ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის პროგრამა ჩამოყალიბდა 2008 წელს, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის საფუძველზე. პროგრამა წარმოადგენს სასწავლო დისციპლინას, რომლის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ადვოკატირების უნარ-ჩვევები და გამოუმუშავოს იურიდიული აზროვნების უნარი, სოციალურად დაუცველი ფენებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემის მიზნით.
იურიდიული კლინი
კის ერთ-ერთი ამოცანაა გაუღვივოს ახალგაზრდებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისადმი პასუხისმგებლობა და თანადგომის გრძნობა.
უნივერსიტეტის მაღალკურსელები პედაგოგებთან და მოქმედ ადვოკატებთან ერთად დახმარებას გაუწევენ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მათ შორის: არასრულწლოვნებს, სტუდენტებს, უცხოელ სტუდენტებს, ლტოლვილებსა და დევნილებს, პაციენტებს, პენსიონრებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე სხვა მოწყვლად ჯგუფებს. პროგრამის ფარგლებში სასწავლო პროგრამას გადიან როგორც დამამთავრებელი კურსის ბაკალვრები, ისე მეორე კურსის მაგისტრები.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკა თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგი მიმართულებით: სისხლის სამართალი; საჯარო სამართალი; კერძო სამართალი.
იურიდიული კლინიკის პროგრამაში მოწვეულნი არიან ცნობილი ადვოკატები (საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები), საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები (UNHCR, UNICEF და სხვა), ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები. პროგრამის ფარგლებში გაფორმდა ხელშეკრულებები სახალხო დამცველის ოფისთან, საიასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და პროგნოზირების ცენტრთან, ასოციაცია "უფლება ჯანმრთელობაზე".
იურიდიული კლინიკის პროგრამით გათვალსიწინებული სასწავლო დისციპლინებია:
ლტოლვილთა და დევნილთა საერთაშორისო დაცვის მექნიზმები
სამოქალაქო სამართალი (მხოლოდ საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი)
ადამიანის უფლებები
კონსტიტუციური სამართალწარმოება
სისხლის სამართალი
შრომისა და სოცუზრუნველყოფის სამართალი
პაციენტთა უფლებები
ადმინისტრაციული სამართალი
ადვოკატის უნარ-ჩვევები
კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
სამართლებრივი ეთიკა.