Davit Mzhavanadze • Lawyer

Call Contact the business

Davit Mzhavanadze • Lawyer იურიდიული მომსახურება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საკითხებში.

როცა კლიენტს საბანკო პრობლემა აქვს, მე ოზურგეთის სასამართლოში არსებულ მდგომარეობას ვაცნობ, მაგრამ ის პრობლემას მაინც გურ...
13/08/2026

როცა კლიენტს საბანკო პრობლემა აქვს, მე ოზურგეთის სასამართლოში არსებულ მდგომარეობას ვაცნობ, მაგრამ ის პრობლემას მაინც გურული იუმორით უყურებს. 😄

18 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან.18 წელი გავიდა ომის, ოკუპაციისა და იმ მძიმ...
08/08/2026

18 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან.
18 წელი გავიდა ომის, ოკუპაციისა და იმ მძიმე დღეებიდან, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია შეცვალა. ვერც აგვისტოს ომმა და ვერ მომდევნო წლებში განვითარებულმა პროცესებმა ვერ გატეხა ქართველი ხალხის თავისუფლების სურვილი.
ქედს ვიხრი თითოეული იმ გმირის ხსოვნის წინაშე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე საქართველოს თავისუფლებას შესწირა.

დიდება გმირებსს!
დიდება საქართველოს! 🇬🇪

დღეს სინდისის პატიმარმა დავით კოლდარმა საპატიმრო დატოვა.ვულოცავ დავითს განთავისუფლებას.ვისურვებდი, ამ ქვეყანაში აღარასდრ...
07/08/2026

დღეს სინდისის პატიმარმა დავით კოლდარმა საპატიმრო დატოვა.
ვულოცავ დავითს განთავისუფლებას.
ვისურვებდი, ამ ქვეყანაში აღარასდროს იყვნენ არც სინდისის და არც პოლიტიკური პატიმრები. თითოეულ მათგანს თავისუფლებას ვუსურვებ!

28/07/2026

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გახშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ სავარაუდო ძალადობისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის შესახებ გავრცელებული ფაქტები.
თანდართული აუდიოჩანაწერი, სავარაუდოდ, ასახავს უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს
იმედი მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia და საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia დაინტერესდება მომხდარის შესწავლით.

⚖️ კიდევ ერთი წარმატებით დასრულებული საქმე!ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩემი სამართლებრივი პოზიცია და...
27/07/2026

⚖️ კიდევ ერთი წარმატებით დასრულებული საქმე!

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩემი სამართლებრივი პოზიცია და შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შედეგად, ჩემი მარწმუნებელი გათავისუფლდა უკანონო ჯარიმის გადახდისაგან.

მიუხედავად დღევანდელი მარცხისა, შეუძლებელია სიამაყის გრძნობა არ დაგეუფლოს იმ ბრძოლის, ხასიათისა და შემართების გამო, რაც ...
15/06/2026

მიუხედავად დღევანდელი მარცხისა, შეუძლებელია სიამაყის გრძნობა არ დაგეუფლოს იმ ბრძოლის, ხასიათისა და შემართების გამო, რაც ილია თოფურიამ ოქტაგონზე აჩვენა.
მაშინაც კი, როდესაც მესამე რაუნდში ექიმი ბრძოლის შეწყვეტას ითხოვდა, ილიამ უკან არ დაიხია. მძიმე მდგომარეობაში მყოფმა კიდევ ერთი რაუნდი ჩაატარა და ბოლომდე იბრძოლა, გამოიყენა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რას ნიშნავს იყო ნამდვილი ჩემპიონი.

მალე გამოჯანმრთელებას, ძლიერ დაბრუნებას ვუსურვებ ჩემპიონს! Ilia Topuria

ის, რაც დღეს გორში მოხდა, სამწუხაროდ, უკვე თითქმის ყოველდღიურობად იქცა.პოლიციელები მოქალაქეების უფლებებს არღვევენ და ხში...
27/05/2026

ის, რაც დღეს გორში მოხდა, სამწუხაროდ, უკვე თითქმის ყოველდღიურობად იქცა.
პოლიციელები მოქალაქეების უფლებებს არღვევენ და ხშირად იციან, რომ ეს დაუსჯელი დარჩება.
თუ საქმე სასამართლომდე მივა — ერთი მეწყვილე ამბავს შეთხზავს, მეორე დაადასტურებს, სამხრე კამერები კი რატომღაც ყოველთვის „გამორთულია“ და
მხოლოდ მაშინ ირთვება, როცა სამართალდარღვევა პოლიციელის მიმართ ფიქსირდებაის, რაც დღეს გორში მოხდა, სამწუხაროდ, უკვე თითქმის ყოველდღიურობად იქცა.
პოლიციელები მოქალაქეების უფლებებს არღვევენ და ხშირად იციან, რომ ეს დაუსჯელი დარჩება.
თუ საქმე სასამართლომდე მივა — ერთი მეწყვილე ამბავს შეთხზავს, მეორე დაადასტურებს, სამხრე კამერები კი რატომღაც ყოველთვის „გამორთულია“ და
მხოლოდ მაშინ ირთვება, როცა სამართალდარღვევა პოლიციელის მიმართ ფიქსირდება.
კარგია, რომ ამჯერად ძალადობის დაფიქსირება მოხერხდა.
იმედია, დადგება დრო, როცა ყველა მოძალადე კანონის წინაშე პასუხს აგებს. ყველა მოძალადე კანონის წინაშე პასუხს აგებს.

⚖️  პლიუს ერთი წარმატებით დასრულებული საქმე სასამართლოს გადაწყვეტილებით, სს „საქართველოს ბანკს“ აეკრძალა თანხის ამოღების...
27/05/2026

⚖️ პლიუს ერთი წარმატებით დასრულებული საქმე

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სს „საქართველოს ბანკს“ აეკრძალა თანხის ამოღების მიზნით, ჩემი მარწმუნებლის, უძრავი ქონების იძულებითი აუქციონის წესით გასხვისება.

ვაგრძელებ ბრძოლას თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესების დასაცავად!

📞 595 31 10 00

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!!!
26/05/2026

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!!!

ბერაზე გაბრაზებული ჩვენზე იყრის ჯავრს.  ვაი ჩვენს ტყავს უბედურს, სადმე რამე წამოგვცდეს 🫣🫣🙃
19/05/2026

ბერაზე გაბრაზებული ჩვენზე იყრის ჯავრს.
ვაი ჩვენს ტყავს უბედურს, სადმე რამე წამოგვცდეს 🫣🫣🙃

🔴 „ოცნება“ ქმნის სპეც. სამმართველოს, რომლის მიზანიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება — ამის შესახებ ბრიფინგზე რეჟიმის ვიცეპრემიერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა

💬 „შსს-ში შეიქმნება სამმართველო, რომლის ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამმართველო იმოქმედებს პროაქტიურ რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგს, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში“ — განაცხადა მდინარაძემ

Address

საქართველო
ოზურგეთი
3500

Telephone

+995595311000

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Davit Mzhavanadze • Lawyer posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Davit Mzhavanadze • Lawyer:

Shortcuts

Share

Category