ადვოკატი სალომე სულაქველიძე

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • ადვოკატი სალომე სულაქველიძე

ადვოკატი სალომე სულაქველიძე lawyer salome sulakvelidze

29/04/2017

ფონიჭალაში მომხდარი დედა-შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულ გიორგი ხ.-ს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ სცნეს მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ყველა ნაწილში, ათი ხმით ორის წინააღმდეგ. სასამართლომ, ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
ბრალდებულ გიორგი ხ.-ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფისა, ორი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით და არაერთგზის; მასვე ბრალად ედებოდა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის; ასევე, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 22 თებერვალს, მსჯავრდებული 7000 აშშ დოლარის ფულადი თანხისა და ოქროს ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით მივიდა მისი ნაცნობის ოჯახში, სადაც მოკვლის განზრახვით ნონა რ.-ს თავში დაარტყა სკამი, შემდგომ კი მსხვერპლისთვის ტანჯვის მიყენების მიზნით, დედას და მის მცირეწლოვან შვილს, სხეულის სხვადასხვა არეში, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებული დაეუფლა ოჯახში არსებული ოქროს ნივთების ნაწილს ღირებულს 5000 ლარად, ხოლო ოქროს ნივთების სხვა ნაწილს და ფულად თანხას ვერ მიაგნო. მან, კვალის დაფარვის მიზნით, ნავთობპროდუქტების გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა საცხოვრებელ ბინას, თავად კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.

21/04/2016

2016 წლის 21 აპრილს,თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით არ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების ნ. ა.-სა და ა. დ.-ის მიმართ, პატიმრობის გამოყენების თაობაზე და მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდათ გირაო, თითოეულს 5000-5000 ლარის ოდენობით.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ორივე ბრალდებულმა ჩაიდინა განზრახ უკანონო დაკავება, ხოლო ნ. ა.-ს ბრალად ედება ასევე მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია, ხოლო ა. დ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

საქმის მასალების თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ. ა.-მ და ა. დ.-მ, ოქროყანის გზაზე, მძღოლის სიმთვრალეზე შემოწმების მიზნით, გააჩერეს ავტომობილი, სადაც მძღოლთან ერთად ისხდნენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები. მათგან ერთ-ერთმა პოლიციას გაჩერების მიზეზის ახსნა მოსთხოვა, რასაც მოჰყვა ურთიერთშელაპარაკება. შედეგად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ისე რომ არ არსებობდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაკავების შესაბამისი რომელიმე საფუძველი, ბრალდებულების სახით დააკავეს ავტომობილის მგზავრები. პოლიციის თანამშრომელმა ა. დ.-მ მიწაზე დაწოლილ ერთ-ერთ დაკავებულს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო ნ.ა.-მ განზრახ დაიზიანა სამსახურებრივი ფორმა, რომელიც თითქოსდა წინააღმდეგობის გაწევის დროს დაზიანდა.

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ბრალდებულები ცხადდებიან საგამოძიებო ორგანოში, აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ჰყავთ ოჯახები, არ არიან ნასამართლევნი, შესაბამისად არ არსებობს მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულები არ იმყოფებოდნენ დაკავებაში, თუმცა საქმეზე კვლავ მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის საფრთხის არსებობის გამო, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პირობებშიც მიღწევადია აღკვეთის ღონისძიების მიზნები.

განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში მისი გამოტანიდან 48 საათში. მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2016 წლის 31 მაისს 12:00 საათზე.

21/04/2016

ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო

ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო (EAPC) არის მრავალმხრივი ფორუმი, რომელიც ნატო-ს, ევროპაში ნატო-ს არაწევრ ქვეყნებსა და ევროპის პერიფერიაზე მდებარე აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით არის შექმნილი. წევრი ქვეყნები იკრიბებიან, რათა ითანამშრომლონ და შეთანხმდნენ რიგ პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე.

ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა 1997 წელს მიიღეს გადაწყვეტილება შეექმნათ ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო, რომელმაც ჩაანაცვლა ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო.

ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო არის 28 წევრი სახელმწიფოს და 22 პარტნიორი ქვეყნის მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორუმი, რომელიც იკრიბება ყოველთვიურად ელჩების დონეზე, ხოლო ყოველწლიურად საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების დონეზე.

გრძელვადიანი პოლიტიკური კონსულტაციები და თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში ხორციელდება ევროატლანტიკური პარტნიორობის სამუშაო პროგრამის ფარგლებში. ეს სფეროები მოიცავს მშვიდობის დაცვისა და კრიზიების მართვის ოპერაციებს, რეგიონულ საკითხებს, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობაზე კონტროლს, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, დაგეგმვის, ბიუჯეტისა და სტრატეგიის პოლიტიკას, საგანგებო სიტუაციების დაგეგმარებას, შეიარაღების ოპერაციებს, ატომურ უსაფრთხოებას, საჰაერო მიმოსვლის მართვის სამოქალაქო და სამხედრო კოორდინაციასა და სამეცნიერო თანამშრომლობას.

ნატო-ს სტრუქტურა
ნატო-ს წევრი ქვეყნების დელეგაციებისა და მისიების მუშაობის სრულყოფილად განხორციელებას ეხმარება ნატო-ს საერთაშორისო და საერთაშორისო სამხედრო სამსახური, რომელიც მდებარეობს შტაბ-ბინაში. თითოეული სახელმწიფოს წარმომადგენელს აქვს თავისი განსაზღვრული ადგილი საბჭოს შეხვედრების დროსა და არსებულ კომიტეტებში, მათ აქვთ სუვერენული ძალაუფლება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, შესაბამისად ისინი მიღებულ გადაწყვეტილებებზე არიან პასუხისმგებელნი.

ნატო-ს შტაბ-ბინა არის ალიანსის პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი ადგილსამყოფელი.

ნატო-ს შტაბ-ბინაში ყველა წევრი ქვეყნიდან სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენლები კონსესუსის საფუძველზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად იკრიბებიან. შტაბ-ბინა წარმოადგენს დიალოგისა და თანამშრომლობის წარმოების ადგილს პარტნიორ ქვეყნებსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის, რომელიც სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების მიზნით მათ ერთობლივ მუშაობას უზრუნველყოფს.

ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამსახურს, მაგრამ ადმინისტრაციული თვალსაზრისით, არის საერთაშორისო სამსახურის წევრი. მას გააჩნია პირადი ოფისი, რომელშიც შედიან დირექტორი, მომუშავე პერსონალი, გენერალური მდივნის მოდგილე, სამართლებრივი საკითხების მრჩეველი და პოლიტიკის დაგეგმარების განყოფილება.

ნატო იმართება 28 წევრი სახელმწიფოს მიერ. აქედან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღების პროცესი განისაზღვრება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით და სხვა არსებული დოკუმენტებით. ყველა წევრი სახელმწიფო აგზავნის დელეგაციას ბრიუსელში (ბელგია) ნატო-ს შტაბ-ბინაში. თითოეული დელეგაციის ხელმძღვანელი არის მუდმივი წარმომადგენელი. მუდმივი წარმომადგენლები ქმნიან ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, რომელიც იკრიბება კვირაში ერთხელ და აქვს ნატო-ს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ძალაუფლება.

საბჭო პერიოდულად ატარებს უფრო მაღალი დონის შეხვედრებს, სადაც იკრიბება წევრი სახელმწიფოების თავდაცვისა და საგარეო მინისტრები, ან სახელმწიფოს მეთაურები. ამ დონის შეხვედრებზე გადაწყვეტილებები მიიღება ნატო-ს პოლიტიკასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, თუ რა დონეზე ტარდება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები, მიღებული გადაწყვეტილებები თანაბარი ძალის მქონეა.

ნატო-ს შტაბ-ბინაში დაახლოებით 4200 ადამიანი მუშაობს სრული განაკვეთით. ამათგან 2100 არის მოკავშირე ქვეყნების ეროვნული დელეგაციის წევრი და ნატო-ს სამხედრო ეროვნული წარმომადგენელი. დაახლოებით 1200 არის ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის სამოქალაქო წევრი, ხოლო 500-ზე მეტი – საერთაშორისო ეროვნული სამხედრო სამსახურის წევრი. სამოქალაქო წევრები, ნატო-ს სააგენტოების თანამშრომლების ჩათვლით, განლაგებულნი არიან ბრიუსელის გარეთ, იმ სამოქალაქო წევრების რაოდენობა, რომლებიც მსახურობენ ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო სამსახურში, დაახლოებით 5200-ს აღწევს

21/04/2016

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო), რომელიც შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს, არის ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის მიზანია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება.

ნატო-ს ძირითადი ამოცანაა მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. იგი იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო წარმოადგენს ფორუმს, სადაც მოკავშირეებს შეუძლიათ განიხილონ უსაფრთხოების საკითხები და ერთობლივად იმოქმედონ.

ნატო არის სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, სადაც წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ალიანსში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები ორგანოა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს.

