Strategic Counsel Group

Strategic Counsel Group Strategic Counsel Group წარმოადგენს მაღალკვალიფიციური იურისტებისა და აუდიტორების გუნდს.

🔵 გაიცანი Strategic Counsel Group-ის მმართველი პარტნიორი და დირექტორი თამარ კუჭავა. თამარ კუჭავას საქმიანობა მოიცავს კომ...
03/07/2026

🔵 გაიცანი Strategic Counsel Group-ის მმართველი პარტნიორი და დირექტორი თამარ კუჭავა.

თამარ კუჭავას საქმიანობა მოიცავს კომპლექსურ სისხლის, ფინანსურ და კომერციულ საქმეებს, სადაც შედეგს განსაზღვრავს მტკიცებულებების სიზუსტე და პროცესის სტრატეგიული მართვა.

თამარს აქვს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის პოზიციაზე მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება, სადაც ხელმძღვანელობდა ფინანსურ, კორუფციულ და ფულის გათეთრების საქმეებს.

კერძო პრაქტიკაში წარმოადგენს კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს რთულ დავებში, მათ შორის, სახელმწიფოს წინააღმდეგ, უზრუნველყოფს მრავალმილიონიანი საქმეების ეფექტიან გადაწყვეტას.

მისი საქმიანობა ასევე მოიცავს ალტერნატიული გამოძიების წარმოებას, რისკების შეფასებას, due diligence-სა და სამართლებრივი სტრატეგიის შემუშავებას სხვადასხვა სექტორში.

—————————

🔵 Meet Tamar Kuchava, Managing Partner and Director of Strategic Counsel Group.

Tamar Kuchava’s practice focuses on complex criminal, financial, and commercial matters, where successful outcomes depend on the precision of evidence and strategic case management.

She brings 16 years of experience serving as a Senior Investigator for Particularly Important Cases at the Investigation Department of the Prosecutor General’s Office of Georgia, where she led investigations into financial crime, corruption, and money laundering.

In private practice, she represents companies and individuals in complex disputes, including litigation against state authorities, delivering effective solutions in high-value, multi-million-dollar cases.

Her practice also includes conducting independent investigations, risk assessments, due diligence, and developing legal strategies across a wide range of industries.

გიზიარებთ Strategic Counsel Group-ის პარტნიორის, სალომე კობერიძის, თანაავტორობით Scopus-ში ინდექსირებულ საერთაშორისო სამ...
02/07/2026

გიზიარებთ Strategic Counsel Group-ის პარტნიორის, სალომე კობერიძის, თანაავტორობით Scopus-ში ინდექსირებულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „Review of European and Comparative Law”-ში გამოქვეყნებულ სტატიას ინგლისურ ენაზე „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის გამჭოლი პასუხისმგებლობის ფარგლები საქართველოში: ქართული და გერმანული სამართლის შედარებითი ანალიზი“.

მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი წინა კანონისგან განსხვავებულად აწესრიგებს პარტნიორის გამჭოლი პასუხისმგებლობის (piercing the corporate veil) საკითხს, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ქართული სასამართლო პრაქტიკა და სამართლებრივი ლიტერატურა ჯერ კიდევ მწირია, რაც ერთიანი სამართლებრივი სტანდარტის ჩამოყალიბებას ართულებს.

სტატიაში პარტნიორის გამჭოლი პასუხისმგებლობის სამართლებრივი ჩარჩო ქართულ სამართალში გაანალიზებულია გერმანულ სამართალთან შედარებითი ანალიზის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი ტრადიციულად პასუხს არ აგებს საზოგადოების ვალდებულებებისთვის, როგორც ქართული, ისე გერმანული სამართალი აღიარებს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს.

სტატიაში განხილულია ქართული სამართალში პარტნიორის გამჭოლი პასუხისმგებლობის დადგენისთვის აუცილებელი ორი კუმულაციური წინაპირობა: სამართლებრივი ფორმის ბოროტად გამოყენება და საზოგადოების მიერ კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შეუძლებლობა. ამავდროულად, სტატია მიმოიხილავს სამართლებრივი დაცვის საშუალებების კონკურენციის საკითხს იმ შემთხვევებში, როდესაც კრედიტორები პარტნიორისთვის პირადი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ.

სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე: https://www.stratcounselgroup.com/blog/piercing-the-corporate-veil ან ჟურნალის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://czasopisma.kul.pl/index.php/recl/issue/view/839

#გამჭოლიპასუხისმგებლობა #პარტნიორი #პირადიპასუხისმგებლობა #სამართლებრივიფორმისბოროტადგამოყენება

___________________________

We are pleased to share an article co-authored by Strategic Counsel Group Partner Salome Koberidze, published in the Scopus-indexed international scientific journal "Review of European and Comparative Law", entitled “The Scope of Piercing the Corporate Veil of Shareholders in a Limited Liability Company in Georgia: A Comparative Analysis of Georgian and German Law.”

It is noteworthy that, unlike the previous Law of Georgia on Entrepreneurs, the current Law of Georgia on Entrepreneurs regulates the issue of piercing the corporate veil differently. However, Georgian case law and legal scholarship on this matter remain limited, which makes it difficult to establish a unified legal standard.

The article analyzes the legal framework of piercing the corporate veil in Georgian law on the basis of a comparative analysis with German law. Although a shareholder of a limited liability company is traditionally not liable for the company’s obligations, both Georgian and German law recognize exceptional circumstances in which a shareholder’s personal liability may arise.

