Prime Audit & Consulting

Call Website Contact the business

Prime Audit & Consulting Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Prime Audit & Consulting, Tax Lawyer, Tbilisi.

🔹ფინანსური, ბიზნეს და საგადასახადო მრჩეველი
🔸ლიცენზირებული საგადასახადო და ფინანსური აუდიტი
🔹საბუღალტრო მომსახურება და ფინანსური ანალიზი
🔸საგადასახადო დავებში თქვენი უფლებების დაცვა
🔹იურიდიული მომსახურება/ადვოკატურა
🔸IT და მარკეტინგი
🔹ბიზნეს გეგმა

📱 Motorola-ს ვიცე-პრეზიდენტი მობილური ტელეფონით DynaTAC, ნიუ-იორკი, 1973 წელი.🔎 საინტერესოა, რომ 1980-იანი წლების დასაწყ...
07/08/2026

📱 Motorola-ს ვიცე-პრეზიდენტი მობილური ტელეფონით DynaTAC, ნიუ-იორკი, 1973 წელი.

🔎 საინტერესოა, რომ 1980-იანი წლების დასაწყისში კომპანია AT&T-მ McKinsey-ს შეუკვეთა კვლევა — რამდენი მობილური ტელეფონი იქნებოდა მსოფლიოში გამოყენებაში 2000 წლისთვის?

📊 McKinsey-ის სპეციალისტებმა ივარაუდეს, რომ ბაზრის მოცულობა დაახლოებით 900 000 მობილური ტელეფონი იქნებოდა. ამის შემდეგ AT&T-მ ჩათვალა, რომ მობილური ტელეფონების ბაზარი საკმარისად პერსპექტიული არ იყო და ამ ახლად წარმოქმნილ ბიზნესს გამოეთიშა.

🚀 თუმცა 2000 წელს მობილური ტელეფონების რაოდენობამ მსოფლიოში 738 მილიონს გადააჭარბა.

💡 ეს ისტორია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესში სწორი ანალიზი, პროფესიული კონსულტაცია და მომავლის სწორად შეფასება. ერთი მცდარი პროგნოზი შეიძლება კომპანიას უზარმაზარი შესაძლებლობის დაკარგვად დაუჯდეს.

🎯 სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებისას სჯობს დაეყრდნოთ პროფესიონალურ გამოცდილებას და არა მხოლოდ ინტუიციას.

💼 თუ გჭირდებათ ბიზნესის ანალიზი, აუდიტი, სტრატეგიული დაგეგმვა ან პროფესიული საკონსულტაციო მომსახურება — მოგვმართეთ Prime Audit & Consulting

📈 სწორი გადაწყვეტილება დღეს — ხვალ შეიძლება თქვენი ბიზნესის ყველაზე დიდი უპირატესობა გახდეს.

www.prime.ge
www.primeaudit.ge

🔴 მნიშვნელოვანი შეტყობინება თუ გსურთ საქართველოს საპენსიო ფონდში საჩივრის წარდგენა, გთხოვთ, წინასწარ გაეცნოთ შესაბამისი ...
09/07/2026

🔴 მნიშვნელოვანი შეტყობინება

თუ გსურთ საქართველოს საპენსიო ფონდში საჩივრის წარდგენა, გთხოვთ, წინასწარ გაეცნოთ შესაბამისი განაცხადის ფორმას და შეავსოთ იგი დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
https://pensions.ge/ka/public-information/complaint-form შეავსოთ იგი და გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: [email protected].

წარმოდგენილი დოკუმენტი სავალდებულოა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით. იმ შემთხვევაში, თუ არ გაგაჩნიათ, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, უნდა მობრძანდეთ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, ან საქართველოს საპენსიო ფონდის ოფისში პოლიტკოვსკაიას 14.
განცხადება განიხილება, კანონით განსაზღვრულ ვადებში. ჯარიმასთან დაკავშირებით განცხადებით უნდა მოგვმაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ან უფლებამოსილმა პირმა
გაითვალისწინეთ, რომ ელექტრონულად მომართვის შემთხვევაში შევსებულ განცხადებას უნდა დაურთოთ მინდობილობა და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა.

www.pensions.ge
www.prime.ge

🔴 გაიმართა ექსპერტთა შეხვედრა საპენსიო ფონდის, „პრაიმ აუდიტისა და კონსალტინგის“  და დარგის სხვა სპეციალისტების მონაწილეო...
03/07/2026

🔴 გაიმართა ექსპერტთა შეხვედრა საპენსიო ფონდის, „პრაიმ აუდიტისა და კონსალტინგის“ და დარგის სხვა სპეციალისტების მონაწილეობით, სადაც განიხილეს გავრცელებული საჯარიმო სანქციები, მათთან დაკავშირებული პრაქტიკული გამოწვევები და არსებული სამართლებრივი საკითხები.

♦️ აქვე შეგახსენებთ, რომ შესაბამისი განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 8 ივლისი, ამიტომ გთხოვთ, განცხადება არაუგვიანეს აღნიშნული თარიღისა წარადგინოთ.

1. ყველა დამსაქმებელი ვინც დაჯარიმდა, მიიღო sms/ მიიღო შეტყობინება პირად გვერდზე და უფიქსირდება გადასახდელი ჯარიმა მან დაწეროს საჩივარი/განცხადება იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ან საპენსიო ფონდის ოფისში;
2. ჯარიმის შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ გადაამოწმოთ საპენსიო ფონდის დამსაქმებლის გვერდზე;
3. განცხადების ფორმა არის pensions.ge -ს გვერდზე ასევე ადგილზე იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში;
4. საჩივარში აუცილებლად უნდა მიუთითოთ ჯარიმის ქვითრის ნომერი!
5. განცხადება უნდა წარადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ან უფლებამოსილმა პირმა;
6. რას მოიტანს განცხადება - საპენსიო ფონდმა შექმნა შესაბამისი სამსახური რომელიც განიხილავს განცხადებებს;
7. ჯარიმის განწილვადებასთან დაკავშირებით მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს;
8. ჯარიმის თავიდან აცილების მიზნით გთხოვთ უზრუნველყოთ საპენსიო შენატანის დროული განხორციელება!

📊 თქვენი ბიზნესის საუკეთესო IT მეგობარი — ხარისხი, უსაფრთხოება და საუკეთესო ფასი 🚀🖥️ დღეს, როდესაც ბიზნეს პროცესები სრულ...
30/06/2026

📊 თქვენი ბიზნესის საუკეთესო IT მეგობარი — ხარისხი, უსაფრთხოება და საუკეთესო ფასი 🚀

🖥️ დღეს, როდესაც ბიზნეს პროცესები სრულად არის დამოკიდებული ტექნოლოგიებზე, სწორი IT სისტემების გარეშე შეუძლებელია განვითარება, წარმატება და კონკურენტული უპირატესობის მოპოვება.

📈 ჩვენ გთავაზობთ სრულ Prime IT მომსახურებას როგორც მცირე, ისე დიდი კომპანიებისთვის:

🌐 ვებგვერდების დამზადება და პროგრამული სერვისები:
⬇️
✅ პრემიუმ ხარისხის ვებგვერდები - თანამედროვე ტექნოლოგიები, უნიკალური დიზაინი და 100% დაცულობა
✅ ვებგვერდების დამზადება და ფუნქციური გამართვა
✅ ჰოსტინგისა და დომენების კონფიგურაცია
✅ ვებგვერდების ტექნიკური მხარდაჭერა და განახლებები
✅ Windows-ის ინსტალაცია და სისტემების სრული გამართვა
✅ დრაივერების დაყენება და პერიფერიული მოწყობილობების კონფიგურაცია
✅ ოპერაციული სისტემის ოპტიმიზაცია და მუშაობის დაჩქარება
✅ პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და განახლება
✅ Moodle და სხვა საგანმანათლებლო პლატფორმების დანერგვა
✅ ონლაინ სასწავლო და საგამოცდო სისტემების კონფიგურაცია

⚙️ ქსელები, ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოება:
⬇️
✅ კომპიუტერული ქსელის დაგეგმვა, კაბელირება, მონტაჟი
✅ WiFi დაკონფიგურირება
✅ როუტერების კონფიგურაცია სხვადასხვა ბრენდების (Cisco, MikroTik, D-Link, TP-Link და სხვა) ორიენტირი აღებულია მოქნილობაზე და დაცულობაზე.
✅ სერვერების ინსტალაცია და დაკონფიგურირება
✅ არსებული ქსელის გამართვა და ოპტიმიზაცია
✅ VPN კავშირის დამყარება (რამდენიმე ფილიალის გაერთიანება ერთ ქსელში). თუ გინდათ, რომ თქვენი ქსელი იყოს დაცული და პრივატული.
✅ IP ტელეფონია (FreePBX სერვერის ინსტალაცია და დაკონფიგურირება).
✅ IP კამერების მონტაჟი და კონფიგურაცია. DVR მოწყობილობების დაკონფიგურირება. ჩვენ გთავაზობთ ხარისხიან IP კამერებს და შეღავათიან ფასებში.
✅ უსაფრთხოების სისტემების სრული გამართვა

