Abashidze / Legal

Abashidze / Legal იურიდიული მომსახურება
სამოქალაქო საქმის წარმოება
ადმინიატრაციული საქმის წარმოება
ფინანსური აუდიტი / ბუღალტერია

19/04/2026

🇪🇺 ევროკავშირის ახალი წესდების მიხედვით, ტექნიკის შეკეთება უფრო ხელმისაწვდომი იქნება.

⭕️ მწარმოებლებს ეკრძალებათ სპეციალური პროგრამული ან ტექნიკური ბარიერების შექმნა, რომლებიც ხელოსნებს ნივთის შეკეთებაში შეუშლის ხელს. ისინი ვალდებულები იქნებიან, ტექნიკა თავიდანვე ისე დაამზადონ, რომ მათი დაშლა და გაფუჭებული ნაწილის შეცვლა ადვილი იყოს.

⭕️ თუ მომხმარებელი ნივთის შეცვლის ნაცვლად მის შეკეთებას აირჩევს, საგარანტიო ვადა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.

⚖️ ეს ცვლილებები ევროპაში 2026 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება.

📌 ძველი სესხი გაქვთ და ფიქრობთ, რომ ვეღარ გათავისუფლდებით?თუ წლების წინ აღებული სესხი დღემდე არ დაგიფარავთ, მნიშვნელოვან...
03/04/2026

📌 ძველი სესხი გაქვთ და ფიქრობთ, რომ ვეღარ გათავისუფლდებით?

თუ წლების წინ აღებული სესხი დღემდე არ დაგიფარავთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია მისი ხანდაზმულად აღიარება და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების მიღწევა.

ხშირად გავრცელებული მცდარი წარმოდგენაა, თითქოს სესხი დროის გასვლით ავტომატურად უქმდება. რეალურად, ხანდაზმულობა დგინდება მხოლოდ სასამართლოს გზით, შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე.

ამ პროცესში არსებითი მნიშვნელობა აქვს:
▪ სესხის პირობებისა და ვადების სწორად განსაზღვრას;
▪ სესხის დაბრუნების ვადის გასვლას და დამატებით სამწლიანი პერიოდის დადგენას;
▪ სესხთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის მოძიებას.

სწორი სამართლებრივი მიდგომა ხშირად იძლევა შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად შემცირდეს ან სრულად მოიხსნას ფინანსური ტვირთი.

📩 დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე - 598 09 50 40

03/04/2026

📣 ციფრულ ეპოქაში ზღვარი პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის თითქმის წაიშალა. თუმცა, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები უკვე აწესებენ კანონებს, რომლებიც თანამშრომლებს დასვენების უფლებას მკაცრად იცავს.

🇫🇷 საფრანგეთი ამ ინიციატივის პიონერია. 2017 წლიდან, კომპანიები, სადაც 50-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ვალდებულნი არიან დააწესონ კონკრეტული საათები, როდესაც იმეილების გაგზავნა და პასუხის მოთხოვნა იკრძალება.

🇦🇺 ავსტრალიაში თანამშრომლებს ოფიციალურად აქვთ უფლება, სამუშაო საათების შემდეგ დამსაქმებლის ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხონ. თუ კომპანია თანამშრომელს ამის გამო დასჯის ან დაავალდებულებს კავშირზე ყოფნას, მას სოლიდური ჯარიმა დაეკისრება.

🇵🇹 პორტუგალიაში ამ საკითხს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდნენ. აქ მიაჩნიათ, რომ დასვენების დროს დასაქმებულიც და მისი ოჯახიც სამსახურისგან სრულიად თავისუფალი უნდა იყოს. შესაბამისად, სამუშაო საათების შემდეგ ზარების იგნორირება კანონით დაცული უფლებაა.

01/04/2026

შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
🌐 ვრცლად ნახეთ კომენტარებში👇

✨
26/03/2026

Address

Tbilisi
0162

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Abashidze / Legal posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category