13/03/2024
შემაკავებელი ორდერი ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დასაცავად. მნიშვნელოვანია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიცეს რეალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად და მსხვერპლის დასაცავად და თითოეულ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლებმა შეაფასონ შემაკავებელი ორდერის გამოცემის ობიექტური და რეალური საფუძვლები.
არის შემთხვევები, როდესაც შემაკავებელი ორდერი გამოიცემა არარეალური და ცრუ ინფორმაციის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერი აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს სასამართლოში. შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შედეგად სასამართლო გააუქმებს უსაფუძვლოდ გამოცემულ შემაკავებელ ორდერს და პირს აღარ ექნება მოძალადის სტატუსი.
მოცემულ შემთხვევაში ორი უსაფუძვლოდ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გაუქმდა და მამას მიეცა შვილებთან ურთიერთობის შესაძლებლობა.
#შემაკავებელიორდერი #ოჯახშიძალადობა #ოჯახურიძალადობა #მსხვერპლი #პოლიცია #შსს #ადვოკატი #სასამართლო