ადვოკატი ნენე გუგავა / Attorney Nene Gugava

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • ადვოკატი ნენე გუგავა / Attorney Nene Gugava

ადვოკატი ნენე გუგავა / Attorney Nene Gugava Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ადვოკატი ნენე გუგავა / Attorney Nene Gugava, Lawyer & Law Firm, თამარ მეფის 68, Kutaisi.

27/08/2025

ბოლო პერიოდში, გახშირდა უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადებები იმ ადვოკატების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი პროფესიული მოვალეობების ფარგლებში იცავენ ბრალდებულისა თუ დაზარალებულის ინტერესებს, განსაკუთრებით, რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეებში.

სამწუხაროდ, ზოგიერთი დაინტერესებული პირის მხრიდან, ადგილი აქვს ადვოკატებზე სიძულვილის ენით გამოხატულ თავდასხმებს, მიზანმიმართულ შეურაცხმყოფელ კამპანიას, უსაფუძვლო ბრალდებებსა და ზღვარგადასულ ცილისწამებას, რაც კონკრეტულ საქმეში მონაწილე ადვოკატების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ადვოკატის იდენტიფიცირება კლიენტთან ანდა კლიენტის ინტერესებთან დაუშვებელია. ადვოკატი მოქმედებს კანონისა და პროფესიული ეთიკის ფარგლებში და მისი მოვალეობაა დაიცვას კლიენტის უფლებები, მიუხედავად მისი კლიენტის პიროვნების მიმართ საზოგადოების განწყობისა.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ ადვოკატებზე თავდასხმებისაგან, რადგანაც აღნიშნული ქმედება კანონსაწინააღმდეგოა და, ზოგიერთ შემთხვევაში, პირდაპირ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რასაც აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება
22/12/2024

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება

11/11/2024

🔰8 ნოემბერს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „სამართლის უზენაესობით ევროპისკენ, იურიდიული პროფესიის მისია“.

🔸კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, დავით სიმონიამ, ესპანეთის სამეფოს საელჩოს დიპლომატიური ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში მარკოს გრანადოს გომესმა და ნორვეგიის ადვოკატთა ასოციაციის ოსლოს მხარის ხელმძღვანელმა ტრივე სტაფმა. კონფერენციას ადვოკატთა ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ.

„ადვოკატის პროფესია ერთ-ერთი უძველესია და თავისთავად გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვასა სამართლის უზენაესობისკენ სწრაფვას, რაც თავის მხრივ, ევროპული ღირებულებების მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჩვენი ქვეყანა აქტიურად მიისწრაფვის ევროპული ინტეგრაციისკენ. ევროპასთან დაახლოება კი უპირველეს ყოვლისა, სამართლის უზენაესობის პრინციპების დაფუძნებას, ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებას მოითხოვს. იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერების მიმართულებით ადვოკატთა ასოციაცია მუდმივად მუშაობს. ამისი დასტურია თითოეული ის პროექტი თუ ინიციატივა, რომელსაც ასოციაცია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ახორციელებს“- განაცხადა დავით ასათიანმა.

09/11/2024
ძვირფასო ადვოკატებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!ადვოკატობა არის პროფესია, რომლის წარმომადგენლებისთვის სამართლის უზენაესობა ...
08/11/2024

ძვირფასო ადვოკატებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!

ადვოკატობა არის პროფესია, რომლის წარმომადგენლებისთვის სამართლის უზენაესობა არის ყოველდღიურობა.

ეს არის პროფესია, რომელიც მთლიანად ადამიანის უფლებების, მათ შორის სამართალდამრღვევი მოქალაქეების უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.

მიხარია, რომ წარმოვადგენ ამ ძალიან რთულ, საპასუხისმგებლო და ძალზედ მნიშვნელოვან პროფესიას!

ასევე, ფიცის დადებას ვულოცავ ყველა იმ ადვოკატს ვინც დღეს შემოუერთდა ჩვენს პროფესიას!
წარმატებულ და ნაყოფიერ სამიანობას გისურვებთ კოლეგებო!

🔹საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარებისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ...
08/08/2024

🔹საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარებისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობას აგრძელებს.

🔹სწორედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციისათვის, 2 აგვისტოს, მესტიის მაგისტრ სასამართლოში ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა.

🔹ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პროექტის განხორციელებას სვანეთში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თავისი იდეითა და არსით სვანურ ტრადიციულ სამართალთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ორივე შემთხვევაში, მართლმსაჯულებას რიგითი მოქალაქეები ახორციელებენ.

🔹იმიტირებულ სასამართლო პროცესი, რომელშიც ადვოკატებთან ერთად ადგილობრივი უხუცესები, როგორც ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობდნენ, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს შეეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

🔹ღონისძიების ფარგლებში, მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში კონფერენციაც გაიმართა თემაზე: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და სვანური ტრადიციული სამართალი.

გილოცავთ ყველა მოსამართლეს პროფესიულ დღეს!
15/05/2024

გილოცავთ ყველა მოსამართლეს პროფესიულ დღეს!

14/05/2024

For English scroll down 👇

🏛სისხლის სამართლის ადვოკატი ნენე გუგავა

☎️+995 500 1111 500
📍 ქ.ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 68

🏛Criminal Defense attorney Nene Gugava

☎️+995 500 111 500
📍Georgia, Kutaisi, Tamar The Queen Street 68

#ადვოკატი #სისხლისსამართლისადვოკატი

Lawyer & law firm

 #მადლობათავისუფლებისთვის 🌷
09/04/2024

#მადლობათავისუფლებისთვის 🌷

Address

თამარ მეფის 68
Kutaisi

Telephone

+995500111500

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ადვოკატი ნენე გუგავა / Attorney Nene Gugava posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ადვოკატი ნენე გუგავა / Attorney Nene Gugava:

Share