ნატო-ს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს წევრი ქვეყნების დაცვა აგრესიისგან და ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება ყველა წევრზე თავდასხმად, რაც დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლით არის გათვალისწინებული:

“ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ, ან რამდენიმე მხარეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა მიიჩნევა, როგორც თავდასხმა ყველას წინააღმდეგ და არსებულ შემთხვევაში, გაერთიანებული ერების წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური თუ კოლექტიური თავდაცვის უფლების გამოყენებით და საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ძალის გამოყენებით ისინი დახმარებას გაუწევენ საფრთხეში მყოფ მხარეს ან მხარეებს, რათა შეინარჩუნონ ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოება. ნებისმიერი ამგვარი სახის შეიარაღებული თავდასხმის და მის მიმართ განხორციელებული ღონისძიების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უშიშროების საბჭოს. ამგვარი ღონისძიებები დასრულდება მაშინ, როცა უშიშროების საბჭო მიიღებს ზომებს, რაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენისათვის იქნება მიმართული.

04/03/2016

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მარტის განჩინებით მამუკა ახვლედიანის შუამდგომლობა - საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31.1 და 31.2 მუხლების შესაბამისად მიღებული იქნეს დროებითი განჩინება და დაევალოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავი შეიკავოს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ ქმედების განხორციელებისაგან, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში, ე.წ. ,,კომბინირებულ“ სარჩელებში უნდა განისაზღვროს ძირითადი და თანმდევი მოთხოვნები. თუ არსებობს ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა, უნდა განისაზღვროს ძირითადი მოთხოვნა. შესაბამისად, უნდა მოხდეს სარჩელის არსის განსაზღვრა - რომელ სარჩელთან გვაქვს საქმე - შეცილებით (აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი), თუ მავალდებულებელ სარჩელებთან (აქტის გამოცემის, ან ქმედების განხორციელების მოთხოვნით აღძრული სარჩელი). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზანს სწორედ შეცილებითი სარჩელის აღძვრა წარმოადგენს, რომლის თანმდევი მოთხოვნაც აქტის გამოცემის დავალება იქნება.

დროებითი განჩინების მიღების მოთხოვნის თაობაზე განცხადების დასაშვებობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სარჩელის სახე. ამასთან, დაინტერესებული მხარის უფლება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვოს დროებითი განჩინების მიღება, გამომდინარეობს მისი უფლებიდან, აღძრას სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ქმედების განხორციელების მოთხოვნით ან აღძრას აღიარებითი სარჩელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია რომ, ვინაიდან მოსარჩელე აპირებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე შეცილების სარჩელის აღძვრას, ამ შემთხვევაში დაუშვებელია საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინების გამოტანა, რის გამოც მამუკა ახვლედიანის განცხადება სარჩელის აღძვრამდე დროებითი განჩინების გამოყენების თაობაზე, უსაფუძვლოა.

20/05/2014
29/03/2014
04/03/2014
20/02/2014

უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც უმნიშვნელოვანესი საპროცესო გარანტია ეფუძნება აგრეთვე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან ერთად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს (საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი). უდანაშაულობის პრეზუმფციას, როგორც სამართლიანი სასამართლო პროცესის პრინციპის გამოხატულებას, ვხვდებით აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში, რომლის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნა გათვალისწინებულია როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე საქმის სასამართლო განხილვის დროს. სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სისხლის სამართალმწარმოებელმა ორგანოებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისაგან, რომლებიც ისეთ წარმოდგენას ქმნიან, თითქოს პირის ბრალეულობა უკვე დადგენილია.

უდანაშაულობის პრეზუმფცია ადგენს ასევე, რომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, ბრალის დამტკიცების გარეშე არავის არ შეიძლება დაედოს მსჯავრი. ბრალდებულს მსჯავრი უნდა დაედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო დარწმუნდება მის ბრალეულობაში. ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიღებულ უნდა იქნეს სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი. In dubio pro reo-ს პრინციპი მოქმედებს მაშინ, როდესაც სასამართლო ვარაუდობს და დარწმუნებული არ არის ბრალდებულის დამნაშავეობაში. აღნიშნული პრინციპის შინაარსი არ უნდა იყოს იმგვარად გაგებული, თითქოს ბრალდებული ყოველთვის უნდა გამართლდეს, როცა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მის ბრალეულობასთან დაკავშირებით ეჭვი უნდა გასჭენოდა. ეს ვალდებულება სასამართლოს მაშინ უჩნდება, თუკი მას შესაბამისი ეჭვი ფაქტობრივად გააჩნია.

20/02/2014

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თამჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი ირაკლი ყანდაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

warmatebebs gisurveb  :)
23/01/2014

warmatebebs gisurveb :)

გიორგი ბადაშვილი საქართველოს მთავარი პროკურორის რანგში მუშაობას 2014 წლის 21 იანვრიდან შეუდგა. გიორგი ბადაშვილი საქართველოს მთავარ პროკურორად საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის N16 ბრძანების საფუძველზე

Address

საქართველო, ქუთაისი, ი. აბაშიძის 10ა/36
Kutaisi
4600

Telephone

+995 593 76 22 76

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი სალომე სულაქველიძე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share