საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი 1996 წლის ნოემბერში დაფუძნდა.
საია-ს ქუთაისის ფილიალში ხორციელდება მოქალაქეთათვის იურიდიული კონსულტაციების გაცემა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე, როგორც სატელეფონო, ასევე პირადი და გასვლითი კონსულტაციების სახით. პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით ორგანიზაცია დახმარებას უწევს მოქალაქეებს, რომელებსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია
თ დაიცვან საკუთარი ინტერესები სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში.
დამოუკიდებელი პროექტები: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში, "აქტიური მოქალაქეობა-ეფექტური თვითმმართველობა", "ჩვენ ერთი ქალაქის შვილები ვართ"
საია-ს ქუთაისის ფილიალში ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, რომელშიც მიმდინარეობს უფროსკლასელთათვის სამართლის საფუძვლების სწავლება და მათი მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის. ქუთაისის რამდენიმე სკოლაში მიმდინარეობს პრაქტიკული სამართლის სწავლება.
საია-ს ქუთაისის ფილიალში ფუნქციონირებს იურიდიული ბიბლიოთეკა, რომლითაც ადგილზე სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ბიბლიოთეკა აღჭურვილია 2000-მდე სხვადასხვა სახის იურიდიული ლიტერატურით. In the frames of the project citizens receive legal consultations on various legal issues. The branch renders consultations to citizens who can not defend their rights independently in courts and before administrative agencies. GYLA Kutaisi branch conducts seminars in criminal, civil, entrepreneur and administrative laws for law students. For protecting rights of recruits GYLA implements monitoring of military departments of local agencies. Women rights’ protection and local democracy development programs are also carried out in GYLA/Kutaisi branch. GYLA/Kutaisi branch has law library and any interested person can benefit from it. The library is equipped with 2000 books.