07/06/2012
"საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა" იღებს სტატიებს განსახილველად, ჟურნალის მომდევნო ნომრებში გამოქვეყნების მიზნით.
ჟურნალ "საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვას" გამოსცემს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. იგი მოიცავს სტატიებს, ნარკვევებს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ანალიზს და განახლებულ ინფორმაციას მიმდინარე სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ.
ჟურნალი იწვევს სამართლის სფეროში მომუშავე მეცნიერებს, ექსპერტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს სამეცნიერო ნამუშევრების წარსადგენად.
ნაშრომის წარმოდგენა შესაძლებელია ორ, ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელთაც თან უნდა ახლდეს 100 სიტყვიანი რეზიუმე. რედაქტირების დროს შესაძლებელია სტატიების ზომის და შინაარსის კორექტირება.
სტატია მიიღება უშუალოდ ავტორებისაგან. მისი დაბეჭდვის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია.
შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჟურნალის რედაქციას შემდეგ მისამართზე: [email protected]
გთხოვთ, განსახილველად წარმოადგინოთ თქვენი დასრულებული ნამუშევარი. ავტორებს პასუხი ეცნობებათ ნამუშევრის წარდგენიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.
ყველა მასალა უნდა იყოს წარმოდგენილი ელექტონულ ფორმატში (Microsoft Word - doc). სასურველი მოცულობა მერყეობს 12-დან 22 გვერდამდე, ამავე დროს, განმსაზღვრელია სტატიის ხარისხი და აქტუალურობა და არა სიტყვების რაოდენობა.
თქვენი ნაშრომები გამოაგზავნეთ მისამართზე: [email protected]
გისურვებთ წარმატებებს!
ჯობს.გე - საქართველოში სამუშაოს ძიება აქ იწყება