The article examines two cumulative prerequisites for establishing shareholder liability under Georgian law: the abuse of legal form and the company’s inability to satisfy creditors’ claims. At the same time, it reviews the issue of the concurrence of legal remedies in cases where creditors seek to impose personal liability on a shareholder.

The article is available on our website: https://www.stratcounselgroup.com/blog/piercing-the-corporate-veil or on the official website of the journal: https://czasopisma.kul.pl/index.php/recl/issue/view/839

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ Strategic Counsel Group-ის პარტნიორის, სალომე კობერიძის, თანაავტორობით Scopus-ში ინდექსირებულ საერთაშო...

Davit GrigoliaTamar Kuchavaსასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო / National Forensics Bureau2026 წლის 30 ივნისს თბილისის...
01/07/2026

Davit GrigoliaTamar Kuchavaსასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო / National Forensics Bureau

2026 წლის 30 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ, მზია ლომთათიძემ, უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკა არეშიძის მიერ 2025 წლის 16 დეკემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო დეპარტამენტის ექსპერტ დავით გრიგოლიას საქმეზე, რომლის ინტერესებს ორივე სასამართლო ინსტანციაში წარმატებით იცავდა ჩვენი მმართველი პარტნიორი, თამარ კუჭავა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დადასტურდა დავით გრიგოლიას უდანაშაულობა და ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.

ვულოცავთ ჩვენს კლიენტს ამ მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგს.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით სამედიცინო საზოგადოებას, ასევე სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყველა იმ ექსპერტს, რომლებმაც საქმის განხილვის თითქმის ორწლიანი პერიოდის განმავლობაში დავით გრიგოლიას მიმართ გამოხატეს პროფესიული მხარდაჭერა, სოლიდარობა და კოლეგიური თანადგომა.

გვჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი ექსპერტის გამართლება არ არის. იგი წარმოადგენს პროფესიული კეთილსინდისიერების, სამედიცინო ეთიკისა და იმ ღირებულებების აღიარებას, რომელთაც ჰიპოკრატეს ფიცის ერთგული ექიმები და ექსპერტები ყოველდღიურად ემსახურებიან.

#სამართალი #იურიდიულიმომსახურება #სისხლისსამართალი #გამამართლებელიგანაჩენი #სააპელაციოსასამართლო #სამედიცინოექსპერტიზა

_________________________________________

On 30 June 2026, Judge Mzia Lomtadze of the Criminal Chamber of the Tbilisi Court of Appeals upheld the acquittal delivered on 16 December 2025 by Judge Eka Areshidze of the Criminal Chamber of the Tbilisi City Court in the case of Davit Grigolia, an expert of the Medical Department of the LEPL Levan Samkharauli National Forensics Bureau. His interests were successfully represented before both court instances by our Managing Partner, Tamar Kuchava.

By the decision of the Court of Appeals, Davit Grigolia’s innocence was finally confirmed, and the acquittal of the first-instance court remained in force.
We congratulate our client on this significant legal outcome.

We extend our special gratitude to the medical community, as well as to all experts of the LEPL Levan Samkharauli National Forensics Bureau who, throughout the nearly two-year period of the case proceedings, expressed their professional support, solidarity, and collegial support toward Davit Grigolia.

We believe that this decision is not merely the acquittal of one expert. It represents recognition of professional integrity, medical ethics, and the values that doctors and experts loyal to the Hippocratic Oath serve every day.

31/03/2026

🔷 STRATEGIC COUNSEL GROUP 🔷

Strategic Counsel Group წარმოადგენს მაღალკვალიფიციური იურისტებისა და აუდიტორების გუნდს, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში ⚖️

🔹 პროფესიული კომპეტენცია ეფუძნება: კომპლექსურ სამართლებრივ ცოდნას; სტრატეგიულ ხედვას; ბიზნესზე მორგებულ პრაქტიკულ მიდგომებს.

🔹 ჩვენი სამიზნე სექტორებია: ინფრასტრუქტურა 🏗️; ენერგეტიკა ⚡; მშენებლობა 🏢; მედიცინა 🏥; გადაზიდვები 🚚

🔹 საქმიანობა მოიცავს: სახელმწიფო შესყიდვებს; ადმინისტრაციულ ზედამხედველობას; მაღალი რისკის მქონე კერძო გარიგებებს; პოტენციურ და მიმდინარე დავებს.

🔹 მთავარი მიზანია: კლიენტისთვის ეფექტიანი სამართლებრივი თავდაცვის სისტემის შექმნა, რომელიც ორიენტირებულია: რისკების წინასწარ იდენტიფიცირებაზე 🔍; რისკების მინიმიზაციაზე 📉; ზიანის პრევენციაზე 🚫

━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━━

🔷 STRATEGIC COUNSEL GROUP 🔷

Strategic Counsel Group is a team of highly qualified lawyers and auditors with extensive practical experience in both the public and private sectors ⚖️

🔹 Professional expertise is based on: Comprehensive legal knowledge; Strategic vision; Practical, business-oriented approaches.

🔹 Target sectors include: Infrastructure 🏗️; Energy ⚡; Construction 🏢; Healthcare 🏥; Transportation & logistics 🚚

🔹 Services cover: Public procurement; Administrative supervision and regulatory matters; High-risk private transactions; Potential and ongoing disputes.

🔹 Main objective is: To build an effective legal protection system for clients, focused on: Early identification of risks 🔍; Risk minimization 📉; Damage prevention 🚫

Address

ირაკლი აბაშიძის N3, ოფისი N7
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Strategic Counsel Group posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share