18/01/2025
#რჩევები
#ბანკთანდაკავშირებულიპრობლემებიგაქვთ?
გთავაზობთ ზოგად რჩევებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ საბანკო სისტემასთან ურთიერთობის დროს.
❗️ მნიშვნელოვანია
#ხელშეკრულებისგაცნობა: ბანკთან ნებისმიერ ურთიერთობისას დეტალურად წაიკითხეთ ხელშეკრულება, განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ #სარგებლის და #საურავების დარიცხვის პირობებს.
#სამართლებრივიდახმარება: თუ ბანკთან უთანხმოება წარმოიქმნა, მიმართეთ იურისტს, რომელიც გაწვდით რეკომენდაციებს თქვენი უფლებების დასაცავად.
#წერილობითიკომუნიკაცია: პრობლემის მოლაპარაკებით მოუგვარებლობის შემთხვევაში სასურველია, ბანკთან კომუნიკაცია წერილობითი ფორმით აწარმოოთ, რათა ყველა ინფორმაცია დოკუმენტურად დაფიქსირდეს.
#დოკუმენტაციისშენახვა: ყველა ხელშეკრულება, ქვითარი და ბანკთან დაკავშირებული დოკუმენტი შენახული უნდა იყოს.
#ზედმეტიგადახდები: ყურადღებით გადაამოწმეთ, დარიცხული თანხები არის თუ არა გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
#სესხისრესტრუქტურიზაცია: ფინანსური სირთულეების შემთხვევაში ეცადეთ, ბანკთან მოლაპარაკებით შეთანხმდეთ გადახდის ახალი გრაფიკის (რესტრუქგტურიზაციის) შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვეთ სესხის გადახდის პირობების მისადაგება თქვენი ფინანსური პირობებისადმი, განსაკუთრებით თქვენი ფინანსური კრიზისის ვითარებაში.
#იურიდიულიექსპერტიზა: სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე, კონსულტაცია გაიარეთ იურისტთან.
#თავის დაცვა სასამართლოში: თუ ბანკი თქვენს წინააღმდეგ დავას იწყებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ იურისტს და მოამზადეთ საჭირო დოკუმენტაცია.
#დროულირეაგირება: ბანკიდან ან ბანკის მიერ სასამართლო წარმოების დაწყებისას მიღებულ ნებისმიერ შეტყობინებაზე დროულად და სწორად უპასუხეთ. არ აარიდოთ თავი აღნიშნული შეტყობინების/დოკუმენტაციის ჩაბარებას, სრულყოფილად გაეცანით მას ან/და მიმართეთ იურისტს დახმარებისთვის.
#პროცენტულიგანაკვეთისგადამოწმება: შეამოწმეთ, ხომ არ შეცვალა ბანკმა პროცენტები ან საკომისიოები უსაფუძვლოდ. სასურველია აღნიშნული დააზუსტოთ ხელშეკრულებნის დადების დროს.
#ინფორმირებულიგადაწყვეტილება: ფინანსური ვალდებულებების აღებისას გაითვალისწინეთ თქვენი რეალური შემოსავალი და გადაიხადეთ იმ ფარგლებში, რაც შეგიძლიათ.
#კლიენტისუფლებები: იცოდეთ, რომ ბანკი ვალდებულია მოგაწოდოთ გამჭვირვალე ინფორმაცია სარგებლისა და სხვა პირობების შესახებ.
#საკრედიტოისტორიისდაცვა: დარწმუნდით, რომ ბანკი სწორად აწვდის ინფორმაციას საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს.
#შუამავლობა: თუ ბანკთან მოლაპარაკება უშედეგოა, მიმართეთ იურისტს.
თუ გჭირდებათ სამართლებრივი დახმარება ან კონსულტაცია, შეგიძლიათ მოგვმართოთ
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00 სთ - 18:00 სთ
#ტელეფონისზარი / #მოკლეტექსტურიშეტყობინება
551 74 24 24
#შეტყობინება WhatsApp / Viber
551 74 24 24
#ელფოსტა - გაგზავნეთ შეკითხვა ან მოთხოვნა
[email protected]
#ფიზიკურიშეხვედრა - წინასწარ დაგვიკავშირდით, რომ დავგეგმოთ შეხვედრა ჩვენს ოფისში
ქ. ქუთაისი, კოსტავას ქ. #2
#ჩვენიმიზანია - კომუნიკაცია მაქსიმალურად გაგიადვილოთ!
#ნუდააყოვნებთ ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ!