, კერძოდ, როგორებიცაა შევიწროება, მუქარა, ფიზიკური თავდასხმა თუ პროფესიული მოვალეობების შესრულებაში ჩარევა და სხვ.

🔹კონვენცია ვრცელდება, როგორც ადვოკატებზე, ასევე, მათ პროფესიულ გაერთიანებებზე, რომლებიც კრიტიკულ როლს ასრულებენ ადვოკატთა უფლებებისა და ინტერესების დაცვაში.

🔹კონვენციის მიხედვით, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებს შეეძლოთ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელება ყოველგვარი ფიზიკური თავდასხმის, მუქარის, შევიწროების, დაშინების ან პროფესიულ საქმიანობაში არასათანადო ჩარევის გარეშე.

🔹ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ კონვენცია ადვოკატთა პროფესიული დამოუკიდებლობისა და გაძლიერების გზით ხელს უწყობს სამართლის უზენაესობის განმტკიცებას, სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფასა და ადვოკატთა როლის აღიარებას დემოკრატიულ საზოგადოებაში. გარდა ამისა, კონვენცია ადგენს მონიტორინგის ეფექტიან მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს მის აღსრულებას, გააანალიზებს კონვენციის დარღვევებს, შეისწავლის ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობაზე ზემოქმედების შემთხვევებს და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

🇬🇪 საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მივესალმებით და მტკიცედ ვჭერთ მხარს ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ კონვენციის მიღებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველო საქართველოს მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia ერთ-ერთი პირველი იქნება იმ სახელმწიფოთა შორის, რომელიც აღნიშნულ კონვენციას ხელს მოაწერს და მოახდენს მის რატიფიცირებას.

🎉თითოეულ ქართველ ადვოკატს ვულოცავთ ამ ისტორიულ მოვლენას!

10/12/2024

2024 წლის 10 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ზ.თ-ს მიმართ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი გასაღების ნაწილში, რომელსაც ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალების გასაღება (3 ეპიზოდი), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 10 დან 15 წლამდე.

ზ.თ დაუყონებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან და დაუბრუნდა ოჯახსა და ორ მცირეწლოვან შვილს!

25/04/2024

მოგესალმებით, გიზიარებთ ჩემს ოფიციალურ გვერდს, სადაც პერიოდულად განთავსდება ჩემი საადვოკატო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.
შეგიძლიათ მოიწონოთ გვერდი.

Address

ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N7
Tbilisi
0108

Telephone

+995598613961

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Levan Sepiashvili / ლევან სეფიაშვილი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Levan Sepiashvili / ლევან სეფიაშვილი:

Share