29/06/2021
2021 წლის 01 ივლისიდან პეციალური შეტყობინების გარეშე იკრძალაბა სათამაშოების იმპორტი
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N 47 დადგენილებით დამტკიცდა სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი და მისი დანართი, რომელიც ადგენს ახალ რეგულაციებს საქართველოში სათამაშოების რეალიზაციისათვის ან/და იმპორტისათვის. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება სათამაშოებზე, რომლებიც დაპროექტებულია ან განკუთვნილია 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ სათამაშოდ გამოყენებისათვის, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პროდუქტი დაპროექტებულია ან განკუთვნილია მხოლოდ სათამაშოდ გამოყენებისთვის თუ არა. ახალი რეგულაციის თანახმად მწარმოებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ბაზარზე მხოლოდ ისეთი სათამაშოს განთავსება, რომელიც დაპროექტებული და დამზადებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, ამასთანავე ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს სათამაშოსთვის შესაბამისობის დეკლარაციის არსებობას. მწარმოებელი ვალდებულია შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია და შესაბამისობის დეკლარაცია სათამაშოს ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.
ახალი რეგულაციების მიხედვით მწარმოებელი ვალდებულია სათამაშოზე დაიტანოს ტიპის, პარტიის, სერიის, მოდელის ნომერი ან სხვა ნებისმიერი ნიშანი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის იდენტიფიცირებას. იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული ვერ ხერხდება სათამაშოს ზომის ან ტიპის გამო, საჭირო ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს მის შეფუთვაზე ან თანმხლებ დოკუმენტაციაში. მწარმოებელი ვალდებულია სათამაშოზე, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, მის შეფუთვაზე ან თანხმლებ დოკუმენტაციაში, მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია მწარმოებელთან დაკავშირება. მწარმოებელი ვალდებულია სათამაშოს თან დაურთოს ქართულ ენაზე შედგენილი შესაბამისი უსაფრთხოების ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. მწარმოებელი, რომელიც თვლის, ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული სათამაშო არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის სათანადო მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები, აღნიშნული სათამაშოს შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს სათამაშოს ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ სათამაშო ქმნის რისკს, მწარმოებელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია შეუსაბამობის და მიღებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ.
ამასთანავე, სათამაშოების რეალიზაციაზე და იმპორტზე ახალი მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმპორტიორზე, რომელიც ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისი სათამაშო. იმპორტიორი ვალდებულია სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ მწარმოებელმა განახორციელა შესაბამისობის შეფასების სათანადო პროცედურა, შეადგინა ტექნიკური დოკუმენტაცია, სათამაშოზე დაიტანა შესაბამისობის ნიშანი და მას თან დაურთო საჭირო დოკუმენტები, ასევე დააკმაყოფილა ტექნიკური რეგლამენტის სხვა მოთხოვნები.
იმპორტიორი ვალდებულია არ განათავსოს სათამაშო ბაზარზე, თუ თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ სათამაშო არ შეესაბამება ტექნიკური მოთხოვნებს, სანამ სათამაშო შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი დადგენილ მოთხოვნებთან. თუ სათამაშო ქმნის რისკს, იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელს და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს. აღსანიშნავია, რომ იმპორტიორი ან დისტრიბუტორი განიხილებიან, როგორც მწარმოებელი, და, შესაბამისად, მათზე ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინებული ვალდებულებები.
და რაც ყველაზე მთავარია, იმპორტის გზით სათამაშოს საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ვებგვერდის მეშვეობით შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება,“ რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ურო დეტალური კონსულტაციის მისაღებად მოგვმართეთ იურიდიულ კომპანიას BLA-ს. ჩვენი საკონტაქტო მონაცემებია WWW.BLA.GE ან დაგვიკავშირდით ელეფონზე: 599 130-450
ამაშოების იმპორტი
BLA is one of the leading consulting companies in Georgia, which provides services to individuals and legal entities. Our services include: legal, accounting, tax and auditing fields.Our company has been providing consulting services to Georgian and foreign companies for many years. Our success is d...