საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ივანე ჯავახიშვილის N60

31/01/2026

ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება გაიმართა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ საერთო კრებას გასული წლის საქმიანობის ანგარიში და 2026 წლის გეგმები წარუდგინა.

საერთო კრებაზე გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა ყურადღება გაამახვილა ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ციფრული ნოტარიატის განვითარების პერსპექტივებზე.

საერთო კრებაზე ელქტრონული სანოტარო სერვისების განვითარებასა და სანოტარო არქივის გაციფრულების უპირატესობებზეც ისაუბრეს. ნოტარიუსების არქივის დიგიტალიზაცია მნიშვნელოვნად ამცირებს არქივში დაცული დოკუმენტაციის მოძიების დროს; მოქალაქეები სანოტარო არქივიდან მასალების გამოთხოვის და მიღების კუთხით სწრაფ და სრულფასოვან მომსახურებას იღებენ. აღსანიშნავია, რომ არქივის გაციფრულების პროცესი მიმდინარეა. ამ ეტაპზე დიგიტალიზირებულია 427 ნოტარიუსის არქივი.

საერთო კრებაზე დამტკიცდა პალატის ახალი წესდება და 2026 წლის ბიუჯეტი. გაიმართა ახალდანიშნული ნოტარიუსების ფიცის დადების ცერემონია. გასულ წელს ნოტარიუსები დაინიშნენ საგარეჯოში, ქობულეთში, შუახევში, ცაგერში და სოფლებში საგურამოსა და მარტყოფში. სანოტარო მომსახურების უფრო მეტად ხელმისაწვდომობისთვის ზოგიერთ ქალაქს ერთდროულად რამდენიმე ნოტარიუსი ემსახურება.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ საერთო კრებას გასული წლის საქმიანობის ანგარიში და 2026 წლის გეგმები წარუდგინა.საერთო კრებაზ...
31/01/2026

ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ საერთო კრებას გასული წლის საქმიანობის ანგარიში და 2026 წლის გეგმები წარუდგინა.

საერთო კრებაზე გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა ყურადღება გაამახვილა ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ციფრული ნოტარიატის განვითარების პერსპექტივებზე.

საერთო კრებაზე ელქტრონული სანოტარო სერვისების განვითარებასა და სანოტარო არქივის გაციფრულების უპირატესობებზეც ისაუბრეს. ნოტარიუსების არქივის დიგიტალიზაცია მნიშვნელოვნად ამცირებს არქივში დაცული დოკუმენტაციის მოძიების დროს; მოქალაქეები სანოტარო არქივიდან მასალების გამოთხოვის და მიღების კუთხით სწრაფ და სრულფასოვან მომსახურებას იღებენ. აღსანიშნავია, რომ არქივის გაციფრულების პროცესი მიმდინარეა. ამ ეტაპზე დიგიტალიზირებულია 427 ნოტარიუსის არქივი.

საერთო კრებაზე დამტკიცდა პალატის ახალი წესდება და 2026 წლის ბიუჯეტი. გაიმართა ახალდანიშნული ნოტარიუსების ფიცის დადების ცერემონია. გასულ წელს ნოტარიუსები დაინიშნენ საგარეჯოში, ქობულეთში, შუახევში, ცაგერში და სოფლებში საგურამოსა და მარტყოფში. სანოტარო მომსახურების უფრო მეტად ხელმისაწვდომობისთვის ზოგიერთ ქალაქს ერთდროულად რამდენიმე ნოტარიუსი ემსახურება.

31/12/2025
29/12/2025

ნოტარიუსთა პალატა გილოცავთ შობა-ახალ წელს!🎄

16/12/2025
10/12/2025
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და აბიტურიენტებისთვი...
04/12/2025

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და აბიტურიენტებისთვის პროფესიის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებთან ეკატერინე ნანდოშვილმა ისაუბრა პროფესიის მნიშვნელობაზე და მომავალ იურისტებს ნოტარიუსის პროფესიის დაუფლებისთვის აუცილებელი ეტაპები და პირობები გააცნო.

საჯარო ლექციის დასასრულს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მადლობა გადაუხადა მათ პროფესიისადმი გამოჩენილი ინტერესისთვის.

საჯარო ლექცია საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და SEU - ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სერგო ჭელიძე, ვიცე რექტორი აკადემიური მიმართულებით გიორგი ღავთაძე და ნოტარიუსი თეა ედიშერაშვილი.

ნოტარიუსთა პალატის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მიზანი სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის უკეთ გაცნობაა, რაც მომავალ იურისტებს პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის უფროსის, მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის ფინ...
02/12/2025

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის უფროსის, მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სპეციალისტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციებზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: (HR.GOV.GE https://www.hr.gov.ge/)

1. იურიდიული სამსახურის უფროსი - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/96699?active=1

2. მონიტორინგისა და კონტროლის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სპეციალისტი - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/96701?active=1

3. ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/96702?active=1

კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება, პირველ ეტაპზე შემოსული განცხადებები განიხილება და გადაირჩევა საკონკურსო მოთხოვნათა შესაბამისად, რის შემდეგაც ჩატარდება გასაუბრება.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის ორგანიზებით, ნოტარიუსებისთვის საერთაშორისო კერძო სამართალის პრაქტიკულ საკითხებს...
02/12/2025

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის ორგანიზებით, ნოტარიუსებისთვის საერთაშორისო კერძო სამართალის პრაქტიკულ საკითხებსა და დოკუმენტების აპოსტილით და ლეგალიზაციით დამოწმების თაობაზე სემინარი ჩატარდა.

სემინარზე ნოტარიუსებმა ტრენერებთან ერთად დეტალურად განიხილეს შემდეგი საკითხები:

* საერთაშორისო კერძო სამართლებრივ საქმეებზე სანოტარო მოქმედებათა შესრულების ზოგადი წესები;
* უცხოელი სუბიექტები სანოტარო წარმოებაში;
* დოკუმენტების საერთაშორისო ნამდვილობა სანოტარო წარმოებაში;
* მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობები საერთაშორისო საოჯახო სამართალში;
* საერთაშორისო მემკვიდრეობა;
* აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია.

მსგავსი სახის სემინარები ნოტარიუსებს ეხმარება პრაქტიკაში წარმოქმნილი საკითხები სწორად გაანალიზონ და მოქალაქეებს მაღალი სტანდარტის მომსახურება შესთავაზონ.

სემინარს უძღვებოდნენ სამართლის დოქტორი, პროფესორი ეკატერინე ბაღიშვილი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი სალომე გრძელიშვილი.

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ნოტარიუსთა პალატა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category