30/07/2026
🔹 დავა საქართველოში ძალიან პრესტიჟული და ცნობილი უნივერსიტეტის წინააღმდეგ მოგებულია✅
🔹თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლემ ქალბატონმა, ბაია ოტიაშვილმა, დააკმაყოფილა სარჩელი და ბათილად ცნო უნივერსიტეტის ბრძანება სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ.
🔹უნივერსიტეტმა დააფიქსირა სტუდენტის მიერ გამოცდის გადაწერის ფაქტი, რის გამოც უნივერსიტეტის ეთიკის საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით.
🔹სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია, რომ სტუნდეტის სტატუსის შეჩერება არ იყო თანაზომიერი პასუხისმგებლობის ზომა მოცემული ქმედების ჩადენისათვის და დაადგინა შემდეგი:
✅„უპირველესად, სტუდენტისთვის, მით უფრო დამამთავრებელ კურსზე, ყველაზე მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებისას არსებითად მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს მის მიერ განვლილი სწავლების პერიოდი, მათ შორის, დისციპლინა და აკადემიური მოსწრება (დარღვევამდე).
✅აღსანიშნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ამ შემთხვევამდე არ ყოფილა გამოვლენილი რაიმე სხვა არაკეთილსინდისიერი ქცევა, მის მიმართ არ
ყოფილა გამოყენებული პასუხისმგებლობის რაიმე სხვა ზომა. ამასთან, არ დგინდება, რომ ასეთმა ქცევამ, განმეორებითობის მიუხედავად, იმგვარი
გავლენა იქონია სასწავლო და საგამოცდო პროცესზე, რომ წარმოშვა ყველაზე უფრო მკაცრი სახდელის გამოყენების აუცილებლობა. საქმეში
არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომის შედეგად უნივერსიტეტს მიადგა რაიმე არსებითი ხასიათის ზიანი. მით უფრო, თუ გათვალისწინებთ თავად მოსარჩელის დამოკიდებულებასაც ჩადენილი გადაცდომის მიმართ, კერძოდ, იგი აღიარებს აღნიშნულს და მის ყოველ საქციელში, განწყობაში, დამოკიდებულებაში, კომუნიკაციის ფორმასა და მანერაში ჭარბად შეინიშნება სინანული ჩადენილი ქმედების გამო. სასამართლო განმარტავს, რომ უნივერსიტეტის მიერ მოსარჩელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ აქტის დასაბუთებულობა არაა არგუმენტაციის იმ ხარისხის, რომ ნეიტრალური, ობიექტური დამკვირვებელი დაარწმუნოს უკიდურესი დისციპლინური სახდელის გამოყენების აუცილებლობაში. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ სხვა უფრო მსუბუქი სანქციის - წერილობითი გაფრთხილების გამოყენებით შესაძლებელი იყო მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება დისციპლინური სახდელის სახით სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის, როგორც „ultima ratio“ (უკანასკნელი არგუმენტი, უკანასკნელი საშუალება), გამოყენების პრინციპს.
🔹ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი 👏