📱💻მობილური და ვებ აპლიკაციების განვითარება:
⬇️
✅ ინდივიდუალურად დაგეგმილი ვებ აპლიკაციები ბიზნეს მოთხოვნების მიხედვით
✅ თანამედროვე და ინტუიციური UI/UX დიზაინი
✅ მაღალი სიჩქარე და SEO ოპტიმიზაცია
✅ მონაცემთა უსაფრთხოება და GDPR სტანდარტებთან შესაბამისობა
✅ სრული ტექნიკური მხარდაჭერა და განახლება
✅ ინტეგრაცია წამყვან პლატფორმებთან (ThemeXpert, ZooTemplate, JoomShaper, RocketTheme, YOOtheme)
✅ ნატურალური (Native) და ჰიბრიდული აპლიკაციების დამზადება
✅ მომხმარებელზე ორიენტირებული UI/UX დიზაინი
✅ ბიზნეს ლოგიკის დეტალური ანალიზი და ინტეგრაცია
✅ API-ებთან და გარე სერვისებთან ინტეგრაცია
✅ სერვერული მხარდაჭერა და მონაცემთა უსაფრთხოება

🕹️ ტექნოლოგიური სტეკი:
Laravel • Node.js • React • Next.js • Tailwind CSS • PostgreSQL • MySQL • React Native • REST API • GraphQL • Redux • Tailwind • Expo და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები

🖲️ გახადეთ თქვენი ბიზნესი უფრო სწრაფი, დაცული და ეფექტური თანამედროვე Prime IT ტექნოლოგიებით.

🧠 რატომ ჩვენ?
✔️ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალების გუნდი
✔️ თანამედროვე IT გადაწყვეტილებები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები
✔️ ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ კლიენტთან
✔️ სისტემების სწრაფი და უმტკივნეულო განახლება
✔️ მაღალი ხარისხის მომსახურება ყველაზე დაბალ ფასად

📞 დაგვიკავშირდით 597 002020 ან 📩 მოგვწერეთ მესენჯერში და მიიღეთ უფასო კონსულტაცია
www.prime.ge

#ქსელები #ვებგვერდი

📊 გჭირდებათ საგადასახადო მრჩეველი?გსურთ თავიდან აიცილოთ საგადასახადო რისკები და მართოთ თქვენი ბიზნესი უსაფრთხოდ, საგადას...
01/06/2026

📊 გჭირდებათ საგადასახადო მრჩეველი?

გსურთ თავიდან აიცილოთ საგადასახადო რისკები და მართოთ თქვენი ბიზნესი უსაფრთხოდ, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად?
💼 ჩვენ გთავაზობთ ყველა სახის საგადასახადო მომსახურებას - საგადასახადო პრობლემების და ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით.

🟠 ჩვენი სერვისები:
✅ საგადასახადო კონსულტაციები და ოპტიმიზაციის სტრატეგიები
✅ საგადასახადო აუდიტი და ჯარიმების პრევენცია
✅ საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და გასწორება
✅ საგადასახადო დავების წარმოება და წარმომადგენლობა შემოსავლების სამსახურთან
✅ საგადასახადო რისკების მართვა და ფინანსური ანგარიშგებების შემოწმება

რატომ ჩვენ❓
💡თქვენ თანამშრომლობთ საუკეთესო პროფესიონალების გუნდთან ყველაზე მისაღები ფასებით 💥 და იღებთ არა მხოლოდ მომსახურებას, არამედ სანდო პარტნიორს, რომელიც იცავს თქვენს ინტერესებს ყველა ეტაპზე — რეგისტრაციიდან დაწყებული, საგადასახადო დავებითა და აუდიტით დასრულებული.

🎯 ჩვენი მიზანია, თქვენი ბიზნესის საგადასახადო უსაფრთხოება, და ამასთან გადასახადების ოპტიმიზაცია ანუ არცერთი ზედმეტად გადახდილი თეთრი. ჩვენ ვეხმარებით როგორც კომპანიებს, ასევე ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომ თავიდან აიცილონ შეცდომები და მაქსიმალურად ეფექტურად მართონ საგადასახადო ვალდებულებები.

☎️ დაგვიკავშირდით 597 002020 / 571 053681
💬 ან მოგვწერეთ მესენჯერში და მიიღეთ პროფესიონალური კონსულტაცია სრულიად უფასოდ 💥
www.prime.ge www.primeaudit.ge

#საგადასახადო #კონსულტაცია #აუდიტი #დავები #ფინანსები #ბიზნესი #მეწარმეობა #ბუღალტერია

31/03/2026

🔸 სამსახურმა (SARAS) „კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გზამკვლევი“ შეიმუშავა.

🔸 გზამკვლევის მიზანია, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, სამსახურის წინაშე ანგარიშვალდებულ პირებს მიაწოდოს პრაქტიკული და სისტემატიზებული ინფორმაცია ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცესთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე. კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლა და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ძირეულ AML/CFT მოთხოვნას.

ვრცლად 🔗 https://saras.gov.ge/ka/News/Detail/2832

27/03/2026

🎓 წარმატებით დასრულდა მორიგი – „ბუღალტერიის პროფესიული კურსი“ პრაიმ აკადემიაში!

პრაიმ აკადემია ამაყობს კიდევ ერთი წარმატებული ნაკადით (ონლაინ + აუდიტორია), რომელმაც სრულად გაიარა ბუღალტერიის პროფესიული კურსი და სტაჟირება, შეიძინა როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული უნარები.

📊 კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს:
• ბუღალტრული აღრიცხვა + ORIS 7 პროგრამა
• საგადასახადო კანონმდებლობის პრაქტიკული გამოყენება
• საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა
• ფინანსური ანგარიშგების მომზადება
• რეალური ფინანსური ქეისების ანალიზი

💼 პროგრამა ორიენტირებული იყო ბაზრის მოთხოვნებზე, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას წარმატებით დასაქმდნენ ან გააძლიერონ საკუთარი პროფესიული უნარები.

👏 ვულოცავთ თითოეულ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან ეტაპს და ვუსურვებთ კარიერულ წარმატებებს!

Prime Academy / პრაიმ აკადემია
Prime Audit & Consulting
www.prime.ge
www.primeaudit.ge

📊 გთავაზობთ საბუღალტრო მომსახურებას ყველაზე დაბალ ფასებში ბაზარზე 🔥 მაღალი პროფესიონალიზმი, თანამედროვე საბუღალტრო პროგრ...
25/12/2025

📊 გთავაზობთ საბუღალტრო მომსახურებას ყველაზე დაბალ ფასებში ბაზარზე 🔥 მაღალი პროფესიონალიზმი, თანამედროვე საბუღალტრო პროგრამები 💯
🛑 საჩუქრად - ოფიციალური დაზღვევა საგადასახადო რისკებისაგან (ანუ დაჯარიმების შემთხვევაში გადაიხდის სადაზღვევო კომპანია)
🛑 ასევე საჩუქრად - იურიდიული და ბიზნეს კონსულტაცია თქვენთვის საჭირო საკითხებზე.
🛑 ასევე საჩუქრად - პრაიმ აკადემიაში წელიწადში მინიმუმ ერთი გრძელვადიანი პროფესიული ტრენინგი თქვენთვის ან თქვენი თანამშრომლებისათვის.

დაგვიკავშირდით 571 05 36 81
www.prime.ge
www.primeaudit.ge

🔔 მნიშვნელოვანი ცვლილებები უცხოელთა დასაქმების სფეროში 📅 2026 წლის 1 მარტიდან ძალაში შედის ახალი რეგულაციები უცხო ქვეყნი...
18/12/2025

🔔 მნიშვნელოვანი ცვლილებები უცხოელთა დასაქმების სფეროში

📅 2026 წლის 1 მარტიდან ძალაში შედის ახალი რეგულაციები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმების მიმართულებით.

👉 დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უცხოელს ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს:
✔ შრომითი საქმიანობის უფლება
✔ შრომითი ბინადრობის ნებართვა, D1 ვიზა ან შესაბამისი ბინადრობის სტატუსი

📌 ცვლილებები ვრცელდება უკვე დასაქმებულ პირებზეც — საჭირო ნებართვების მიღების ვადა განსაზღვრულია 2027 წლის 1 იანვრამდე.

⚠️ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე ნებისმიერი ანაზღაურებადი საქმიანობა (მათ შორის დისტანციური მუშაობა) გამოიწვევს 2 000 ლარის ჯარიმას თითოეულ შემთხვევაში.
განმეორებითი დარღვევისას სანქცია იზრდება და შესაძლოა სამმაგ ოდენობას მიაღწიოს.

📩 სამართლებრივი კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:

✉️ [email protected]
🌐 www.primeaudit.ge

13/11/2025

🛑მნიშვნელოვანი ცვლილებები დამსაქმებლებისთვის – საპენსიო შენატანის ახალი წესები 2025 წლიდან

1️⃣ დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელება:

➡️2025 წლის 1 მაისიდან:
✅ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება სრულდება საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენით, რისთვისაც საჭიროა დამსაქმებელმა საპენსიო ფონდის ნომინალურ მფლობელების ანგარიშზე არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის (არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვი) და დაზუსტებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის დღისა განათავსოს შესაბამისი თანხა საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე.
✅ განსახორციელებელი საპენსიო შენატან(ებ)ის და მასზე დარიცხული საურავ(ებ)ის დაფარვა ხორციელდება კალენდარული თვეების რიგითობით, უპირველესად სათანადო საპენსიო შენატან(ებ)ის სრულად განხორციელების/დაფარვის შემდგომ მასზე დარიცხული შესაბამისი საურავის გადახდით.
✅ დამსაქმებელი ვერ განახორციელებს მომდევნო საპენსიო შენატან(ებ)ს, თუ სრულად არ დაიფარება არსებული საპენსიო შენატან(ებ)ი და მასზე დარიცხული საურავი.

➡️2025 წლის 1 მაისამდე:
✅ წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება სრულდება საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემაში წლიური მაკორექტირებელი საპენსიო დეკლარაციის წარდგენით; დეკლარაციის წარდგენისათვის საჭიროა დამსაქმებელმა საპენსიო ფონდის ნომინალურ მფლობელების ანგარიშზე განათავსოს შესაბამისი თანხა.
✅სააღსრულებო წარმოების პროცესში, დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე საბალანსო თანხის არსებობის შემთხვევაში პირველ რიგში, იფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება.

2️⃣ დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა

➡️2025 წლის 1 მაისიდან:
წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა/არაჯეროვანი შესრულება გამოიწვევს დამსაქმებლის დაჯარიმებას, კერძოდ:
✅საშემოსავლო დეკლარაციის სავადო თარიღის შემდგომ წარდგენის ან/და საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე შესაბამისი თანხის არ არსებობა და საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა;
✅დაზუსტებული საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის თარიღისთვის საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე შესაბამისი თანხის არ არსებობა და საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა.

➡️2025 წლის 1 მაისამდე:
წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების საპენსიო ფონდის მიერ შემოწმების დაწყებამდე შეუსრულებლობის შემთხვევაში დამსაქმებელს დაეკისრება ჯარიმა;

3️⃣ ჯარიმა
საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თარიღიდან 12 თვის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

4️⃣ საურავი
საურავი ერიცხება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შედეგად განუხორციელებელი ან არაჯეროვნად განხორციელებული საპენსიო შენატანის შესაბამისი მოცულობის თანხას, შესაბამისი საპენსიო შენატანის განხორციელების ვადის დარღვევის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან საპენსიო შენატანის სრულად/ჯეროვნად განხორციელების დღემდე, ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისთვის დამატებული 5 პროცენტის ოდენობით.

5️⃣ ჯარიმის და საურავის გადახდა
✅ ჯარიმის გადახდა ხორციელდება სახაზინო კოდზე: 302003548
✅ საურავის დაფარვა ხორციელდება საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელების ანგარიშზე თანხის განთავსებით. თანხის არსებობის შემთხვევაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით დარიცხული საურავი ავტომატურად აისახება შესაბამისი მონაწილის ანგარიშზე.
✅ საურავის დაფარვა ხორციელდება კალენდარული თვეების რიგითობით, უპირველესად იფარება განსახორციელებელი საპენსიო შენატან(ებ)ი და შემდეგ მასზე დარიცხული საურავი.

❗️ დამსაქმებელი ვერ განახორციელებს მომდევნო საპენსიო შენატან(ებ)ს, თუ სრულად არ დაიფარება არსებული საპენსიო შენატან(ებ)ი და მასზე დარიცხული საურავი.

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995597002020

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Prime Audit & Consulting posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Prime Audit & Consulting:

Shortcuts

Share

Category